სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაპანწყვილი - ულამაზესი ტბა სამეგრელოში და ლეგენდა, რომელიც მის სახელს უკავშირდება
პაპანწყვილი - ულამაზესი ტბა სამეგრელოში და ლეგენდა, რომელიც მის სახელს უკავშირდება

ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სოფ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რის და­შო­რე­ბით, გო­რაკ­ზე მდე­ბა­რე­ობს სა­მეგ­რე­ლო­ში ცნო­ბი­ლი პა­ტა­რა ტბა სა­ხე­ლად "პა­პან­წყვი­ლი". ტბა საზ­რდო­ობს წვი­მი­სა და მი­წის­ქვე­შა წყლით, გამ­დი­ნა­რეა, წყა­ლი კი მომ­წვა­ნო და გამჭვირ­ვა­ლე. პა­პან­წყვი­ლის ტბა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ფიჭ­ვო­ვა­ნი ტყით.


სა­ხე­ლი პა­პან­წყვი­ლი მეგ­რუ­ლი­დან ქარ­თუ­ლად იშიფ­რე­ბა რო­გორც "ჩა­ძი­რუ­ლი მღვდე­ლი". ლე­გენ­დის თა­ნახ­მად ტბის ად­გილ­ზე ცხოვ­რობ­და მღვდე­ლი (მეგ­რუ­ლად პაპა). რო­დე­საც ერთხელ მღვდელ­მა თა­ვის დამ­ხმა­რე ადა­მი­ა­ნებს, ნადს სა­დი­ლად აჭა­მა ძაღ­ლის ხორ­ცი, მიწა იძრა და მღვდე­ლი თა­ვის სახ­ლი­ა­ნად თან ჩა­ი­ტა­ნა, ჩა­ი­ძი­რა, ამ ად­გი­ლას კი აღ­მო­ცენ­და ტბა, რო­მელ­საც უწო­დეს "პა­პან­წყვი­ლი" - ჩა­ძი­რუ­ლი მღვდე­ლი.


ამო­ნა­რი­დი მწე­რალ რო­ბერტ ძე­რი­ას წიგ­ნი­დან:

"იყო და არა იყო რა... იყო ერთი მღვდე­ლი. შვი­ლი იმას არ ჰყავ­და და შვი­ლიშ­ვი­ლი. რევ­მა­ტიზ­მე­ბი­სა­გან შეჭ­მუ­ლი ცო­ლი­სა­ნა­ბა­რა დარ­ჩე­ნი­ლი, ქელე­ხებ­სა და ნათ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და მთელ დღე­ებს. რაც ხო­რა­გი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი სახ­ლში მიჰ­ქონ­და. ეს ჩემი კერ­ძი­აო, იტყო­და და შე­კა­მა­თე­ბას ვინ გა­უ­ბე­დავ­და.


რა­საც შე­ჭამ­დნენ, ხომ კარ­გი, რაც დარ­ჩე­ბო­და, მღვდლის ცოლი ძაღ­ლებს უყ­რი­და. ძაღ­ლე­ბი კი ბევ­რი ყავ­დათ. თა­ნაც ძა­ლი­ან ავე­ბი, ყურ­წაჭ­რი­ლი და კუდ­მოკ­ლე­ე­ბი.


ერთ ზამ­თარს დიდი თოვ­ლი მო­ვი­და და სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი ჩა­უნ­გრია. მღვდე­ლი ძა­ლი­ან შე­წუხ­და, მაგ­რამ რას იზამ­და, სოფ­ლე­ლე­ბის­თვის უნდა და­ე­ძა­ხა. სო­ფე­ლი კი დაბ­ლა იყო, ცოტა მო­შო­რე­ბით. იმას ხელს ვინ გა­უ­მარ­თავ­და, მაგ­რამ მღვდე­ლი იყო და გლე­ხებს შე­ე­შინ­დათ შვი­ლე­ბი არ დაგ­ვი­წყევ­ლო­სო. ათი ღო­ნი­ე­რი ვაჟ­კა­ცი დატ­რი­ალ­და დი­ლი­დან­ვე. ზოგი კა­კუ­ტებს რან­დავ­და, ზოგი ლარ­ტყებს თლი­და მკლავ­და­კა­პი­წე­ბუ­ლი.



შე­ღა­მე­ბი­სას ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო. მღვდე­ლი კი არ­სად ჩან­და. მო­ი­კი­თხეს. თავ­ლი­დან გა­მო­ვი­და - ა ნა­ფო­რის კალ­თე­ბი აეკ­რი­ფა და ხელი სის­ხლით ჰქონ­და მო­თხუპ­ნუ­ლი "კარ­გად გა­ხე­ი­რევთ, შვი­ლო ჩემო, ისე­თი მსუ­ქა­ნი თხა და­გი­კა­ლით, სულ თი­თებს ჩა­იკ­ვნეტთ" - უთხრა გლე­ხებს. გა­უკ­ვირ­დათ - მღვდლის პურ-მა­რი­ლი აქამ­დე არა­ვის გა­ე­გო­ნა. დარ­ჩნენ და კარ­გა­დაც მო­ილ­ხი­ნეს. მხო­ლოდ მღვდელ­მა მო­ი­მი­ზე­ზა მუც­ლის ტკი­ვი­ლი და პირი არა­ფერს და­ა­კა­რა...


მთე­ლი ღამე არაყს სვამ­და, - მო­მიხ­დე­ბაო. მჭადს აყო­ლებ­და მარ­ტო. გვი­ან და­ი­შალ­ნენ. გლეხ­თა­გან უფ­როს­მა ქუდი მო­ი­ხა­და და მღვდელს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ღმერ­თმა შენი ოჯა­ხი აა­შე­ნოს, ეს რა კარ­გი სუფ­რით გაგ­ვი­მას­პინ­ძლდიო. "თქვე­ნის­თა­ნა ოს­ტა­ტებს სწო­რედ ასე­თი სუფ­რა ეკუთ­ვნო­დაო”, - მი­უ­გო მღვდელ­მა.


იმ ოს­ტა­ტებ­ში ერთი ძა­ლი­ან ეშ­მა­კი ყმაწ­ვი­ლი ერია, მას­პინ­ძლის პა­სუხ­მა და­ა­ეჭ­ვა და ჩუ­მად თავ­ლა­ში შე­ი­ხე­და. გა­ო­ცე­ბი­სა­გან ხმა ვერ ამო­ი­ღო - მღვდელს ერთი ბე­ბე­რი ძაღ­ლი ჰყავ­და, სა­ხე­ლად თუნ­თია, ბა­ლა­ნი ჰქონ­და გაც­ვე­ნი­ლი და ფეხ­ზე ვერ დგე­ბო­და. მღვდელ­საც ის და­ეკ­ლა თურ­მე და სწო­რედ მისი ხორ­ცი მო­ე­ტა­ნა სუფ­რა­ზე...


...იმ სა­ღა­მოს მთი­დან ზვა­ვი წა­მო­ვი­და და მღვდლის ეზო-კარი ქვეს­კნელ­ში ჩა­ი­ტა­ნა. ნა­სახ­ლარ­ზე კი ტბა გაჩ­ნდა, რო­მელ­საც ხალ­ხმა "პა­პან­წყვი­ლი” შე­არ­ქვა. ქატო იქა, ფქვი­ლი აქა, ჭირი იქა, ლხი­ნი აქა..."



წყა­რო: http://khobi-info.blogspot.com


ფოტო: ლე­ვან სუ­ლაშ­ვი­ლი; ირაკ­ლი შო­ნია



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პაპანწყვილი - ულამაზესი ტბა სამეგრელოში და ლეგენდა, რომელიც მის სახელს უკავშირდება

პაპანწყვილი - ულამაზესი ტბა სამეგრელოში და ლეგენდა, რომელიც მის სახელს უკავშირდება

ხობის რაიონის სოფელ ხეთის ტერიტორიაზე, სოფლიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, გორაკზე მდებარეობს სამეგრელოში ცნობილი პატარა ტბა სახელად "პაპანწყვილი". ტბა საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა, წყალი კი მომწვანო და გამჭვირვალე. პაპანწყვილის ტბა გარშემორტყმულია ფიჭვოვანი ტყით.


სახელი პაპანწყვილი მეგრულიდან ქართულად იშიფრება როგორც "ჩაძირული მღვდელი". ლეგენდის თანახმად ტბის ადგილზე ცხოვრობდა მღვდელი (მეგრულად პაპა). როდესაც ერთხელ მღვდელმა თავის დამხმარე ადამიანებს, ნადს სადილად აჭამა ძაღლის ხორცი, მიწა იძრა და მღვდელი თავის სახლიანად თან ჩაიტანა, ჩაიძირა, ამ ადგილას კი აღმოცენდა ტბა, რომელსაც უწოდეს "პაპანწყვილი" - ჩაძირული მღვდელი.


ამონარიდი მწერალ რობერტ ძერიას წიგნიდან:

"იყო და არა იყო რა... იყო ერთი მღვდელი. შვილი იმას არ ჰყავდა და შვილიშვილი. რევმატიზმებისაგან შეჭმული ცოლისანაბარა დარჩენილი, ქელეხებსა და ნათლობაში ატარებდა მთელ დღეებს. რაც ხორაგი იქნებოდა, ყველაფერი სახლში მიჰქონდა. ეს ჩემი კერძიაო, იტყოდა და შეკამათებას ვინ გაუბედავდა.


რასაც შეჭამდნენ, ხომ კარგი, რაც დარჩებოდა, მღვდლის ცოლი ძაღლებს უყრიდა. ძაღლები კი ბევრი ყავდათ. თანაც ძალიან ავები, ყურწაჭრილი და კუდმოკლეები.


ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა და სახლის სახურავი ჩაუნგრია. მღვდელი ძალიან შეწუხდა, მაგრამ რას იზამდა, სოფლელებისთვის უნდა დაეძახა. სოფელი კი დაბლა იყო, ცოტა მოშორებით. იმას ხელს ვინ გაუმართავდა, მაგრამ მღვდელი იყო და გლეხებს შეეშინდათ შვილები არ დაგვიწყევლოსო. ათი ღონიერი ვაჟკაცი დატრიალდა დილიდანვე. ზოგი კაკუტებს რანდავდა, ზოგი ლარტყებს თლიდა მკლავდაკაპიწებული.



შეღამებისას ყველაფერი მზად იყო. მღვდელი კი არსად ჩანდა. მოიკითხეს. თავლიდან გამოვიდა - ა ნაფორის კალთები აეკრიფა და ხელი სისხლით ჰქონდა მოთხუპნული "კარგად გახეირევთ, შვილო ჩემო, ისეთი მსუქანი თხა დაგიკალით, სულ თითებს ჩაიკვნეტთ" - უთხრა გლეხებს. გაუკვირდათ - მღვდლის პურ-მარილი აქამდე არავის გაეგონა. დარჩნენ და კარგადაც მოილხინეს. მხოლოდ მღვდელმა მოიმიზეზა მუცლის ტკივილი და პირი არაფერს დააკარა...


მთელი ღამე არაყს სვამდა, - მომიხდებაო. მჭადს აყოლებდა მარტო. გვიან დაიშალნენ. გლეხთაგან უფროსმა ქუდი მოიხადა და მღვდელს მადლობა გადაუხადა. ღმერთმა შენი ოჯახი ააშენოს, ეს რა კარგი სუფრით გაგვიმასპინძლდიო. "თქვენისთანა ოსტატებს სწორედ ასეთი სუფრა ეკუთვნოდაო”, - მიუგო მღვდელმა.


იმ ოსტატებში ერთი ძალიან ეშმაკი ყმაწვილი ერია, მასპინძლის პასუხმა დააეჭვა და ჩუმად თავლაში შეიხედა. გაოცებისაგან ხმა ვერ ამოიღო - მღვდელს ერთი ბებერი ძაღლი ჰყავდა, სახელად თუნთია, ბალანი ჰქონდა გაცვენილი და ფეხზე ვერ დგებოდა. მღვდელსაც ის დაეკლა თურმე და სწორედ მისი ხორცი მოეტანა სუფრაზე...


...იმ საღამოს მთიდან ზვავი წამოვიდა და მღვდლის ეზო-კარი ქვესკნელში ჩაიტანა. ნასახლარზე კი ტბა გაჩნდა, რომელსაც ხალხმა "პაპანწყვილი” შეარქვა. ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა..."



წყარო: http://khobi-info.blogspot.com


ფოტო: ლევან სულაშვილი; ირაკლი შონია



echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს