პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
84 წლის კაცმა მაკიაჟის გაკეთება ისწავლა, რომ მხედველობადაკარგული ცოლი გაალამაზოს - წყვილის ემოციური ამბავი
84 წლის კაცმა მაკიაჟის გაკეთება ისწავლა, რომ მხედველობადაკარგული ცოლი გაალამაზოს - წყვილის ემოციური ამბავი

ირ­ლან­დი­ელ­მა ასა­კო­ვან­მა წყვილ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ახა­ლი რა­მის სწავ­ლა გვი­ან არა­სო­დეს არის, მა­ში­ნაც კი, თუ უკვე 84 წლის ხართ.

დეს და მონა მო­ნა­ჰა­ნე­ბის ის­ტო­რია ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. ისი­ნი ერ­თად უკვე 56 წე­ლია ცხოვ­რო­ბენ. დესი 84 წლი­საა, მონა კი მას­ზე ერთი წლით უმ­ცრო­სი.

სამ­წუ­ხა­როდ, მათ დიდი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შე­ემ­თხვათ - მო­ნამ მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გა, ახლა ის მთლი­ა­ნად ქმარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მარ­ცხე­ნა თვა­ლით სრუ­ლე­ბით ვე­რა­ფერს ხე­დავს, მო­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლად თით­ქმის არაფ­რის გა­კე­თე­ბა აღარ შე­უძ­ლია, მათ შო­რის - ცხა­დია, არც მა­კი­ა­ჟის.

რო­დე­საც ქა­ლის მხედ­ვე­ლო­ბამ გა­უ­ა­რე­სე­ბა და­ი­წყო, დესი მას მხო­ლოდ მა­კი­ა­ჟის შეს­წო­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა, თან­და­თან სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და, მო­ნას თვა­ლე­ბის შე­ღებ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად აღარ შე­ეძ­ლო. ამას­თან, მას ხე­ლე­ბი ძლი­ე­რად უკან­კა­ლებ­და, რის გა­მოც ხელ­ში ფუნ­ჯის და­ჭე­რა აღარ შე­ეძ­ლო. სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბის გამო მონა ხში­რად ტი­რო­და. ცოლი რომ გა­ემხნე­ვე­ბი­ნა, დეს­მა გა­და­წყვი­ტა, მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა ეს­წავ­ლა.

ერთ დღეს დესი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში შე­ვი­და, სა­დაც კოს­მე­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ ვი­ზა­ჟისტს რო­უ­ზი ო’დრის­კოლს სა­კუ­თა­რი ცო­ლის შე­სა­ხებ უამ­ბო და უთხრა, რომ მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბის სწავ­ლა სურ­და. ის­ტო­რი­ამ რო­უ­ზი­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და დესს მა­კი­ა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბას.

რო­უ­ზის თქმით, დესს უკვე სა­კუ­თა­რი ტექ­ნი­კაც გა­მო­უ­მუ­შავ­და - მა­გა­ლი­თად, ურ­ჩევ­ნია, წარ­ბე­ბი არა ჩრდი­ლით, არა­მედ - ფან­ქრით შე­ღე­ბოს.

დესი ფიქ­რობს, რომ უკე­თე­სად ხვდე­ბა, რა უხ­დე­ბა მის ცოლს. მონა კი ქმრის მად­ლი­ე­რია, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რედ დე­სის წყა­ლო­ბით ინარ­ჩუ­ნებს სი­ლა­მა­ზეს. წყვი­ლის ამ­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბილ­მა ვი­ზა­ჟის­ტმა, მა­რიო დე­დი­ვა­ნო­ვიჩ­მა შე­ი­ტყო, რო­მე­ლიც კიმ კარ­და­ში­ან­თან მუ­შა­ობს. მა­რი­ომ რო­უ­ზი, დესი და მონა ლონ­დონ­ში მას­ტერკლას­ზე მი­იწ­ვია. მისი შე­თა­ვა­ზე­ბა ირ­ლან­დი­ელ­მა წყვილ­მა დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მი­ი­ღო.

84 წლის კაცმა მაკიაჟის გაკეთება ისწავლა, რომ მხედველობადაკარგული ცოლი გაალამაზოს - წყვილის ემოციური ამბავი

84 წლის კაცმა მაკიაჟის გაკეთება ისწავლა, რომ მხედველობადაკარგული ცოლი გაალამაზოს - წყვილის ემოციური ამბავი

ირლანდიელმა ასაკოვანმა წყვილმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის ახალი რამის სწავლა გვიან არასოდეს არის, მაშინაც კი, თუ უკვე 84 წლის ხართ.

დეს და მონა მონაჰანების ისტორია ძალიან ემოციურია. ისინი ერთად უკვე 56 წელია ცხოვრობენ. დესი 84 წლისაა, მონა კი მასზე ერთი წლით უმცროსი.

სამწუხაროდ, მათ დიდი უსიამოვნება შეემთხვათ - მონამ მხედველობა დაკარგა, ახლა ის მთლიანად ქმარზეა დამოკიდებული. მარცხენა თვალით სრულებით ვერაფერს ხედავს, მონას დამოუკიდებლად თითქმის არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია, მათ შორის - ცხადია, არც მაკიაჟის.

როდესაც ქალის მხედველობამ გაუარესება დაიწყო, დესი მას მხოლოდ მაკიაჟის შესწორებაში ეხმარებოდა. თუმცა, თანდათან სიტუაცია გაუარესდა, მონას თვალების შეღებვა დამოუკიდებლად აღარ შეეძლო. ამასთან, მას ხელები ძლიერად უკანკალებდა, რის გამოც ხელში ფუნჯის დაჭერა აღარ შეეძლო. საკუთარი უსუსურობის შეგრძნების გამო მონა ხშირად ტიროდა. ცოლი რომ გაემხნევებინა, დესმა გადაწყვიტა, მაკიაჟის გაკეთება ესწავლა.

ერთ დღეს დესი სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც კოსმეტიკის განყოფილებაში პროფესიონალ ვიზაჟისტს როუზი ო’დრისკოლს საკუთარი ცოლის შესახებ უამბო და უთხრა, რომ მაკიაჟის გაკეთების სწავლა სურდა. ისტორიამ როუზიზე ძალიან იმოქმედა და 8 თვის განმავლობაში ასწავლიდა დესს მაკიაჟის ხელოვნებას.

როუზის თქმით, დესს უკვე საკუთარი ტექნიკაც გამოუმუშავდა - მაგალითად, ურჩევნია, წარბები არა ჩრდილით, არამედ - ფანქრით შეღებოს.

დესი ფიქრობს, რომ უკეთესად ხვდება, რა უხდება მის ცოლს. მონა კი ქმრის მადლიერია, რადგან მიიჩნევს, რომ სწორედ დესის წყალობით ინარჩუნებს სილამაზეს. წყვილის ამბის შესახებ ცნობილმა ვიზაჟისტმა, მარიო დედივანოვიჩმა შეიტყო, რომელიც კიმ კარდაშიანთან მუშაობს. მარიომ როუზი, დესი და მონა ლონდონში მასტერკლასზე მიიწვია. მისი შეთავაზება ირლანდიელმა წყვილმა დიდი აღფრთოვანებით მიიღო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს