ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული წვეულებები საქართველოში

ბოლო დროის ყველაზე გამორჩეული წვეულებები საქართველოში

ბუშტები, შამპანური, მუსიკა, მხიარული განწყობა, მეგობრები, წვეულებები და გართობა - მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. სწორედ ამიტომაც არსებობს კორპორატიული წვეულებები, სკოლის ბანკეტები, სხვადასხვა ღონისძიება. სწორედ ასეთი ფერადი მოგონებების შესაგროვებლად ვიხდით დაბადების დღეებს, აღვნიშნავთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რათა ისინი დიდხანს დარჩნენ ჩვენს მეხსიერებაში. ყოველი პატარძალი ოცნებობს დაუვიწყარ ქორწილზე.


ასეთი განსაკუთრებული მოვლენების, დღეების, თარიღების აღსანიშნავად სპეციალური კომპანიები არსებობს, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ წვეულება კრეატიული, დასამახსოვრებელი, გრანდიოზული და შეუდარებელი გამოვიდეს. წვეულებების ტრადიცია საქართველოში ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება და იხვეწება - ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში გამართული არაერთი ღონისძიება, რომელთაგანაც ყველაზე საინტერესოებსაც ახლა წარმოგიდგენთ.


„რადიო პალიტრის“ დაბადების დღე გემზე

"რადიო პალიტრამ" აჭარაში მაუწყებლობის დაწყება და 10 წლის იუბილე ბათუმში, გემზე გამართულ წვეულებაზე აღნიშნა. წვეულებას გემი "ბათუმი" მასპინძლობდა. რადიოს 10-წლიანი ისტორიის გაცნობის შემდეგ სტუმრებმა გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა. საღამოს მუსიკალურად კახაბერი აფორმებდა, ცნობილი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილი კი განსხვავებული ვახშმით გაუმასპინძლდა სტუმრებს - ქართული ვახშამი აჭარული აქცენტებით.


გემრიელი კერძებისა და გემოვნებიანი მუსიკის დაგემოვნებასთან ერთად, წვეულების სტუმრები გათამაშებაშიც ჩაერთვნენ, რომელშიც 50-მდე საჩუქარი გათამაშდა. ივენთის მონაწილეები პარტნიორმა კომპანიებმა ვაუჩერებით, საგზურებით და ზაფხულთან და გართობასთან დაკავშირებული სუვენირებით დაასაჩუქრეს. ღონისძიების ორგანიზატორი ივენთ კომპანია Bloom events-ია.




H&M-ის მაღაზიის გახსნა

2017 წლის ნოემბერში, თბილისში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიება H&M-ის კონსულტანტებმა ორიგინალურად გახსნეს. ცერემონიას მსახიობი სალომე კოკუაშვილი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია უძღვებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად Dj Rembo აფორმებდა, რომლის დაკრულ მუსიკაზე რიგში მდგომი ადამიანები ენერგიულად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. გახსნის ცერემონიალზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი.



H&M-ის გადაწყვეტილებით, ყველაზე მონდომებული მომხმარებლები ფასდაკლების ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. კერძოდ, იმ ადამიანებმა, ვინც გახსნის ცერემონიაზე პირველი, მეორე და მესამე მივიდა, სასაჩუქრე ბარათები მიიღეს. რიგში მყოფ პირველ ადამიანს 200-ლარიანი, მეორეს 100-ლარიანი, ხოლო მესამეს 50-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. გარდა ამისა, კომპანიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე მისულ პირველ ათას ადამიანს 30-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები


რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან