პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში რუსი ბიზმესმენი გაიტაცეს და სანაცვლოდ 3 მილიონ დოლარს ითხოვენ
აფხაზეთში რუსი ბიზმესმენი გაიტაცეს და სანაცვლოდ 3 მილიონ დოლარს ითხოვენ

პე­ტერ­ბურ­გე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ჰოლ­დინგ Полиграфоформление-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვი გა­ი­ტა­ცეს. ის თა­ვის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახალ ათონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც გამ­ტა­ცებ­ლე­ბი და­ესხნენ თავს. გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში, ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 18 ივ­ლისს 200 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (3 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი) მო­ი­თხო­ვეს...

აფხა­ზე­თის “გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის” წარ­მო­მად­გენ­ლის, დაურ ამიჩ­ბას თქმით, ია­კოვ­ლე­ვი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი კი არა, რო­გორც მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ი­ტა­ცეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ია­კოვ­ლე­ვი, აფხა­ზეთ­ში ბინ­ზეს­საქ­მე­ე­ბის­თვის ჩა­ვი­და. ბიზ­ნეს­მენს მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში შე­ეძ­ლო ჩას­ვლა, რად­გან მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა ყირ­გიზ­მა პარტნი­ორ­მა უჩივ­ლა, ია­კოვ­ლე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. ყირ­გი­ზუ­ლი გა­მო­ცე­მა Кактус 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში აცხა­დებ­და, რომ ბიზ­ნეს­მენ ია­კოვ­ლევს უკვე ინ­ტერ­პო­ლი­თაც ეძებ­დნენ.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ინ­ტერ­პო­ლის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ მის ბა­რათ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მას ყა­ჩა­ღო­ბა­ში და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის არა­სან­ქცი­რე­ბულ ჩა­მორ­თმე­ვა­ში სდე­ბენ ბრალს.

ბიზ­ნეს­მე­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მის­მა მე­უღ­ლემ გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმი­თაც, ია­კოვ­ლე­ვი აფხა­ზე­თის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან გაქ­რა. 53 წლის ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლში ავე­ჯი დამვტრე­უ­ლია და მათ­ზე სის­ხლის კვა­ლია. ბიზ­ნეს­მე­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ 20 ივ­ნისს გა­ი­ტა­ცეს. რო­გორც მე­უღ­ლემ მის­თვის მი­ტა­ნი­ლი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ცხა­და, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი მას არ­წმუ­ნე­ბენ, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ცო­ცხა­ლია და სის­ხლი გა­ტა­ცე­ბის დროს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას ცხვი­რი­დან წა­მო­უ­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვი მი­ლი­არ­დებ­საც ფლობ­და, ის Forbes-ის სი­ა­ში არ არის შეყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი მან 1992-94 წლე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბი­დან და­ა­ბან­და და მას შემ­დეგ, არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა ფი­ნან­სურ სკან­დალ­ში, თუმ­ცა, დიდი ფუ­ლის გა­დახ­დის შემ­დეგ, საქ­მე ჩა­ფარ­ცხა... 1994 წელს კი­რო­ვის ქარ­ხნის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­და და შემ­დეგ ჰოლ­დინ­გი Полиграфоформление-ც შე­ი­ძი­ნა.

ია­კოვ­ლე­ვის კონ­ტრო­ლის ქვეშ არის კვიპ­როს­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, მათ შო­რის Девонкрофт, რომ­ლის სუფ­თა მო­გე­ბამ შარ­შან 120 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი შე­ად­გი­ნა, მისი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი, 1,5 მი­ლი­არ­დად შე­ფას­და.

საქ­მე ის არის, რომ ყირ­გი­ზეთ­ში, ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან მომ­ხდა­რი გა­უ­გებ­რო­ბის შემ­დეგ, ია­კოვ­ლევ­მა 40 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და... მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შემ­დეგ, შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ქვეყ­ნებ­ში ცდი­ლობ­და ბიზ­ნე­სის გა­კე­თე­ბას, მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და ტა­ი­ლან­დში. კო­რე­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, ის თა­ნა­მედ­რო­ვე ეკ­ლე­სი­ის Good News Mission-ის პას­ტო­რი გახ­და, სა­დაც ქა­და­გებ­და კი­დეც.

ია­კოვ­ლე­ვი ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ევ­რო­პულ კორ­პო­რა­ცია Unhwa-ს, რო­მე­ლიც ზრდის უჯრე­დე­ბის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბო­და. ისი­ნი ასე­ვე მუ­შა­ობ­დნენ კი­ბო­სა და იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. არა­რე­ა­ლუ­რი და­პი­რე­ბე­ბი­სა და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გამო, ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას “კორ­პო­რა­ცი­ულ სექ­ტა­საც” უწო­დებ­და.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნი აფხა­ზეთ­ში მხო­ლოდ ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად და შე­სას­წავ­ლად ჩა­მო­ვი­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გეგ­მე­ბი ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი და მეტი ვე­რა­ფე­რი მო­ას­წრო, რად­გან რო­გორც ჩანს, მის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე რე­გი­ონ­ში ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­და... აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ია­კოვ­ლე­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­კე­ტი­ო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის აფე­რის­ტია, რო­მელ­საც აფხა­ზეთ­ში იგი­ვე გეგ­მე­ბი ჰქონ­და, რის­თვი­საც ყირ­გი­ზი პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე იდევ­ნე­ბო­და. აფხა­ზე­ბის თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში “ასე­თი ტი­პის პერ­სო­ნე­ბი ჩა­დი­ან ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად, შემ­დეგ კი, მათ მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი არა­კე­თილ­გან­წყო­ბა უკ­ვირთ...”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

აფხაზეთში რუსი ბიზმესმენი გაიტაცეს და სანაცვლოდ 3 მილიონ დოლარს ითხოვენ

აფხაზეთში რუსი ბიზმესმენი გაიტაცეს და სანაცვლოდ 3 მილიონ დოლარს ითხოვენ

პეტერბურგელი ბიზნესმენი, ჰოლდინგ Полиграфоформление-ს გენერალური დირექტორი მაქსიმ იაკოვლევი გაიტაცეს. ის თავის საქმეებთან დაკავშირებით, ახალ ათონში იმყოფებოდა, რა დროსაც გამტაცებლები დაესხნენ თავს. გუდაუთის რაიონში, ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამტაცებლებმა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 18 ივლისს 200 მილიონი რუბლი (3 მილიონ დოლარზე მეტი) მოითხოვეს...

აფხაზეთის “გენერალური პროკურატურის” წარმომადგენლის, დაურ ამიჩბას თქმით, იაკოვლევი როგორც დამსვენებელი კი არა, როგორც მსხვილი ბიზნესმენი გაიტაცეს. მისივე განცხადებით, შემთხვევა ივნისის დასაწყისში მოხდა.

არსებული ცნობით, იაკოვლევი, აფხაზეთში ბინზესსაქმეებისთვის ჩავიდა. ბიზნესმენს მხოლოდ აფხაზეთში შეეძლო ჩასვლა, რადგან მას შემდეგ, რაც ყოფილმა ყირგიზმა პარტნიორმა უჩივლა, იაკოვლევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყირგიზული გამოცემა Кактус 2017 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ ბიზნესმენ იაკოვლევს უკვე ინტერპოლითაც ეძებდნენ.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ინტერპოლის ინტერნეტგვერდზე განთავსებულ მის ბარათში მითითებულია, რომ მას ყაჩაღობაში და საცხოვრებელი სახლებისა შენობა-ნაგებობების არასანქცირებულ ჩამორთმევაში სდებენ ბრალს.

ბიზნესმენის გაუჩინარების შესახებ განცხადება მისმა მეუღლემ გააკეთა, რომლის თქმითაც, იაკოვლევი აფხაზეთის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან გაქრა. 53 წლის ბიზნესმენის სახლში ავეჯი დამვტრეულია და მათზე სისხლის კვალია. ბიზნესმენი სავარაუდოდ 20 ივნისს გაიტაცეს. როგორც მეუღლემ მისთვის მიტანილი წერილის საფუძველზე განაცხადა, გამტაცებლები მას არწმუნებენ, რომ ბიზნესმენი ცოცხალია და სისხლი გატაცების დროს, წინააღმდეგობის გაწევისას ცხვირიდან წამოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმ იაკოვლევი მილიარდებსაც ფლობდა, ის Forbes-ის სიაში არ არის შეყვანილი, რადგან ფინანსურ დეკლარაციას წლების განმავლობაში მალავდა. თავდაპირველი კაპიტალი მან 1992-94 წლების პრივატიზების პერიოდში, საინვესტიციო ფონდებიდან დააბანდა და მას შემდეგ, არაერთხელ გაეხვა ფინანსურ სკანდალში, თუმცა, დიდი ფულის გადახდის შემდეგ, საქმე ჩაფარცხა... 1994 წელს კიროვის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა და შემდეგ ჰოლდინგი Полиграфоформление-ც შეიძინა.

იაკოვლევის კონტროლის ქვეშ არის კვიპროსში არსებული რამდენიმე კომპანია, მათ შორის Девонкрофт, რომლის სუფთა მოგებამ შარშან 120 მილიონი რუბლი შეადგინა, მისი აქტივობები კი, 1,5 მილიარდად შეფასდა.

საქმე ის არის, რომ ყირგიზეთში, ბიზნესპარტნიორთან მომხდარი გაუგებრობის შემდეგ, იაკოვლევმა 40 მილიონი რუბლის ზარალი განიცადა... მის მიმართ განხორციელებული საერთაშორისო ძებნის შემდეგ, შედარებით უსაფრთხო ქვეყნებში ცდილობდა ბიზნესის გაკეთებას, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეასა და ტაილანდში. კორეაში მოგზაურობის შემდეგ, ის თანამედროვე ეკლესიის Good News Mission-ის პასტორი გახდა, სადაც ქადაგებდა კიდეც.

იაკოვლევი ასევე ხელმძღვანელობდა ევროპულ კორპორაცია Unhwa-ს, რომელიც ზრდის უჯრედების ბიოტექნოლოგიაზე სპეციალიზირდებოდა. ისინი ასევე მუშაობდნენ კიბოსა და იმუნოდეფიციტის მკურნალობაზე. არარეალური დაპირებებისა და ჩანაფიქრების გამო, ბევრი ორგანიზაციას “კორპორაციულ სექტასაც” უწოდებდა.

არსებული ცნობით, ბიზნესმენი აფხაზეთში მხოლოდ ვითარების გასაცნობად და შესასწავლად ჩამოვიდა. სავარაუდოდ, გეგმები ჰქონდა დასახული და მეტი ვერაფერი მოასწრო, რადგან როგორც ჩანს, მის ფინანსურ შესაძლებლობებზე რეგიონში ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა... აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ იაკოვლევი ჩვეულებრივი რეკეტიორი და საერთაშორისო დონის აფერისტია, რომელსაც აფხაზეთში იგივე გეგმები ჰქონდა, რისთვისაც ყირგიზი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე იდევნებოდა. აფხაზების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეგიონში “ასეთი ტიპის პერსონები ჩადიან ბიზნესის საკეთებლად, შემდეგ კი, მათ მიმართ გამოხატული არაკეთილგანწყობა უკვირთ...”

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი