პარტნიორები:

    ,,BTU + Entrepreneur’’ - ახალი შესაძლებლობები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

    ,,BTU + Entrepreneur’’ - ახალი შესაძლებლობები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემასთან Entrepreneur-თან პარტნიორობას იწყებს. სტატიები და ბლოგები სტუდენტური სტარტაპების შესახებ, ინდუსტრიის ლიდერების მიერ გამართული ვორქშოპები და მასტერკლასები, ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობა - ეს ყველაფერი BTU-ს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შემოდგომიდან ხდება.

    აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს სტარტაპების და ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი პროექტების ინიცირებას, Entrepreneur + BTU ბრენდის ქვეშ პუბლიკაციების მომზადებას, ნომრის მთავარი თემის გარშემო მასტერკლასების ჩატარებას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი სემესტრიდან შეიქმნება Entrepreneur ჰაბი, სადაც ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეწარმეობაში არსებული მსოფლიო ტრენდების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სტანდარტების შესახებ.

    „ჟურნალი Entrepreneur მსოფლიოში პოზიციონირდება, როგორც პირველწყარო მეწარმეობის მიმართულებით არსებული ტრენდების გაშუქებაში. შესაბამისად, არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვნად დაეხმარება უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს კვალიფიკაციის ამაღლებაში,’’ - აცხადებენ BTU-ში.

    ჟურნალი Entrepreneur 1977 წელს აშშ-ში დაფუძნებული ბიზნესჟურნალია, რომელიც მოკლე დროში მსოფლიოს მოწინავე პუბლიკაციად გადაიქცა.