პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი პიარის "შავი მუშები" თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?!
შავი პიარის "შავი მუშები" თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?!

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შავი პი­ა­რის კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მი­ზა­ნი მი­ნი­მუმ მათი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა.

ალა­ვი­ძე და ქუმ­სიშ­ვი­ლი მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­ზე, ალ­ბათ, თა­ვად გას­ცე­მენ პა­სუ­ხებს. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბას იმა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ დაკ­ვე­თი­ლი მე­დი­ა­ჟი­ო­ტა­ჟის ავ­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნონ იმ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის იმიჯს, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვთ პო­ლი­ტი­კას­თან და არც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ქვე­და­დი­ნე­ბებ­თან.

ეჭვი, რომ ეს კამ­პა­ნია დაკ­ვე­თი­ლია, რა თქმა უნდა, არ არის თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ იგი­ვე ქუმ­სიშ­ვილ­ზე „კომ­პრო­მა­ტე­ბის“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ერთი და იგი­ვე სქე­მით, ერთი და იგი­ვე ში­ნა­არ­სით მიმ­დი­ნა­რე­ობს - თურ­მე, ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ მი­ნისტრს ბიზ­ნეს­მე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს და ისი­ნი პრო­ექტ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ(!)

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვით იმას, რაც არა­ერ­თხელ გვით­ქვამს და რაც არც არა­სო­დეს დაგ­ვი­მა­ლავს, რად­გან და­სა­მა­ლი არა­ფე­რია. დიახ, „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არის დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი. დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტი „პა­ლიტ­რა­მე­დია“, რო­მე­ლიც მე­დია და მო­მიჯ­ნა­ვე სფე­რო­ებ­ში, 20-მდე კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს და 2 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მო­ნა­წი­ლე­ობს და მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფო, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა­ში და ტენ­დერ­ში, რაც ერთი მხრივ ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და მე­ო­რე მხრივ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­ში.

„პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ ის­ტო­რია 23 წელს ით­ვლის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბოდ­ნენ, მე­დი­აჰოლ­დინ­გი კი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვი­თარ­დე­ბო­და. გვსურს, ეს კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რონ სხვა­დას­ხვა ან­გა­ჟი­რე­ბულ­მა „გა­მომ­ძი­ე­ბელ-ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა“ და „არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა“, რათა ხვალ კი­დევ ერთხელ არ „აღ­მო­ა­ჩი­ნონ“, რომ თურ­მე ქუმ­სიშ­ვილს ბიზ­ნეს­მე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი ყო­ლია.

პა­ტა­რა გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებთ. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლი თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ამ­ჩნევ­და, რომ მსგავ­სი ტი­პის შავი პი­ა­რის კამ­პა­ნი­ებს ერთი ხელ­წე­რა აქვთ და რამ­დე­ნი­მე ფა­ზი­ა­ნია.

1) შავი სა­მუ­შაო - მე­დი­ა­სივ­რცე­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სიც­რუ­ე­ზე აგე­ბუ­ლი) უნდა გაჟ­ღერ­დეს. თავ­მოყ­ვა­რე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა თუ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია ასეთ ბრალ­დე­ბებ­ზე ხელს არ მო­ა­წერს. თუმ­ცა ამის­თვის არ­სე­ბო­ბენ ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ი­ტე­ბი თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვით, მზად არი­ან, ეს იკის­რონ.

2) თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა - საქ­მე­ში ერ­თვე­ბა მძი­მე არ­ტი­ლე­რია, რო­გორც წესი, „რუს­თა­ვი 2“, რო­მე­ლიც ამ ბრალ­დე­ბე­ბის ავ­ტო­რებს იყე­ნებს რეს­პონ­დენ­ტე­ბად (ამით თავს იზღვევს, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში არ უჩივ­ლონ), არ იწ­ვე­ვენ მე­ო­რე მხა­რეს ეთერ­ში, არც ეკი­თხე­ბი­ან მათ არა­ფერს (რად­გან მე­ო­რე მხა­რის ერთი პა­სუ­ხიც საკ­მა­რი­სია, რომ მათი “არ­გუ­მენ­ტე­ბის” აბ­სურ­დუ­ლო­ბა გა­მო­აშ­კა­რავ­დეს) იღებს ვრცელ სი­უ­ჟე­ტებს და უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ფუ­თავს კამ­პა­ნი­ას.

3) კულ­მი­ნა­ცია - თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი ან­კეს­ზე წა­მო­ე­გო, მე­სა­მე ეტაპ­ზე, „რუს­თა­ვი 2“-ის ტე­ლე­ე­თერ­ში საქ­მე­ში ერ­თვე­ბი­ან „ში­ნა­უ­რი“ ექ­სპერ­ტე­ბი თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და შე­ტე­ვა უკვე სხვა სი­მაღ­ლე­ებს აღ­წევს. რა თქმა უნდა, ეს გათ­ვლი­ლია იმა­ზეც, რომ ზო­გი­ერ­თი სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბაც აჰ­ყვე­ბა ამ აჟი­ო­ტაჟს...

და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვენს ძი­რი­თად სათ­ქმელს... თურ­მე არ­სე­ბობს ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია - გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტთა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ჰოდა, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 17 ივ­ლისს თა­ვის სა­იტ­ზე (ifact.ge) გა­მო­აქ­ვეყ­ნა „ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა“ ხმა­მა­ღა­ლი სა­თა­უ­რით - „ბი­უ­ჯე­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა სამ­სა­ხურ­ში“. ასე­თი სა­თა­უ­რის წა­კი­თხვის შემ­დეგ (თან ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის რუბ­რი­კის ქვეშ) რა თქმა უნდა, მკი­თხვე­ლი იფიქ­რებს, რომ არი­ქა, გა­ი­შიფ­რა ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია თა­ვი­სი გვარ-სა­ხე­ლე­ბი­თა თუ სქე­მე­ბით.

თუმ­ცა, მკი­თხველს იმე­დი გა­უც­რუვ­დე­ბა. კერ­ძოდ, ამ „ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის“ მთა­ვა­რი „აღ­მო­ჩე­ნა“ ისევ და ისევ ის არის, რომ თურ­მე ქუმ­სიშ­ვილს ბიზ­ნეს­მე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს, რო­მელ­თა კომ­პა­ნი­ე­ბი პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მხო­ლოდ პა­ტა­რა ამო­ნა­რიდს მო­ვიყ­ვანთ ამ „გა­მო­ძი­ე­ბი­დან“.

“ქარ­თუ ბან­კის­გან” იაფი კრე­დი­ტი, 4.5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით, ქუმ­სიშ­ვი­ლის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ამ, შპს “კო­ლორ­პაკ­მა” 2016 წელს მი­ი­ღო. სსიპ “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში”-მ ამ შემ­თხვე­ვა­ში სეს­ხის პრო­ცენ­ტის და­სა­ფა­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან 283,430 დო­ლა­რი და­ხარ­ჯა...“

მოკ­ლედ, მკი­თხვე­ლი ვერც მიხ­ვდე­ბა, თუ რისი თქმა უნ­დათ „გა­მო­ძი­ე­ბის“ ავ­ტო­რებს. თუმ­ცა, „რუს­თა­ვი 2“-მა „გან­მარ­ტა“, რო­დე­საც 17 ივ­ლისს­ვე, „კუ­რი­ე­რის“ გა­მოშ­ვე­ბა­ში ეს „ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა“ მი­ა­ბა ქუმ­სიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მის­ვლის თე­მას.

„რუს­თა­ვი 2“-ის წამ­ყვან­მა ტრა­გი­კუ­ლი ხმით და­ა­ნონ­სა: “რო­გორ იყე­ნებ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სებს ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, მისი ნა­თე­სა­ვე­ბი და მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი“. წამ­ყვან­მა შეშ­ფო­თე­ბულ­მა ამ­ცნო მა­ყუ­რე­ბელს, რომ თურ­მე ირ­კვე­ვა - ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებს ბან­კის პრო­ცენტს ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი უხ­დი­და.

სი­უ­ჟე­ტის მთა­ვარ­მა გმი­რებ­მა, „აი­ფაქ­ტის“ „ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის“ ავ­ტო­რებ­მა ისა­უბ­რეს „ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს იაფ კრე­დიტ­ზე“ და გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­მი­ნის­ტრომ უნდა გან­მარ­ტოს, იყ­ვნენ თუ არა სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში და ყვე­ლას უფი­ნან­სებს თუ არა სა­ბან­კო პრო­ცენტს სა­ხელ­მწი­ფო. ერთ-ერთი „აი­ფაქ­ტე­ლი“ ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, თურ­მე ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი ჩი­ვის, რომ მათ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს­გან“ დახ­მა­რე­ბა ვერ მი­ი­ღეს.

ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, რომ ელე­მენ­ტა­რულ ანა­ბა­ნა­ზე გვი­წევს სა­უ­ბა­რი „კო­ლე­გებ­თან“. არ დაგ­ვე­ნა­ნე­ბა დრო და მათ პა­ტა­რა გაკ­ვე­თილს ჩა­ვუ­ტა­რებთ - ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კი­თხვებ­ზე მათ პა­სუ­ხის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ სულ რა­ღაც 15 წუთ­ში. ამის­თვის არ­სე­ბობს სამი მე­თო­დი. 1. შეხ­ვი­დე „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­იტ­ზე და წა­ი­კი­თხო პროგ­რა­მის დე­ბუ­ლე­ბა და გა­ი­გო, რა წე­სით ხდე­ბა დიდი თუ მცი­რე კომ­პა­ნი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. 2. დარ­ე­კო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და იკი­თხო. 3. დარ­ე­კო იმ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მელ­ზეც „ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას“ ატა­რებ და იქ იკი­თხო, თუ რო­გორ მი­ი­ღეს და­ფი­ნან­სე­ბა.

მა­გა­ლი­თად, მათ „კო­ლორ­პაკ­ში“ რომ და­ე­რე­კათ, მთა­ვარ კი­თხვა­ზე ხომ მი­ი­ღებ­დნენ პა­სუხს და სხვა უზუს­ტო­ბებ­საც ას­ცდე­ბოდ­ნენ. ჩვენ არ დაგ­ვე­ზა­რა და დავ­რე­კეთ.

გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი („კო­ლორ­პა­კის“ დი­რექ­ტო­რი): „ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ კრე­დი­ტი „ქარ­თუ ბან­კის­გან“ კი არ მი­ი­ღო, „თი­ბი­სი ბან­კის­გან“; კრე­დი­ტი ავი­ღეთ არა 2016 წელს, არა­მედ 2014 წელს; არა 4,5 მი­ლი­ო­ნი ლარი, არა­მედ და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ექ­ვსა­სი ათა­სი დო­ლა­რი, რაც მა­შინ­დე­ლი კურ­სით სამ მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი იყო. 4,5 მი­ლი­ო­ნი ლარი არის სრუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან „კო­ლორ­პაკ­მა“ თვი­თონ, სხვა წყა­რო­ე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბიზ­ნეს­გეგ­მა 15 კა­ცის და­საქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თუმ­ცა დღეს 44 თა­ნამ­შრო­მე­ლი გვყავს.

სწო­რედ იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი 2 წლის სუბ­სი­დი­რე­ბა “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­დან“ ხდე­ბო­და, ჩვენ გავ­რის­კეთ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, ეტი­კე­ტე­ბის ბეჭდ­ვას, ნუ­ლი­დან ვი­წყებ­დით, 10-20 წლის მე­ო­რა­დი და­ნად­გა­რე­ბის ნაც­ვლად, ამე­რი­კუ­ლი, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის, საკ­მა­ოდ ძვი­რი­ა­ნი, ეტი­კე­ტე­ბის სა­ბეჭ­დი და­ნად­გა­რი შე­მო­ვი­ტა­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის მსგავ­სი არც ქვე­ყა­ნა­ში და არც რე­გი­ონ­ში არ იყო. ამ რისკმა გა­ა­მარ­თლა, „კო­ლორ­პა­კის“ პრო­დუქ­ცი­ამ ჩა­ა­ნაც­ვლა იმ­პორ­ტი ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის, არა­მარ­ტო თურ­ქე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან, არა­მედ იტა­ლი­ი­დან და ეს­პა­ნე­თი­და­ნაც კი” (წა­ი­კი­თხეთ მეტი "კო­ლორ­პა­კის" შე­სა­ხებ).

მოკ­ლედ, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სამი მე­თო­დი­დან ერთ-ერ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით, „გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი“ გა­ი­გებ­დნენ მთა­ვარს - პრო­ექტ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ე­ბი კრე­დიტს იღე­ბენ ბან­კე­ბის­გან. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით - არა ბი­უ­ჯე­ტი­დან ან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან, არა­მედ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­გან. “აწარ­მო­ეს” სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ 9 ბან­კი თა­ნამ­შრომ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ ბან­კი აფა­სებს კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს­გეგ­მას და მის პერ­სპექ­ტი­ვებს და თუ სესხს უმ­ტკი­ცებს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო იმ მიზ­ნით, რომ კომ­პა­ნია და შე­სა­ბა­მი­სად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ნა­ვი­თა­როს, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უხ­დის ბან­კის პრო­ცენტს, კრე­დი­ტის ძირ თან­ხას სრუ­ლად მსეს­ხე­ბე­ლი კომ­პა­ნია იხ­დის. ორი წლის შემ­დეგ კი თა­ვად კომ­პა­ნია იხ­დის პრო­ცენ­ტსაც და სა­ბო­ლო­ოდ, ფა­რავს სესხს. ასე ხდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის შემ­თხვე­ვა­ში!

„თუ კომ­პა­ნი­ას ბან­კმა და­უმ­ტკი­ცა სეს­ხი და ის პრო­დუქ­ტი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბა­საც აპი­რებს, ჩვენს პრი­ო­რი­ტეტ­თა ნუს­ხა­შია, ავ­ტო­მა­ტუ­რად მე­წარ­მე-სუ­ბი­ექ­ტი ხდე­ბა ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი“, -აცხა­დებს მე­წარ­მე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ოთარ ან­თია.

ძვირ­ფა­სო „გა­მომ­ძი­ე­ბელ-ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო“ - ხე­დავთ, რა მარ­ტი­ვია ყვე­ლა­ფე­რი. სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­გეძ­ლოთ გა­გე­გოთ ის, რა­საც „იძი­ებთ“ - ბან­კი სეს­ხებს არ იძ­ლე­ვა იმის მი­ხედ­ვით, ვინ ვისი ნა­თე­სა­ვია. ასე­ვე, თუ რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მე­ნი ჩი­ვის, რომ მას არ და­ეხ­მა­რა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო“, ეს ნიშ­ნავს, რომ ბან­კმა მას სეს­ხი არ და­უმ­ტკი­ცა.

ასე­ვე, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სამი მე­თო­დი­დან პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, „აი­ფაქ­ტე­ლე­ბი“ მი­ი­ღებ­დნენ პა­სუხს კი­დევ ერთ კი­თხვა­ზე - დიახ, ყვე­ლა კომ­პა­ნია თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­შია და სეს­ხის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ისარ­გებ­ლა 238-მა კომ­პა­ნი­ამ, მათ შო­რის დიდ­მა კომ­პა­ნი­ებ­მაც, სა­შუ­ა­ლო­ებ­მაც და წვრი­ლე­ბაც. და ისარ­გებ­ლეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ბან­კმა სეს­ხი და­უმ­ტკი­ცა.

თუ ჟურ­ნა­ლის­ტმა არც „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­ბუ­ლე­ბა ნახა და არც იმ კომ­პა­ნი­ებ­ში და­რე­კა, ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც „იძი­ებ­და“, ამას ორ­მა­გი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ჰქვია.

მაგ­რამ თუ მი­ზა­ნი ის არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დო მე­სი­ჯი - ქუმ­სიშ­ვი­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან თა­ვის ნა­თე­სა­ვებს აფი­ნან­სებს, რა თქმა უნდა, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­გი­და­ზეც რომ გე­დოს, არ გა­მო­ი­ყე­ნებ. ამას უკვე ია­ფ­ფა­სი­ან სპე­კუ­ლა­ცი­ა­ზე აგე­ბუ­ლი შეკ­ვე­თი­ლი კამ­პა­ნია ჰქვია, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის იმი­ჯის­თვის, ვიდ­რე ორ­მა­გი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ასე­ვე, ჩვენ არა­ფერს ვამ­ტკი­ცებთ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რის კამ­პა­ნი­ის პირ­ველ ფა­ზას­თან გვაქვს საქ­მე.

იმე­დია, რომ ეს ასე არ არის და სა­მო­მავ­ლო გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ეს სტა­ტია გა­მო­ად­გე­ბათ „აი­ფაქ­ტის“ ჟურ­ნა­ლის­ტებს. თო­რემ მა­გა­ლი­თად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, „რუს­თა­ვი 2“-მა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და, „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ ფარ­გლებ­ში რო­გორ ხდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა. უბ­რა­ლოდ, „კო­ლორ­პა­კი“ „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­აა და „რუს­თა­ვი 2“ რო­გორ გა­უშ­ვებ­და შანსს ხე­ლი­დან, რომ არ ეკბი­ნა ჩვე­ნი მე­დი­ა­სახ­ლის­თვის, მით უმე­ტეს ტე­ლე­ვი­ზია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ მზარ­დი გავ­ლე­ნი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქუმ­სიშ­ვილ­ზე მი­ტა­ნილ იე­რიშს, გვაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ტა­ცი­ა­ზე მყო­ფი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­სა და მოქ­მე­დი სამ­თავ­რო­ბო ან მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. ვინ­მემ ხვალ რომ გა­ნა­ცხა­დოს, რომ ქუმ­სიშ­ვილ­მა ეგ­ვიპ­ტუ­რი პი­რა­მი­დე­ბი თა­ვის ცო­ლის ნა­თე­სა­ვებს აა­შე­ნე­ბი­ნა, „რუს­თა­ვი 2“ სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მო­იწ­ვევს ამ ადა­მი­ა­ნებს და ისე, რომ არც შე­ეც­დე­ბა ბრალ­დე­ბის ად­რე­სატს ანუ მე­ო­რე მხა­რეს კი­თხვა და­უს­ვას, მისი წამ­ყვა­ნი ტრა­გი­კუ­ლი ხმით ამ­ცნობს ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს „რო­გორ იყე­ნებ­დნენ ფა­რა­ო­ნის რე­სურ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე, ექ­სკლუ­ზი­უ­რად ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და მისი ნა­თე­სა­ვე­ბი“.

სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, „ქუმ­სიშ­ვი­ლი-ნა­თე­სა­ვე­ბის“ ანა­ლო­გი­უ­რი სქე­მით მოხ­და შე­ტე­ვა „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ კი­დევ ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, რო­დე­საც „რუს­თა­ვი 2“, სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბის, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვი­სი­ვე სა­ტე­ლი­ტი არა­სამ­თავ­რო­ბო­სა და ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას ახ­დენ­და, თით­ქოს სრუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რი გა­მარ­ჯვე­ბულ­მა უკონ­კუ­რენ­ტოდ მო­ი­გო. ის სიც­რუე ერთ დღე­ში ჩა­ე­ფუ­შათ, რო­გორც კი რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი.

ეტყო­ბა, ზო­გი­ერ­თმა ვერ და­ი­ჯე­რა, რომ ტყუ­ილს მარ­თლაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს...

იხი­ლეთ ვი­დეო: ნი­კა­ნორ მე­ლი­ას ახა­ლი მარ­გა­ლი­ტი - რო­გორ გა­ი­ჭე­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლი­დე­რი სა­კუ­თარ ტყუ­ილ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

შავი პიარის "შავი მუშები" თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?!

შავი პიარის "შავი მუშები" თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?!

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, ორგანიზებული შავი პიარის კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანი მინიმუმ მათი დისკრედიტაციაა.

ალავიძე და ქუმსიშვილი მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, ალბათ, თავად გასცემენ პასუხებს. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, რომ სავარაუდოდ დაკვეთილი მედიაჟიოტაჟის ავტორები ცდილობენ დარტყმა მიაყენონ იმ კერძო კომპანიების იმიჯს, რომელთაც არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან და არც სახელისუფლებო ქვედადინებებთან.

ეჭვი, რომ ეს კამპანია დაკვეთილია, რა თქმა უნდა, არ არის თითიდან გამოწოვილი. თუნდაც იმიტომ, რომ იგივე ქუმსიშვილზე „კომპრომატების“ გამოქვეყნება ერთი და იგივე სქემით, ერთი და იგივე შინაარსით მიმდინარეობს - თურმე, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ბიზნესმენი ნათესავები ჰყავს და ისინი პროექტ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობენ(!)

კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას, რაც არაერთხელ გვითქვამს და რაც არც არასოდეს დაგვიმალავს, რადგან დასამალი არაფერია. დიახ, „პალიტრამედიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი. დიახ, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესსუბიექტი „პალიტრამედია“, რომელიც მედია და მომიჯნავე სფეროებში, 20-მდე კომპანიას აერთიანებს და 2 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მონაწილეობდა, მონაწილეობს და მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ სახელმწიფო, თუ საერთაშორისო პროგრამაში და ტენდერში, რაც ერთი მხრივ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება და მეორე მხრივ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

„პალიტრამედიის“ ისტორია 23 წელს ითვლის, ხელისუფლებები იცვლებოდნენ, მედიაჰოლდინგი კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. გვსურს, ეს კარგად დაიმახსოვრონ სხვადასხვა ანგაჟირებულმა „გამომძიებელ-ჟურნალისტებმა“ და „არასამთავრობოებმა“, რათა ხვალ კიდევ ერთხელ არ „აღმოაჩინონ“, რომ თურმე ქუმსიშვილს ბიზნესმენი ნათესავები ყოლია.

პატარა გადახვევას გავაკეთებთ. დაკვირვებული მკითხველი თუ მაყურებელი შეამჩნევდა, რომ მსგავსი ტიპის შავი პიარის კამპანიებს ერთი ხელწერა აქვთ და რამდენიმე ფაზიანია.

1) შავი სამუშაო - მედიასივრცეში კონკრეტული პირის თუ ორგანიზაციის მიმართ ბრალდებები (ხშირ შემთხვევაში სიცრუეზე აგებული) უნდა გაჟღერდეს. თავმოყვარე მედიასაშუალება თუ სხვა ორგანიზაცია ასეთ ბრალდებებზე ხელს არ მოაწერს. თუმცა ამისთვის არსებობენ ნაკლებად პოპულარული საიტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მოტივით, მზად არიან, ეს იკისრონ.

2) თემის განვითარება - საქმეში ერთვება მძიმე არტილერია, როგორც წესი, „რუსთავი 2“, რომელიც ამ ბრალდებების ავტორებს იყენებს რესპონდენტებად (ამით თავს იზღვევს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში არ უჩივლონ), არ იწვევენ მეორე მხარეს ეთერში, არც ეკითხებიან მათ არაფერს (რადგან მეორე მხარის ერთი პასუხიც საკმარისია, რომ მათი “არგუმენტების” აბსურდულობა გამოაშკარავდეს) იღებს ვრცელ სიუჟეტებს და უფრო მაღალ დონეზე ფუთავს კამპანიას.

3) კულმინაცია - თუ მაყურებელი ანკესზე წამოეგო, მესამე ეტაპზე, „რუსთავი 2“-ის ტელეეთერში საქმეში ერთვებიან „შინაური“ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები და შეტევა უკვე სხვა სიმაღლეებს აღწევს. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია იმაზეც, რომ ზოგიერთი სხვა მედიასაშუალებაც აჰყვება ამ აჟიოტაჟს...

დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად სათქმელს... თურმე არსებობს ასეთი ორგანიზაცია - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება. ჰოდა, ამ ორგანიზაციამ 17 ივლისს თავის საიტზე (ifact.ge) გამოაქვეყნა „ჟურნალისტური გამოძიება“ ხმამაღალი სათაურით - „ბიუჯეტი ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანთა სამსახურში“. ასეთი სათაურის წაკითხვის შემდეგ (თან ჟურნალისტური გამოძიების რუბრიკის ქვეშ) რა თქმა უნდა, მკითხველი იფიქრებს, რომ არიქა, გაიშიფრა ელიტური კორუფცია თავისი გვარ-სახელებითა თუ სქემებით.

თუმცა, მკითხველს იმედი გაუცრუვდება. კერძოდ, ამ „ჟურნალისტური გამოძიების“ მთავარი „აღმოჩენა“ ისევ და ისევ ის არის, რომ თურმე ქუმსიშვილს ბიზნესმენი ნათესავები ჰყავს, რომელთა კომპანიები პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობენ. მხოლოდ პატარა ამონარიდს მოვიყვანთ ამ „გამოძიებიდან“.

“ქართუ ბანკისგან” იაფი კრედიტი, 4.5 მილიონი ლარის ოდენობით, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილის კომპანიამ, შპს “კოლორპაკმა” 2016 წელს მიიღო. სსიპ “აწარმოე საქართველოში”-მ ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის დასაფარად ბიუჯეტიდან 283,430 დოლარი დახარჯა...“

მოკლედ, მკითხველი ვერც მიხვდება, თუ რისი თქმა უნდათ „გამოძიების“ ავტორებს. თუმცა, „რუსთავი 2“-მა „განმარტა“, როდესაც 17 ივლისსვე, „კურიერის“ გამოშვებაში ეს „ჟურნალისტური გამოძიება“ მიაბა ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის თემას.

„რუსთავი 2“-ის წამყვანმა ტრაგიკული ხმით დაანონსა: “როგორ იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს ბიზნესის გასაფართოებლად ეკონომიკის მინისტრი, მისი ნათესავები და მოქმედი მაღალჩინოსნები“. წამყვანმა შეშფოთებულმა ამცნო მაყურებელს, რომ თურმე ირკვევა - ზემოხსენებულ კომპანიებს ბანკის პროცენტს ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი უხდიდა.

სიუჟეტის მთავარმა გმირებმა, „აიფაქტის“ „ჟურნალისტური გამოძიების“ ავტორებმა ისაუბრეს „ეკონომიკის სამინისტროს იაფ კრედიტზე“ და განაცხადეს, რომ სამინისტრომ უნდა განმარტოს, იყვნენ თუ არა სხვა კომპანიები თანაბარ პირობებში და ყველას უფინანსებს თუ არა საბანკო პროცენტს სახელმწიფო. ერთ-ერთი „აიფაქტელი“ ჟურნალისტის თქმით, თურმე ზოგიერთი ბიზნესმენი ჩივის, რომ მათ „აწარმოე საქართველოსგან“ დახმარება ვერ მიიღეს.

ძალიან უხერხულია, რომ ელემენტარულ ანაბანაზე გვიწევს საუბარი „კოლეგებთან“. არ დაგვენანება დრო და მათ პატარა გაკვეთილს ჩავუტარებთ - ზემოხსენებულ კითხვებზე მათ პასუხის მიღება შეეძლოთ სულ რაღაც 15 წუთში. ამისთვის არსებობს სამი მეთოდი. 1. შეხვიდე „აწარმოე საქართველოს“ საიტზე და წაიკითხო პროგრამის დებულება და გაიგო, რა წესით ხდება დიდი თუ მცირე კომპანიების დაფინანსება. 2. დარეკო „აწარმოე საქართველოში“ და იკითხო. 3. დარეკო იმ კომპანიაში, რომელზეც „ჟურნალისტურ გამოძიებას“ ატარებ და იქ იკითხო, თუ როგორ მიიღეს დაფინანსება.

მაგალითად, მათ „კოლორპაკში“ რომ დაერეკათ, მთავარ კითხვაზე ხომ მიიღებდნენ პასუხს და სხვა უზუსტობებსაც ასცდებოდნენ. ჩვენ არ დაგვეზარა და დავრეკეთ.

გიორგი ჟორჟოლიანი („კოლორპაკის“ დირექტორი): „ჩვენმა კომპანიამ კრედიტი „ქართუ ბანკისგან“ კი არ მიიღო, „თიბისი ბანკისგან“; კრედიტი ავიღეთ არა 2016 წელს, არამედ 2014 წელს; არა 4,5 მილიონი ლარი, არამედ დაახლოებით მილიონ ექვსასი ათასი დოლარი, რაც მაშინდელი კურსით სამ მილიონამდე ლარი იყო. 4,5 მილიონი ლარი არის სრულად განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, რადგან „კოლორპაკმა“ თვითონ, სხვა წყაროებიდან დაახლოებით 1,5 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბიზნესგეგმა 15 კაცის დასაქმებას ითვალისწინებდა, თუმცა დღეს 44 თანამშრომელი გვყავს.

სწორედ იმიტომ, რომ პირველი 2 წლის სუბსიდირება “აწარმოე საქართველოდან“ ხდებოდა, ჩვენ გავრისკეთ და მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებას, ეტიკეტების ბეჭდვას, ნულიდან ვიწყებდით, 10-20 წლის მეორადი დანადგარების ნაცვლად, ამერიკული, უახლესი ტექნოლოგიის, საკმაოდ ძვირიანი, ეტიკეტების საბეჭდი დანადგარი შემოვიტანეთ საქართველოში, რომლის მსგავსი არც ქვეყანაში და არც რეგიონში არ იყო. ამ რისკმა გაამართლა, „კოლორპაკის“ პროდუქციამ ჩაანაცვლა იმპორტი ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის, არამარტო თურქეთიდან და უკრაინიდან, არამედ იტალიიდან და ესპანეთიდანაც კი” (წაიკითხეთ მეტი "კოლორპაკის" შესახებ).

მოკლედ, ზემოხსენებული სამი მეთოდიდან ერთ-ერთის გამოყენებით, „გამომძიებლები“ გაიგებდნენ მთავარს - პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კომპანიები კრედიტს იღებენ ბანკებისგან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით - არა ბიუჯეტიდან ან ეკონომიკის სამინისტროდან, არამედ კომერციული ბანკებისგან. “აწარმოეს” საიტზე არსებული, ოფიციალური ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოსთან“ 9 ბანკი თანამშრომლობს. შესაბამისად, ჯერ ბანკი აფასებს კომპანიის ბიზნესგეგმას და მის პერსპექტივებს და თუ სესხს უმტკიცებს, მხოლოდ ამის შემდეგ სახელმწიფო იმ მიზნით, რომ კომპანია და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს, ორი წლის განმავლობაში უხდის ბანკის პროცენტს, კრედიტის ძირ თანხას სრულად მსესხებელი კომპანია იხდის. ორი წლის შემდეგ კი თავად კომპანია იხდის პროცენტსაც და საბოლოოდ, ფარავს სესხს. ასე ხდება აბსოლუტურად ყველა ბენეფიციარის შემთხვევაში!

„თუ კომპანიას ბანკმა დაუმტკიცა სესხი და ის პროდუქტი, რომლის წარმოებასაც აპირებს, ჩვენს პრიორიტეტთა ნუსხაშია, ავტომატურად მეწარმე-სუბიექტი ხდება ჩვენი ბენეფიციარი“, -აცხადებს მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია.

ძვირფასო „გამომძიებელ-ჟურნალისტებო“ - ხედავთ, რა მარტივია ყველაფერი. სულ რამდენიმე წუთში შეგეძლოთ გაგეგოთ ის, რასაც „იძიებთ“ - ბანკი სესხებს არ იძლევა იმის მიხედვით, ვინ ვისი ნათესავია. ასევე, თუ რომელიმე ბიზნესმენი ჩივის, რომ მას არ დაეხმარა „აწარმოე საქართველო“, ეს ნიშნავს, რომ ბანკმა მას სესხი არ დაუმტკიცა.

ასევე, ზემოხსენებული სამი მეთოდიდან პირველი ან მეორე რომ გამოეყენებინათ, „აიფაქტელები“ მიიღებდნენ პასუხს კიდევ ერთ კითხვაზე - დიახ, ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და სესხის თანადაფინანსებით ისარგებლა 238-მა კომპანიამ, მათ შორის დიდმა კომპანიებმაც, საშუალოებმაც და წვრილებაც. და ისარგებლეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკმა სესხი დაუმტკიცა.

თუ ჟურნალისტმა არც „აწარმოე საქართველოს“ დებულება ნახა და არც იმ კომპანიებში დარეკა, ვის საქმიანობასაც „იძიებდა“, ამას ორმაგი არაპროფესიონალიზმი ჰქვია.

მაგრამ თუ მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას მიაწოდო მესიჯი - ქუმსიშვილი ბიუჯეტიდან თავის ნათესავებს აფინანსებს, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული მონაცემები მაგიდაზეც რომ გედოს, არ გამოიყენებ. ამას უკვე იაფფასიან სპეკულაციაზე აგებული შეკვეთილი კამპანია ჰქვია, რომელიც არანაკლებ დამაზიანებელია ჟურნალისტის იმიჯისთვის, ვიდრე ორმაგი არაპროფესიონალიზმი. ასევე, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ზემოთ ნახსენები კარგად აპრობირებული შავი პიარის კამპანიის პირველ ფაზასთან გვაქვს საქმე.

იმედია, რომ ეს ასე არ არის და სამომავლო გამოძიებისთვის ეს სტატია გამოადგებათ „აიფაქტის“ ჟურნალისტებს. თორემ მაგალითად, დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2“-მა ძალიან კარგად იცოდა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში როგორ ხდება დაფინანსება. უბრალოდ, „კოლორპაკი“ „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა და „რუსთავი 2“ როგორ გაუშვებდა შანსს ხელიდან, რომ არ ეკბინა ჩვენი მედიასახლისთვის, მით უმეტეს ტელევიზია „პალიტრანიუსის“ მზარდი გავლენისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ქუმსიშვილზე მიტანილ იერიშს, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა ყოფილი ხელისუფლების დოტაციაზე მყოფი ტელეკომპანიისა და მოქმედი სამთავრობო ან მასთან დაახლოებული დაჯგუფებების ინტერესები. ვინმემ ხვალ რომ განაცხადოს, რომ ქუმსიშვილმა ეგვიპტური პირამიდები თავის ცოლის ნათესავებს ააშენებინა, „რუსთავი 2“ სრული სერიოზულობით მოიწვევს ამ ადამიანებს და ისე, რომ არც შეეცდება ბრალდების ადრესატს ანუ მეორე მხარეს კითხვა დაუსვას, მისი წამყვანი ტრაგიკული ხმით ამცნობს ტელემაყურებელს „როგორ იყენებდნენ ფარაონის რესურსებს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, ექსკლუზიურად ეკონომიკის მინისტრი და მისი ნათესავები“.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, „ქუმსიშვილი-ნათესავების“ ანალოგიური სქემით მოხდა შეტევა „პალიტრამედიის“ კიდევ ერთ ორგანიზაციაზე, როდესაც „რუსთავი 2“, საეჭვო წარმოშობის, სავარაუდოდ, თავისივე სატელიტი არასამთავრობოსა და ნიკანორ მელიას სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა, თითქოს სრული კონკურენციის პირობებში ჩატარებული ტენდერი გამარჯვებულმა უკონკურენტოდ მოიგო. ის სიცრუე ერთ დღეში ჩაეფუშათ, როგორც კი რეალური ფაქტები გახდა ცნობილი.

ეტყობა, ზოგიერთმა ვერ დაიჯერა, რომ ტყუილს მართლაც ძალიან, ძალიან მოკლე ფეხები აქვს...

იხილეთ ვიდეო: ნიკანორ მელიას ახალი მარგალიტი - როგორ გაიჭედა "ნაციონალების" ლიდერი საკუთარ ტყუილში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"