პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უნდა უფრთხილდეთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს - დასასვენებლად წასვლამდე, ეს აუცილებლად წაიკითხეთ
რას უნდა უფრთხილდეთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს - დასასვენებლად წასვლამდე, ეს აუცილებლად წაიკითხეთ

ტუ­რიზ­მის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მმა 940-მი­ლი­ო­ნი­ან ნიშ­ნულს მი­აღ­წია. წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით, 2020 წლის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი რი­ცხვი 1.6 მი­ლი­არდს მი­აღ­წევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა და უცხო ქვეყ­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდე­ბა.


რა უნდა ვი­ცო­დეთ სა­ნამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით, რა საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, რო­გორ და­ვიც­ვათ თავი მო­წამ­ვლის­გან თუ მწე­რის ნაკ­ბე­ნის­გან და რა ვაქ­ცი­ნა­ცი­აა წი­ნას­წარ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი - ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:


"მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვი­სას, პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რის­კე­ბის დად­გე­ნა, რომ­ლის წი­ნა­შეც შე­საძ­ლოა, სა­მოგ­ზა­უ­როდ არ­ჩე­ულ ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბი­სას დად­გეთ. მოგ­ზა­უ­რი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვს ყვე­ლა სა­თა­ნა­დო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოთ და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­თხოვ­ნებ­ზე. ისეთ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, სა­დაც არ­სე­ბობს ყვი­თე­ლი ცხე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი (აფ­რი­კა, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ ამე­რი­კა...) მოგ­ზა­ურ­მა უნდა ჩა­ი­ტა­როს ყვი­თე­ლი ცხე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა უნდა მოხ­დეს გამ­გზავ­რე­ბამ­დე 10 დღით ადრე, ვაქ­ცი­ნის დამ­ცვე­ლო­ბი­თი უნა­რი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა.



ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დგომ, თუ თავს შე­უძ­ლოდ იგ­რძნობთ, ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სას არ უნდა და­გა­ვი­წყდეთ, მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოთ. მოგ­ზა­უ­რო­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უკავ­შირ­დე­ბა გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა არა­სა­სურ­ვე­ლი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მგზავ­რო­ბი­სას შე­საძ­ლოა, აღ­მოჩ­ნდეთ თქვენ­თვის მი­უჩ­ვე­ველ სი­მაღ­ლე­ზე, ან დაგ­ხვდეთ უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ან ტე­ნი­ა­ნო­ბა, გა­ი­ზარ­დოს მიკ­რო­ბებ­თან, ცხო­ვე­ლებ­თან და მწე­რებ­თან ექ­სპო­ზი­ცი­ის რის­კი. გა­რე­მოს უე­ცარ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სიფრ­თხი­ლის მარ­ტი­ვი ზო­მე­ბის დაც­ვით" - აღ­ნიშ­ნავს ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი.


წყა­ლი და საკ­ვე­ბი

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის და წყლის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს დი­ა­რეა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამი­ტომ მი­ირ­თვით საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ახა­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლია და მო­აქვთ ცხელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში: მაგ­რად მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი; სუფ­თა წყლით გა­რე­ცხი­ლი ან თქვენ მიერ გათ­ლი­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი; პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი.


არ მი­ირ­თვათ:

* საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რი­საა;


* გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­თან შე­ძე­ნი­ლი საკ­ვე­ბი;


* თერ­მუ­ლად არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კვერ­ცხი;


* ნედ­ლი და ნა­ხევ­რად­მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხორ­ცი და თევ­ზი;


* გა­უ­რე­ცხა­ვი და გა­უ­თლე­ლი ხილი;


* არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი;


* ნა­ნა­დი­რე­ვი გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლის ხორ­ცი.


და­ლი­ეთ:

* ბოთ­ლის და­ლუ­ქუ­ლი წყა­ლი;


* წყა­ლი, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია;


* ცხე­ლი ყავა და ჩაი;


* პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე.


არ და­ლი­ოთ:

* ჭის ან ონ­კა­ნის წყა­ლი, თუ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ და­საშ­ვე­ბია სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა;


* ყი­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია ჭის ან ონ­კა­ნის წყლით, თუ არაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ და­საშ­ვე­ბია სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა;


* წვე­ნი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ონ­კა­ნის ან ჭის წყლით;


* არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე;



კო­ღო­სა და სხვა მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნი:

თუ მოგ­ზა­უ­რობთ ისეთ ქვეყ­ნებ­სა და ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ფეხ­სახ­სრი­ა­ნე­ბით გა­და­ტა­ნა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი:


* აირ­ჩი­ეთ სას­ტუმ­რო ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ჰა­ე­რის კონ­დი­ცი­რე­ბა ხდე­ბა, ან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ფან­ჯრი­სა და კა­რის დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი;


* და­ი­ძი­ნეთ კო­ღოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლო­გი­ნის ბა­დის ქვეშ;


* თუ ხართ გა­რეთ ან ოთახ­ში, სა­დაც არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფან­ჯრი­სა და კა­რის დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი, შე­ი­ძი­ნეთ ლო­გი­ნის ბადე ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ა­ში ან ინ­ტერ­ნე­ტით, ვიდ­რე გა­ემ­გზავ­რე­ბით სა­ზღვრებს გა­რეთ;


* აირ­ჩი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი ლო­გი­ნის ბადე: კომ­პაქ­ტუ­რი, თეთ­რი, მართკუ­თხე­დი, 156 ხვრე­ლით 2,54 სმ 2 -ზე, საკ­მა­რი­სად გრძე­ლი, რათა ამოვ­კე­ცოთ ლე­ი­ბის ქვეშ;



* პერ­მეტ­რი­ნით (გელი) და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ლო­გი­ნის ბა­დე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ დაც­ვას, ვიდ­რე და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი;


* გა­მო­ი­ყე­ნეთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი რე­პე­ლენ­ტი, რო­მელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ორ­სულ­თათ­ვის და მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის­თვის;


* მუ­დამ იქო­ნი­ეთ მწე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­პე­ლენ­ტი (ქვე­წარ­მავ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი და­მაფრ­თხო­ბე­ლი ხსნა­რი);


* ნუ შე­ის­ხუ­რებთ რე­პე­ლენტს კან­ზე სა­მო­სის ქვეშ;


* თუ იყე­ნებთ მზის დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა და შემ­დეგ მწე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­პე­ლენ­ტი;



თუ მი­ემ­გზავ­რე­ბით ბავ­შვთან ან ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად - 2 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ბავ­შვებს ჩა­აც­ვით სა­მო­სი, რო­მე­ლიც და­უ­ფა­რავს ფე­ხებ­სა და ხე­ლებს, ან და­ფა­რეთ სა­ბავ­შვო სა­წო­ლი, ეტლი და ახალ­შო­ბი­ლის სა­ტა­რე­ბე­ლი კა­ლა­თი მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დით.


შე­ის­ხუ­რეთ მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­პე­ლენ­ტი ხე­ლებ­ზე და შემ­დეგ წა­უს­ვით ბავ­შვს სა­ხე­ზე. არ წა­უს­ვათ! მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­პე­ლენ­ტი ბავ­შვს ხე­ლებ­ზე, პირ­ზე, გაჭ­რილ ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე, ასე­ვე 2 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ახალ­შო­ბილს;


ამას­თან, გა­მო­ი­ყე­ნეთ პერ­მეტ­რი­ნი, რომ და­ა­მუ­შა­ოთ სა­მო­სი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა (მაგ: ფეხ­საც­მე­ლი, შარ­ვა­ლი, წინ­და, ბადე) წა­ი­კი­თხეთ პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რათა გან­სა­ზღვროთ მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა; არ გა­მო­ი­ყე­ნოთ პერ­მეტ­რი­ნის პრო­დუქ­ცია პირ­და­პირ კან­ზე!


მოგ­ზა­უ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი:

* ნე­ბის­მი­ე­რი არ­სე­ბუ­ლი რის­კის გა­აზ­რე­ბა/გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა;


* ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბის/რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა გამ­გზავ­რე­ბამ­დე 4-8 კვი­რით ადრე;


* ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და სხვა და­ნიშ­ნულ პრე­პა­რა­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა;


* სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პლექ­ტის/ნაკ­რე­ბის შექ­მნა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის ცოდ­ნა;


* ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა;


* ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გამ­გზავ­რე­მა­დე, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დგომ;


* მგზავ­რო­ბი­სას ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის/რე­ცეპ­ტის ქონა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ნე­ბის­მი­ერ და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენტს, შპ­რიცს და სხვ.;


* მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს და მის შემ­დგომ, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სხვის­თვის გა­და­ცე­მის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა;


* მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფო­მარ­ცი­ის მი­წო­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის მიმ­წო­დებ­ლი­სათ­ვის;


* და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის არი­დე­ბა.



ავტორი:

რას უნდა უფრთხილდეთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს - დასასვენებლად წასვლამდე, ეს აუცილებლად წაიკითხეთ

რას უნდა უფრთხილდეთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს - დასასვენებლად წასვლამდე, ეს აუცილებლად წაიკითხეთ

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმმა 940-მილიონიან ნიშნულს მიაღწია. წინასწარი გათვლებით, 2020 წლისთვის აღნიშნული რიცხვი 1.6 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურობა და უცხო ქვეყნების დათვალიერების სურვილი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება.


რა უნდა ვიცოდეთ სანამ უცხო ქვეყანაში გავემგზავრებით, რა საფრთხეები არსებობს მოგზაურობისას, როგორ დავიცვათ თავი მოწამვლისგან თუ მწერის ნაკბენისგან და რა ვაქცინაციაა წინასწარ ჩასატარებელი - ამ საკითხებზე სასაუბროდ AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს დაუკავშირდა:


"მოგზაურობის დაგეგმვისას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია რისკების დადგენა, რომლის წინაშეც შესაძლოა, სამოგზაუროდ არჩეულ ქვეყანაში სტუმრობისას დადგეთ. მოგზაური უნდა დარწმუნდეს, რომ გაკეთებული გაქვს ყველა სათანადო და აუცილებელი ვაქცინაცია. მნიშვნელოვანია, ყურადღება გაამახვილოთ დამატებითი ვაქცინაციის მოთხოვნებზე. ისეთ ქვეყანაში გამგზავრებამდე, სადაც არსებობს ყვითელი ცხელების გავრცელების რისკი (აფრიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა...) მოგზაურმა უნდა ჩაიტაროს ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის ჩატარება უნდა მოხდეს გამგზავრებამდე 10 დღით ადრე, ვაქცინის დამცველობითი უნარი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.



ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობის შემდგომ, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ექიმთან ვიზიტისას არ უნდა დაგავიწყდეთ, მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ. მოგზაურობა, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება გარემოს ცვლილებებს, რომლებმაც შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მგზავრობისას შესაძლოა, აღმოჩნდეთ თქვენთვის მიუჩვეველ სიმაღლეზე, ან დაგხვდეთ უჩვეულოდ მაღალი ან დაბალი ტემპერატურა ან ტენიანობა, გაიზარდოს მიკრობებთან, ცხოველებთან და მწერებთან ექსპოზიციის რისკი. გარემოს უეცარ ცვლილებებთან დაკავშირებული უარყოფითი გავლენის შემცირება შესაძლებელია სიფრთხილის მარტივი ზომების დაცვით" - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი.


წყალი და საკვები

დაბინძურებული საკვების და წყლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და სხვა დაავადებები. ამიტომ მიირთვით საკვები, რომელიც ახალი მომზადებულია და მოაქვთ ცხელ მდგომარეობაში: მაგრად მოხარშული კვერცხი; სუფთა წყლით გარეცხილი ან თქვენ მიერ გათლილი ხილი და ბოსტნეული; პასტერიზებული რძის პროდუქტები.


არ მიირთვათ:

* საკვები, რომელიც ოთახის ტემპერატურისაა;


* გარემოვაჭრეებთან შეძენილი საკვები;


* თერმულად არასათანადოდ დამუშავებული კვერცხი;


* ნედლი და ნახევრადმომზადებული ხორცი და თევზი;


* გაურეცხავი და გაუთლელი ხილი;


* არაპასტერიზებული რძის პროდუქტები;


* ნანადირევი გარეული ცხოველის ხორცი.


დალიეთ:

* ბოთლის დალუქული წყალი;


* წყალი, რომელიც დეზინფიცირებულია;


* ცხელი ყავა და ჩაი;


* პასტერიზებული რძე.


არ დალიოთ:

* ჭის ან ონკანის წყალი, თუ არ არის მითითებული, რომ დასაშვებია სასმელად გამოყენება;


* ყინული, რომელიც მომზადებულია ჭის ან ონკანის წყლით, თუ არაა მითითებული, რომ დასაშვებია სასმელად გამოყენება;


* წვენი, რომელიც მზადდება ონკანის ან ჭის წყლით;


* არაპასტერიზებული რძე;



კოღოსა და სხვა მწერების ნაკბენი:

თუ მოგზაურობთ ისეთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე, სადაც გავრცელებულია ფეხსახსრიანებით გადატანადი დაავადებები, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:


* აირჩიეთ სასტუმრო ან საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჰაერის კონდიცირება ხდება, ან დამონტაჟებულია ფანჯრისა და კარის დამცავი ბადეები;


* დაიძინეთ კოღოს საწინააღმდეგო ლოგინის ბადის ქვეშ;


* თუ ხართ გარეთ ან ოთახში, სადაც არ არის დამონტაჟებული ფანჯრისა და კარის დამცავი ბადეები, შეიძინეთ ლოგინის ბადე ადგილობრივ მაღაზიაში ან ინტერნეტით, ვიდრე გაემგზავრებით საზღვრებს გარეთ;


* აირჩიეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული ლოგინის ბადე: კომპაქტური, თეთრი, მართკუთხედი, 156 ხვრელით 2,54 სმ 2 -ზე, საკმარისად გრძელი, რათა ამოვკეცოთ ლეიბის ქვეშ;



* პერმეტრინით (გელი) დამუშავებული ლოგინის ბადეები უზრუნველყოფს მეტ დაცვას, ვიდრე დაუმუშავებელი;


* გამოიყენეთ რეგისტრირებული რეპელენტი, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია ორსულთათვის და მეძუძური ქალებისთვის;


* მუდამ იქონიეთ მწერის საწინააღმდეგო რეპელენტი (ქვეწარმავლების ხელოვნური დამაფრთხობელი ხსნარი);


* ნუ შეისხურებთ რეპელენტს კანზე სამოსის ქვეშ;


* თუ იყენებთ მზის დამცავ საშუალებას, ამ შემთხვევაში, პირველად გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალება და შემდეგ მწერის საწინააღმდეგო რეპელენტი;



თუ მიემგზავრებით ბავშვთან ან ახალშობილთან ერთად - 2 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებს ჩააცვით სამოსი, რომელიც დაუფარავს ფეხებსა და ხელებს, ან დაფარეთ საბავშვო საწოლი, ეტლი და ახალშობილის სატარებელი კალათი მწერების საწინააღმდეგო ბადით.


შეისხურეთ მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი ხელებზე და შემდეგ წაუსვით ბავშვს სახეზე. არ წაუსვათ! მწერების საწინააღმდეგო რეპელენტი ბავშვს ხელებზე, პირზე, გაჭრილ ან გაღიზიანებულ კანზე, ასევე 2 თვეზე ნაკლები ასაკის ახალშობილს;


ამასთან, გამოიყენეთ პერმეტრინი, რომ დაამუშაოთ სამოსი და აღჭურვილობა (მაგ: ფეხსაცმელი, შარვალი, წინდა, ბადე) წაიკითხეთ პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, რათა განსაზღვროთ მოქმედების ხანგრძლივობა; არ გამოიყენოთ პერმეტრინის პროდუქცია პირდაპირ კანზე!


მოგზაურის პასუხისმგებლობები:

* ნებისმიერი არსებული რისკის გააზრება/გაანალიზება;


* ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების/რეკომენდაციების მოძიება გამგზავრებამდე 4-8 კვირით ადრე;


* ვაქცინაციასთან და სხვა დანიშნულ პრეპარატებთან მიმართებაში მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება;


* სამედიცინო კომპლექტის/ნაკრების შექმნა და მისი გამოყენების ცოდნა;


* ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა;


* ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომების მიღება გამგზავრემადე, მოგზაურობისას და დაბრუნების შემდგომ;


* მგზავრობისას ექიმის დანიშნულების/რეცეპტის ქონა, რომელიც ეხება ნებისმიერ დანიშნულ მედიკამენტს, შპრიცს და სხვ.;


* მოგზაურობის დროს და მის შემდგომ, ინფექციური დაავადების სხვისთვის გადაცემის პრევენციისათვის შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება;


* მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე, სრულყოფილი ინფომარციის მიწოდება ნებისმიერი დაავადების თაობაზე სამედიცინო სერვისის მიმწოდებლისათვის;


* დაუცველი სქესობრივი კონტაქტისგან თავის არიდება.



"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ