სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახურმა 670 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღო
საგამოძიებო სამსახურმა 670 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღო

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვარ­ზე სა­ქონ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვის ოთხი ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სამ შემ­თხვე­ვა­ში, და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი, სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის „სარ­ფის“ გავ­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვარ­ზე სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლი­სა­გან მა­ლუ­ლად არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნას ცდი­ლობ­დნენ.

ხოლო, ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „ვა­ლეს“ გავ­ლით, მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­წყო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბის შე­მო­ტა­ნას ცდი­ლობ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ჯამ­ში 11,2 კგ ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი, რომ­ლის სა­ერ­თო სა­ბა­ჟო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 670 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 214-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5-დან 7 წლამ­დე ვა­დით“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა 670 000 ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 11 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი ამო­ი­ღო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

საგამოძიებო სამსახურმა 670 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა 670 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

ხოლო, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 670 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საგამოძიებო სამსახურმა 670 000 ლარზე მეტი ღირებულების 11 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს