Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... - როგორია პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და როგორ მოხიბლა მან ცნობილი ბალერინა
დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... - როგორია პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და როგორ მოხიბლა მან ცნობილი ბალერინა

პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ "ძალა ერ­თო­ბა­შია" სა­ერ­თო საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად გრი­გოლ ვა­შა­ძე ქუ­თა­ის­ში, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ფონ­ზე წა­რად­გი­ნა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ცხრა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია შე­დის, თუმ­ცა მათ­ში უმ­თავ­რე­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა", და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ძი­რი­თა­დად თი­თო­კა­ცი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბია, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში გვინ­და თქვენ­თან ერ­თად გა­დავ­ხე­დოთ გრი­გოლ ვა­შა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ას.

დიპ­ლო­მა­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნი, იმპრე­სა­რიო...

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია. ამ ეტაპ­ზე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, სხვა­დას­ხვა დროს დიპ­ლო­მა­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნი და სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლის, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნას ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის იმპრე­სა­რი­ოც გახ­ლდა.

გრი­გოლ ვა­შა­ძე 1958 წელს და­ი­ბა­და, 1975 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 61-ე სკო­ლა და სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა.

ის ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბად და­სავ­ლურ კურს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტე­ბი ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, ყველ­ზე დიდ ცოდ­ვად სწო­რედ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გე­რო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ღე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას უთ­ვლიდ­ნენ და უთ­ვლი­ან ახ­ლაც.

ვა­შა­ძე­ზე წერ­დნენ, რომ ის საბ­ჭო­თა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი სკო­ლის აღ­ზრდი­ლი და საკ­მა­ოდ იმე­დის­მომ­ცე­მი დიპ­ლო­მა­ტი გახ­ლდათ. მან 1981 წელს და­ას­რუ­ლა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც 1988 წლამ­დე ჯერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, შემ­დეგ კი კოს­მო­სი­სა და ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში საქ­მი­ა­ნობ­და. 1988 -1990 წლებ­ში გახ­ლდათ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის ას­პი­რან­ტი.

დიპ­ლო­მა­ტი­ი­დან წას­ვლის შემ­დეგ ის ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­სა და ნიუ-იორკში. 1988 წელს კი და­ქორ­წინ­და ცნო­ბილ ბა­ლე­რი­ნა­ზე - ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­ზე, რის შემ­დე­გაც პრე­სა­ში ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მის იმპრე­სა­რი­ოდ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბიზ­ნეს­ში მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი, და­ა­ფუძნა და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კომ­პა­ნი­ებს: Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.

მას მერე, რაც 1991 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, მან და მის­მა მე­უღ­ლემ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღეს.

2004 წელს იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნინო ანა­ნი­აშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა და ისიც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, მას ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭეს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... - როგორია პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და როგორ მოხიბლა მან ცნობილი ბალერინა

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... - როგორია პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და როგორ მოხიბლა მან ცნობილი ბალერინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა. გაერთიანებაში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, თუმცა მათში უმთავრესი "ნაციონალური მოძრაობაა", დანარჩენები კი ძირითადად თითოკაციანი პარტიებია, თუმცა ამ შემთხვევაში გვინდა თქვენთან ერთად გადავხედოთ გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიას.

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო...

როგორც აღმოჩნდა, ის მეტად მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანია. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატი, სხვადასხვა დროს დიპლომატი, ბიზნესმენი და საკუთარი მეუღლის, მსოფლიოში ცნობილი ბალერინას ნინო ანანიაშვილის იმპრესარიოც გახლდა.

გრიგოლ ვაშაძე 1958 წელს დაიბადა, 1975 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად დასავლურ კურს ასახელებს, თუმცა ოპონენტები ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ყველზე დიდ ცოდვად სწორედ საბჭოთა კავშირის საგერო საქმეთა სამინისტროში მიღებულ დიპლომატიურ გამოცდილებას უთვლიდნენ და უთვლიან ახლაც.

ვაშაძეზე წერდნენ, რომ ის საბჭოთა საგარეო პოლიტიკური სკოლის აღზრდილი და საკმაოდ იმედისმომცემი დიპლომატი გახლდათ. მან 1981 წელს დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც 1988 წლამდე ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში საქმიანობდა. 1988 -1990 წლებში გახლდათ დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

დიპლომატიიდან წასვლის შემდეგ ის ცხოვრობდა მოსკოვსა და ნიუ-იორკში. 1988 წელს კი დაქორწინდა ცნობილ ბალერინაზე - ნინო ანანიაშვილზე, რის შემდეგაც პრესაში ხშირად მოიხსენიებდნენ მის იმპრესარიოდ. მოგვიანებით ბიზნესში მოსინჯა ძალები, დააფუძნა და ხელმძღვანელობდა კომპანიებს: Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.

მას მერე, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მან და მისმა მეუღლემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2004 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილს თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზა და ისიც სამშობლოში დაბრუნდა, მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს...განაგრძეთ კითხვა

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?