პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ჭიჭინაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ
დავით ჭიჭინაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ

ეტყო­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" უჭირთ სი­მარ­თლის მოს­მე­ნა და სწო­რედ ეს გახ­და ოც­ნე­ბის პრობ­ლე­მა, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან ჩა­ი­კეტ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­პუ­ტატ­მა და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­დან მის გაშ­ვე­ბას ხელს აწე­რენ, არას­დროს ყო­ფი­ლან ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა. ჭი­ჭი­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა" სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძეს ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ მისი გა­რი­ცხვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყოს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბას.

"ეტყო­ბა ცოტა უჭირთ სი­მარ­თლის მოს­მე­ნა და ეს გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრობ­ლე­მა, რომ ჩა­ი­კეტ­ნენ ძა­ლი­ან. ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი მი­ა­ლან­ძღეს, ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს ლან­ძღა­ვენ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მე რას და­მაბ­რა­ლე­ბენ. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხელს აწე­რენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შუა რგოლ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი რას უზა­მენ პარ­ტი­ას, ამა­საც მალე ვნა­ხავთ", – გა­ნა­ცხა­და ჭი­ჭი­ნა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სამ­დივ­ნომ პარ­ტი­ი­დან და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძის გა­რი­ცხვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მპგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ა­კე­თა არა­ერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რებს და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა პარ­ტი­ის იმიჯ­სა და ინ­ტე­რე­სებს. და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ არა­ერ­თგზის უხე­შად და­არ­ღვია პარ­ტი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნა და სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ში­და­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტია და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბია. პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რს აქვს კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სცილ­დე­ბა ში­და­პარ­ტი­უ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყო­ველ­გვარ ზღვარს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მპგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სამ­დივ­ნო ერ­თხმად ად­გენს, პარ­ტი­ი­დან გა­ი­რი­ცხოს მპგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე" - აღ­ნიშ­ნუ­ლია სამ­დივ­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხელს აწერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სამ­დივ­ნოს ხუ­თი­ვე წევ­რი: კახა კა­ლა­ძე, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი; ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი; გი­ორ­გი ვოლ­სკი, პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნი; თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მდი­ვა­ნი; დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე, რე­გი­ო­ნუ­ლი მდი­ვა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დავით ჭიჭინაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ

დავით ჭიჭინაძის პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის შემდეგ

ეტყობა "ქართულ ოცნებაში" უჭირთ სიმართლის მოსმენა და სწორედ ეს გახდა ოცნების პრობლემა, რომ ისინი ძალიან ჩაიკეტნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც პარტიდან მის გაშვებას ხელს აწერენ, არასდროს ყოფილან ქართული ოცნება. ჭიჭინაძის განცხადებით „ქართული ოცნებაა" საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი.

დავით ჭიჭინაძეს ეჭვი ეპარება, რომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყოს. მისივე განცხადებით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებას.

"ეტყობა ცოტა უჭირთ სიმართლის მოსმენა და ეს გახდა "ქართული ოცნების" პრობლემა, რომ ჩაიკეტნენ ძალიან. ყოფილი პრემიერი მიალანძღეს, ყოფილ თანაგუნდელებს ლანძღავენ, ძალიან საინტერესოა მე რას დამაბრალებენ. ქართული ოცნება არასდროს ყოფილან ის ადამიანები, ვინც ხელს აწერენ ამ გადაწყვეტილებას. შუა რგოლში მყოფი ადამიანები რას უზამენ პარტიას, ამასაც მალე ვნახავთ", – განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

"გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.

"ქართული ოცნებისთვის" შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, დავით ჭიჭინაძე" - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს "ქართული ოცნების" სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები