Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩენი გავლენიანი ოჯახის შვილი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიტაცეს - "ეს კადიროვის ხელწერაა"
ჩეჩენი გავლენიანი ოჯახის შვილი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიტაცეს - "ეს კადიროვის ხელწერაა"

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას გა­ნაგ­რძობს. გა­სულ ხუთ­შა­ბათს, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში 20 წლის ჩე­ჩე­ნი, ზე­ლიმ­ხან ახ­მა­დო­ვი გა­ი­ტა­ცეს... ჩე­ჩე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო დევ­ნიდ­ნენ და სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, მას­ზე ჩეჩ­ნეთ­ში ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ზე­ლიმ­ხა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ოჯა­ხის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არ გა­უ­ტა­ცი­ათ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის შავ ავ­ტო­მო­ბილ­ში "ჩა­ტე­ნეს" და მო­ხო­ვა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ჰოს­ტელ­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას მამა და ბიძა ელოდ­ნენ. რო­გორც გა­მო­ცე­მის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ძმე­ბი ტო­ლი­ატ­ში, სა­მა­რა­სა და ჩეჩ­ნეთ­ში გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბი­დან, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მო­ვაჭ­რე კომ­პა­ნა­შია Логовазе-ში მუ­შა­ობ­დნენ და საკ­მა­ოდ დიდი ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ და შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­რი­ტე­ტი­თაც სარ­გებ­ლობ­დნენ.

ზე­ლიმ­ხა­ნის მე­გო­ბარ­მა, რუ­სე­თის ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად ზე­ლიმ­ხა­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წნე­ხის გამო დახ­მა­რე­ბას ჯერ კი­დევ გა­ზა­ფხულ­ზე ითხოვ­და.

სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში მისი გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ად­გი­ნა. ვიდ­რე მო­ბი­ლურს წა­არ­თმევ­დნენ, ზე­ლიმ­ხან­მა მო­ას­წრო და ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს მე­სი­ჯი მის­წე­რა, სა­დაც დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და და მი­სა­მარ­თიც მი­უ­თი­თა.

რამ­დე­ნი­მე ხან­ში, ისი­ნი მი­სა­მარ­თზე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ერ­თად მი­ვიდ­ნენ. პო­ლი­ცი­ამ ზე­ლიმ­ხა­ნი მა­მას­თან ერ­თად ად­გი­ლობ­რივ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მათ 5 სა­ათ­ზე მეტი ხანი გა­ა­ტა­რეს. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მამა შვილს აი­ძუ­ლებ­და, გა­ე­კე­თე­ბი­ნა ვი­დე­ო­გან­ცხა­დე­ბა, რომ არა­ვი­თა­რი გა­ტა­ცე­ბა არ ყო­ფი­ლა და მის სექ­სუ­ა­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რიც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი გაქ­რნენ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოთხი­ვე მათ­განს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის ყალ­ბი მოწ­მო­ბა ჰქონ­და, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, მათი და­კა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

"რაც შე­ე­ხე­ბა, "აღი­ა­რე­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვას" - ეს კა­დი­რო­ვის ხელ­წე­რაა და არამ­ხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს... რო­გორც ჩანს, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს "მწვა­ნე შუქი" აქვს ან­თე­ბუ­ლი, რად­გან ის ამ პო­ლი­ტი­კას წლე­ბია გა­ნაგ­რძობს... მა­გა­ლი­თად, კრას­ნო­ი­არ­სკელ­მა დე­პუ­ტატ­მა კონ­სტან­ტინ სენ­ჩენ­კომ კა­დი­რო­ვის სტა­ლი­ნურ ფრა­ზე­ო­ლო­გი­ას და ქმე­დე­ბებს "რუ­სე­თის სირ­ცხვი­ლი" უწო­და, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის მას პი­რის­პირ შეხ­ვდა და ბო­დი­ში მო­უ­ხა­და... რო­გორც ჩანს, დე­პუ­ტა­ტი სენ­ჩენ­კო კა­დი­რო­ვის კრი­ტი­კის გამო, წნე­ხის ქვეშ გა­ა­ტა­რეს," - წერს გა­მო­ცე­მა.

ერთი სი­ტყვით, ოჯა­ხის წევ­რე­ბის წნე­ხის და მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა" გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და, ზე­ლიმ­ხან­მა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი თქვა. ლგბტ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მას დაც­ვა მი­უ­ჩი­ნა და უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი იცავს, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩე­ნი აცხა­დებს, რომ ბო­ლომ­დე უსაფრ­თხოდ არ არის.

ახ­მა­დო­ვი სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან ათი თვის წინ გა­იქ­ცა და თავი სან­კტ-პე­ტერ­ბურგს შე­ა­ფა­რა, რად­გან ჩეჩ­ნეთ­ში მამა და ბიძა, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"ახ­მა­დო­ვე­ბის ოჯა­ხი ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს "სირ­ცხვი­ლის ჩა­მო­სა­რე­ცხად", რად­გან ახალ­გაზ­რდა ზე­ლიმ­ხან­მა მთელ მის საგ­ვა­რე­უ­ლოს მოს­ცხო ჩირ­ქი, რომ­ლის ჩა­მოწ­მენ­დაც, ყვე­ლას ვა­ლია," - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. მა­თი­ვე ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩეჩ­ნეთ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დევ­ნის ფაქ­ტებს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ის მა­ინც გრძელ­დე­ბა.

"ისე­თი ოჯა­ხე­ბი, რო­გო­რიც ახ­მა­დო­ვე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან დიდი აღი­ა­რე­ბა აქვთ და ბიზ­ნეს­წრე­ებ­შიც მი­ღე­ბუ­ლი არი­ან, თა­ვი­ანთ შვი­ლებს "ღირ­სე­ბის სა­ხე­ლით" თა­ვად კლა­ვენ, უბ­რა­ლო ოჯა­ხე­ბის შვი­ლებს კი ჩე­ჩე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უს­წორ­დე­ბი­ან," – წერს novayagazeta.ru.

ასე გაქ­რა იან­ვარ­ში ჩეჩ­ნეთ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ზე­ლიმ­ხან ბა­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვი­დან გროზ­ნო­ში ზა­ფხულ­ში დაბ­რუნ­და. ის მა­შინ­ვე გა­ი­ტა­ცეს და რამ­დე­ნი­მე თვე გროზ­ნო­ში, სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში ჰყავ­დათ, შემ­დეგ კი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ი­ღუ­პა. ყვე­ლა­ფე­რი ისე "მი­ჩუ­მათ­და", რომ გა­მო­ძი­ე­ბა არც კი და­წყე­ბუ­ლა... მომ­ღე­რა­ლი, თა­ვის დრო­ზე კა­დი­როვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, სწო­რედ მისი ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს ბა­კა­ე­ვი, რო­გორც "მი­უ­ღე­ბე­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე".

ავტორი:

ჩეჩენი გავლენიანი ოჯახის შვილი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიტაცეს - "ეს კადიროვის ხელწერაა"

ჩეჩენი გავლენიანი ოჯახის შვილი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიტაცეს - "ეს კადიროვის ხელწერაა"

ჩეჩნეთის ლიდერი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე ნადირობას განაგრძობს. გასულ ხუთშაბათს, სანკტ-პეტერბურგში 20 წლის ჩეჩენი, ზელიმხან ახმადოვი გაიტაცეს... ჩეჩენი სამართალდამცავები მას სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიდნენ და სწორედ ამ მიზეზით, მასზე ჩეჩნეთში ძებნა გამოცხადდა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ზელიმხანი სამართალდამცავებს ოჯახის ნებართვის გარეშე არ გაუტაციათ. მათი ინფორმაციით, ის შავ ავტომობილში "ჩატენეს" და მოხოვაიას ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში მიიყვანეს, სადაც მას მამა და ბიძა ელოდნენ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ძმები ტოლიატში, სამარასა და ჩეჩნეთში გავლენებით სარგებლობენ. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, ავტომობილებით მოვაჭრე კომპანაშია Логовазе-ში მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი ბიზნესი ჰქონდათ და შესაბამისად, ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ.

ზელიმხანის მეგობარმა, რუსეთის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ზელიმხანი ოჯახის წევრების წნეხის გამო დახმარებას ჯერ კიდევ გაზაფხულზე ითხოვდა.

სანკტ-პეტერბურგში მისი გატაცების შემდეგ, ადგილობრივმა პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი დაადგინა. ვიდრე მობილურს წაართმევდნენ, ზელიმხანმა მოასწრო და ლგბტ თემის წარმომადგენლებს მესიჯი მისწერა, სადაც დახმარებას სთხოვდა და მისამართიც მიუთითა.

რამდენიმე ხანში, ისინი მისამართზე, სამართალდამცავებთან ერთად მივიდნენ. პოლიციამ ზელიმხანი მამასთან ერთად ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მათ 5 საათზე მეტი ხანი გაატარეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, მამა შვილს აიძულებდა, გაეკეთებინა ვიდეოგანცხადება, რომ არავითარი გატაცება არ ყოფილა და მის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, გამტაცებლები გაქრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მათგანს სანკტ-პეტერბურგის პოლიციის თანამშრომლის ყალბი მოწმობა ჰქონდა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

"რაც შეეხება, "აღიარებით ვიდეომიმართვას" - ეს კადიროვის ხელწერაა და არამხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებთან, სხვა შემთხვევებშიც წარმატებით იყენებს... როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ლიდერს "მწვანე შუქი" აქვს ანთებული, რადგან ის ამ პოლიტიკას წლებია განაგრძობს... მაგალითად, კრასნოიარსკელმა დეპუტატმა კონსტანტინ სენჩენკომ კადიროვის სტალინურ ფრაზეოლოგიას და ქმედებებს "რუსეთის სირცხვილი" უწოდა, თუმცა, მოგვიანებით, ის მას პირისპირ შეხვდა და ბოდიში მოუხადა... როგორც ჩანს, დეპუტატი სენჩენკო კადიროვის კრიტიკის გამო, წნეხის ქვეშ გაატარეს," - წერს გამოცემა.

ერთი სიტყვით, ოჯახის წევრების წნეხის და მუქარის მიუხედავად, რომ "ღირსების მკვლელობა" გარდაუვალი იქნებოდა, ზელიმხანმა ვიდეოჩანაწერის გაკეთებაზე უარი თქვა. ლგბტ ორგანიზაციამ მას დაცვა მიუჩინა და უფლებებს ადვოკატი იცავს, თუმცა ახალგაზრდა ჩეჩენი აცხადებს, რომ ბოლომდე უსაფრთხოდ არ არის.

ახმადოვი საკუთარი სახლიდან ათი თვის წინ გაიქცა და თავი სანკტ-პეტერბურგს შეაფარა, რადგან ჩეჩნეთში მამა და ბიძა, ასევე ადგილობრივი სამართალდამცავები მოკვლით ემუქრებოდნენ.

"ახმადოვების ოჯახი ბოლომდე იბრძოლებს "სირცხვილის ჩამოსარეცხად", რადგან ახალგაზრდა ზელიმხანმა მთელ მის საგვარეულოს მოსცხო ჩირქი, რომლის ჩამოწმენდაც, ყველას ვალია," - წერს რუსული მედია. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე დევნის ფაქტებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ის მაინც გრძელდება.

"ისეთი ოჯახები, როგორიც ახმადოვები არიან, რომელთაც რუსეთში ძალიან დიდი აღიარება აქვთ და ბიზნესწრეებშიც მიღებული არიან, თავიანთ შვილებს "ღირსების სახელით" თავად კლავენ, უბრალო ოჯახების შვილებს კი ჩეჩენი სამართალდამცავები უსწორდებიან," – წერს novayagazeta.ru.

ასე გაქრა იანვარში ჩეჩნეთში აღიარებული მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც მოსკოვიდან გროზნოში ზაფხულში დაბრუნდა. ის მაშინვე გაიტაცეს და რამდენიმე თვე გროზნოში, საიდუმლო ციხეში ჰყავდათ, შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა. ყველაფერი ისე "მიჩუმათდა", რომ გამოძიება არც კი დაწყებულა... მომღერალი, თავის დროზე კადიროვთან დაახლოებული პირი იყო. გავრცელებული ცნობებით, სწორედ მისი ბრძანებით მოკლეს ბაკაევი, როგორც "მიუღებელი ორიენტაციის მქონე".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე