პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს მინდია ლავასოღლისა და "ქურდული სამყაროს" წევრების ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს
შსს მინდია ლავასოღლისა და "ქურდული სამყაროს" წევრების ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლი­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბის ფა­რულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წერს ავ­რცე­ლებს. ჩა­ნა­წე­რებ­ში ის­მის, რო­გორ აძ­ლევს მი­თი­თე­ბებს ლა­ვა­ს­ოღ­ლი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რებს, მათ შო­რის მინ­დია აბა­ში­ძეს.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­სა და აჭა­რის რე­გი­ონ­ში, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის და ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით 10 პირი და­ა­კა­ვეს, "კა­ნო­ნი­ერ ქურდ" მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შს მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის შე­დე­გად, 1981 წელს და­ბა­დე­ბულ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის და ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი. და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის და ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ივა­ნე გი­გი­ა­ძე; 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი იმე­და აბა­ში­ძე; 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯამ­ბულ ნა­კა­ში­ძე; 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბეჟან დე­კა­ნა­ძე; 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რად წი­თე­ლა­ძე, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შოთა კე­კე­ლი­ძე და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზაალ ახვლე­დი­ა­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და­ში­ნე­ბით, მუ­ქა­რით, იძუ­ლე­ბით, ე.წ. “ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვით“, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის წა­ქე­ზე­ბით და სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. 1973 წელს და­ბა­დე­ბულ რა­მაზ კო­მა­ხი­ძეს, 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ბად­რი ქო­ბუ­ლა­ძეს და 1992 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი შავ­ლი­ძეს ბრა­ლი ედე­ბათ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად, დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნილ გა­მო­ძალ­ვა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ რა­მაზ კო­ბა­ხი­ძე, ბად­რი ქო­ბუ­ლა­ძე და გი­ორ­გი შავ­ლი­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 29 იან­ვარს, ბა­თუმ­ში მო­ქა­ლა­ქე კ.კ.-ს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდ ოდე­ნო­ბით თან­ხის - 20 000 ლა­რის ე.წ. „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ სა­წევ­რო­ში გა­დახ­დას აი­ძუ­ლებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს“ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის, ის სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, იმე­და აბა­ში­ძის, შოთა კე­კე­ლი­ძის, ივა­ნე გი­გი­ა­ძის, მა­რად წი­თე­ლა­ძის, ჯამ­ბულ ნა­კა­ში­ძის და ბეჟან დე­კა­ნა­ძის სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბას. ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ ლა­ვა­ს­ოღ­ლი, სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, მის მიერ მარ­თუ­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის ივა­ნე გი­გი­ა­ძის მეშ­ვე­ო­ბით, 2018 წლის 17 ივ­ნისს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში და­უ­კავ­შირ­და მო­ქა­ლა­ქე რ.ც.-ს და ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში თან­ხის ჩა­რი­ცხვის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ა­წყო ე.წ. „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“. გა­მო­ძი­ე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის, ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, გა­მო­ძალ­ვი­სა და ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხ­ლე­ბით) მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას, რომ­ლის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის“ სა­მუ­და­მოდ აღ­მო­ფხვრა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის“ სას­ჯე­ლი გამ­კაცრ­და, ხოლო „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა, ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი და­ნა­შა­უ­ლი გახ­და. ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 20-მდე პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი - სა­ქარ­თვე­ლოს 119 მო­ქა­ლა­ქე და 9 „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“, - აღ­ნიშ­ნა სა­ბა­ნა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო: "რატო არ და­მი­რე­კა ად­გილ­ზე, სი­მონ? რას ლა­პა­რა­კობ ქურ­დე­ბი ვართ საქ­მის კურ­სში" - ლა­ვა­ს­ოღ­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რებ­თან

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

შსს მინდია ლავასოღლისა და "ქურდული სამყაროს" წევრების ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

შსს მინდია ლავასოღლისა და "ქურდული სამყაროს" წევრების ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მინდია ლავასოღლისა და "ქურდული სამყაროს" წევრების ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერებში ისმის, როგორ აძლევს მითითებებს ლავასოღლი "ქურდული სამყაროს" წევრებს, მათ შორის მინდია აბაშიძეს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, "ქურდული სამყაროს" წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, "კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ განაცხადა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის, კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე და 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი. დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. 1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე მიმდინარე წლის 29 იანვარს, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდ ოდენობით თანხის - 20 000 ლარის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდას აიძულებდნენ. რაც შეეხება ე.წ. „კანონიერი ქურდს“ მინდია ლავასოღლის, ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს“, - განაცხადა საბანაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ და მასთან დაკავშირებული „კრიმინალური მენტალიტეტის“ სამუდამოდ აღმოფხვრა.

„მოგეხსენებათ სამინისტროს ინიციატივით „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი - საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“, - აღნიშნა საბანაძემ.

ნახეთ ვიდეო: "რატო არ დამირეკა ადგილზე, სიმონ? რას ლაპარაკობ ქურდები ვართ საქმის კურსში" - ლავასოღლის სატელეფონო ჩანაწერი "ქურდული სამყაროს" წევრებთან

"ლავასოღლი" ბელარუსიდან ოდესაში ჩავიდა - მას უკრაინაში არ უშვებენ, თუმცა თავად ბელარუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს და თვითდაზიანებით იმუქრება

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?