გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფლის მოსახლეობამ საცხოვრებელი ადგილები დატოვა - Livescience-ის ინფორმაციით, სოფელთან ახლოს აისბერგი მიცურდა, რამაც ცუნამისა და დასახლების დატბორვის საფრთხე შექმნა.
აისბერგი პირველად 12 ივლისს შენიშნეს, ახლა კი სოფელ ინაარსუიტთან ახლოს არის გაჩერებული. 200 მეტრიანი ყინულის მასა 12 მლნ ტონამდე იწონის.
ინაარსუიტში 169 ადამიანი ცხოვრობს. აისბერგი, სავარაუდოდ, ნაწილებად დაიშლება და ყურეში ყინულის დიდი მასა ჩაეშვება. ეს კი სანაპიროზე ძლიერ ღელვას გამოიწვევს, ინაარსუიტი, სავარაუდოდ, დატბორვას ვერ გადაურჩება.
ნახეთ ვიდეო: გრენლანდიის ერთ-ერთ სოფელს უზარმაზარი აისბერგი მიუახლოვდა, რის გამოც, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო
აისბერგი სოფელთან ახლოს სხვა დროსაც გაჩერებულა, თუმცა ინაარსუიტელებს ამ მასშტაბის ყინულის მასა დიდი ხანია, არ უნახავთ.