ბაბუაწვერას ნაყენი კანზე გამონაყარს გაგიქრობთ

ბაბუაწვერას ნაყენი კანზე გამონაყარს გაგიქრობთ

ბაბუაწვერა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, როგორც მაღალმთიანეთში, ისე დაბლობში. ბაბუაწვერას ფესვებს გვიან შემოდგომით, ფოთლების ჭკნობის ფაზაში თხრიან, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს, ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს, რეცხავენ ცივ წყალში და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან რძეწვენის გამოყოფა. შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელ ფენად, აშრობენ ჩრდილში, კარგად გამომშრალ ფესვებს კი ინახავენ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 5 წლისა.


ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ასევე როგორც მადისმომგვრელ, ნაღვლის სადენ საშუალებას. იყენებენ აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდაც. ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება.


კიდევ ერთი თვისება, რომელიც ამ მცენარეს გააჩნია - მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს, ბაბუაწვერას რძეწვენს კი ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მომზადება:

10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.


ნაყენი რეკომენდირებულია მიიღოთ თბილი სახით 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე, როგორც ნაღვლის დასადენი საშუალება და კანის დაავადებების დროს, მაგალითად ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის მოსაშორებლად წაიკითხეთ მეტი mkurnali.ge-ზე



8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს