პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ
დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ

თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მარ­თლა დე­პუ­ტა­ტებს გვაქვს, რომ ასეთ თავ­მჯდო­მა­რეს ვით­მენთ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც კო­ბა­ხი­ძე ჭი­ჭი­ნა­ძის მიერ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას უწო­დებს. ჭი­ჭი­ნა­ძის თქმით, კო­ბა­ხი­ძის ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ის „ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ავ­ტო­რო­ბას უბ­რა­ლოდ იჩე­მებ­და“.

"თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მარ­თლა დე­პუ­ტა­ტებს გვაქვს, რომ ასეთ თავ­მჯდო­მა­რეს ვით­მენთ. აქამ­დე ვი­ცო­დი, რომ ის იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის ავ­ტო­რი, ამას იჩე­მებ­და, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა, თურ­მე მთავ­რო­ბა არ აძ­ლევ­და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მა­ჟო­რი­ტა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­წის არ გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იყო, სა­ბან­კო ჩა­ნა­წე­რე­ბის გას­წო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ჩემი და კონ­კრე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. გა­მო­დის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად იბ­რა­ლებს იმას, რაც არ გა­უ­კე­თე­ბია. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ას კვი­რი­კაშ­ვი­ლის კონ­სტი­ტუ­ცია ჰქვია და ერთ ადა­მი­ან­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, მა­შინ გა­მო­დის, რომ კონ­სტი­ტუ­ცია არას­წო­რად მიგ­ვი­ღია", - გა­ნა­ცხა­და ჭი­ჭი­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მიერ კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მის სა­კი­თხის გაჟ­ღე­რე­ბას, ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ბა­ხი­ძის მე­თა­უ­რო­ბით პარ­ლა­მენტს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. "დე­პუ­ტა­ტე­ბი იმით არი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, რომ თა­ვი­ან­თი აზრი უნდა გა­აჩ­ნდეთ. მე სხვე­ბის მა­გივ­რად ვერ ვი­სა­უბ­რებ. მე ჩემს მა­გივ­რად ვსა­უბ­რობ. შე­გიძ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბით გა­არ­კვი­ოთ. მე ვერ ვი­ტყვი, რომ კო­ბა­ხი­ძე ძა­ლი­ან მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ფი­გუ­რაა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. მისი მხარ­და­ჭე­რა, მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ზო­გა­დად მისი მე­თა­უ­რო­ბით პარ­ლა­მენ­ტის ავ­ტო­რი­ტე­ტი ძა­ლი­ან და­ბა­ლია", - გა­ნა­ცხა­და ჭი­ჭი­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვის დრო­ზე, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მატ­ში, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რემ თქვეს, რომ “პარ­ლა­მენტს რომ ასე­თი კა­ნო­ნი მი­ე­ღო, ინ­ვეს­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ირ­ღვე­ო­და და ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბო­და“. “თუკი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აღი­ა­რებს, რომ მან ისე­თი კომ­პრო­მი­სე­ბი და­უშ­ვა, რის გა­მოც ხალ­ხია და­ხო­ცი­ლი, მხო­ლოდ აღი­ა­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის - ეს წა­სულ კაცს კი არ უნდა მი­ა­ძა­ხო, შენც უკან უნდა გაჰ­ყვე და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გე“ , - გა­ნუ­ცხა­და გუ­შინ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­გეგ­მი­ლია სექ­ტემ­ბერ­ში “შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გა­და­ხედ­ვა, ამაღ­ლდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის სტა­ტუ­სი და ის ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი გახ­დე­ბა. ამას­თან, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ის, რა­ზეც დე­პუ­ტატ­მა და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ ისა­უბ­რა, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა.

“მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ მინ­და ამ ყვე­ლა­ფერს ტყუ­ი­ლი ვუ­წო­დო, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მე, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე­ნი­ჭე­ბა, როცა საქ­მე დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბულ გარ­კვე­ულ გზავ­ნი­ლებს ეხე­ბა. ეს არ არის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკლი
1

ძალიან არ მევასება ეს ტიპი, რა უნდა თვითონ არ იცის - სულ წუწუნშია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ

დავით ჭიჭინაძე - თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ

თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის „ახალი კონსტიტუციის ავტორობას უბრალოდ იჩემებდა“.

"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. აქამდე ვიცოდი, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, ამას იჩემებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მიწის არ გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით - ჩემი და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის. გამოდის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება მის მიერ კობახიძის გადადგომის საკითხის გაჟღერებას, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ კობახიძის მეთაურობით პარლამენტს დაბალი რეიტინგი აქვს. "დეპუტატები იმით არიან განსხვავებულები, რომ თავიანთი აზრი უნდა გააჩნდეთ. მე სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. მე ჩემს მაგივრად ვსაუბრობ. შეგიძლიათ საზოგადოებრივი განწყობით გაარკვიოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძე ძალიან მაღალრეიტინგული ფიგურაა და საზოგადოებაში მხარდაჭერით სარგებლობს. მისი მხარდაჭერა, მისი ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“. “თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე“ , - განუცხადა გუშინ “ინტერპრესნიუსს“ დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინვე განაცხადა, რომ დაგეგმილია სექტემბერში “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის შინაარსობრივი გადახედვა, ამაღლდება აღნიშნული კანონის სტატუსი და ის ორგანული კანონი გახდება. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაზეც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა, არასწორი ინფორმაციაა.

“მე შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ტყუილი ვუწოდო, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, თმენის ვალდებულება მენიჭება, როცა საქმე დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს ეხება. ეს არ არის სწორი ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.