პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? - გია ხუხაშვილის შეფასება
რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? - გია ხუხაშვილის შეფასება

ელექ­ტო­რა­ტის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გრი­გოლ ვა­შა­ძის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ძა­ლი­ან თე­ო­რი­უ­ლია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ვა­შა­ძის ელექ­ტო­რა­ლუ­რი ბაზა პრაქ­ტი­კუ­ლად ემ­თხვე­ვა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბა­ზას, და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა კი პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლო­ვა­ნია.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რა­ტი არის ერ­თგვა­რი ჩა­კე­ტი­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­საც არ აქვს ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მომ­დი­ნა­რე წინა ის­ტო­რი­ი­დან. ეს არის საკ­მა­ოდ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ელექ­ტო­რა­ტი. გა­მომ­დი­ნა­რე ელექ­ტო­რა­ტის რა­ო­დე­ნო­ბი­დან, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ძა­ლი­ან თე­ო­რი­უ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მცდე­ლო­ბა არის დიდი პარ­ტი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­კეთ­დეს, და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბი მხო­ლოდ სტა­ტის­ტის როლს თა­მა­შო­ბენ, მათ პრაქ­ტი­კუ­ლად არ ჰყავთ თა­ვი­სი ელექ­ტო­რა­ტი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ი­მე სი­ნერ­გი­ის გა­ჩე­ნის იმე­დი მხო­ლოდ ილუ­ზი­აა და მეტი არა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე რე­ა­ლუ­რად ბრძო­ლა მი­დის ბო­კე­რია-სა­ა­კაშ­ვილს შო­რის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რა­ტის გა­და­სა­ბი­რებ­ლად.

„ვა­შა­ძის კონ­კუ­რენ­ტი ამ არ­ჩევ­ნებ­ზე არის არა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტი არა­მედ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ კან­დი­და­ტი, რად­გან ეს ორი­ვე პარ­ტია იბ­რძვის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რა­ტის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე. ორი­ვე პარ­ტია არის ჩა­კე­ტი­ლი ერთი და იმა­ვე სის­ტე­მა­ში და ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან ელექ­ტო­რა­ტის გა­და­ქაჩ­ვა­ზე. ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა ამ ბა­ზის შე­საძ­ლოა ავი­დეს მაქ­სი­მუმ 20%-მდე, ესეც და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბის პი­რო­ბებ­ში. ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბო­კე­რია-სა­ა­კაშ­ვილს შო­რის და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას შო­რის“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მე­ო­რე ტუ­რის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი რჩე­ბა, თუ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა მე­ო­რე ტურ­ში ვა­შა­ძე გავა და არა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

„მე­ო­რე ტუ­რის ერ­თა­დერ­თი თე­ო­რი­უ­ლი შან­სი რჩე­ბა. მე­ო­რე ტუ­რის შან­სი იქ­ნე­ბა თუ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ელექ­ტო­რა­ტის ნა­წილს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ალ­ბათ თა­ვის თავ­ზე გა­და­ქა­ჩავს და ამით ჩნდე­ბა შან­სი, რომ მე­ო­რე ტუ­რამ­დე მი­ვი­დეს ყვე­ლა­ფე­რი. ასეთ თე­ო­რი­ულ შემ­თხვე­ვა­ში ვა­შა­ძეს მე­ო­რე ტურ­ში გას­ვლის შან­სი აქვს, თუმ­ცა მე­ო­რე ტურ­ში გან­წი­რუ­ლია და­მარ­ცხე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილს, იგი რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, თა­ვის დრო­ზე ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­ე­ზი­და რე­სურ­სე­ბი, შე­იძ­ლე­ბო­და მის შან­სებ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კარს არის მომ­დგა­რი და არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი რა უნდა და რას აპი­რებს, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია რა­ი­მე რე­ა­ლუ­რის გა­კე­თე­ბა მისი მხრი­დან. მე არ ვურ­ჩევ­დი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან იგი არ არის კლა­სი­კუ­რი ტი­პის პო­ლი­ტი­კო­სი და მის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა უფრო ტვირ­თია, ვიდ­რე პრი­ვი­ლე­გია. იგი ამას აც­ნო­ბი­ე­რებს და სწორ კარს ეძებს პო­ლი­ტი­კი­დან გა­სას­ვლე­ლად. მას თე­ო­რი­უ­ლი შან­სი ჰქონ­და, მაგ­რამ მან ეს შან­სი გა­უშ­ვა“, - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? - გია ხუხაშვილის შეფასება

რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? - გია ხუხაშვილის შეფასება

ელექტორატის რაოდენობიდან გამომდინარე, გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ძალიან თეორიულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ვაშაძის ელექტორალური ბაზა პრაქტიკულად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზას, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა კი პრაქტიკულად ნულოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არის ერთგვარი ჩაკეტილი სისტემა, რომელსაც არ აქვს ზრდის პოტენციალი გამომდინარე წინა ისტორიიდან. ეს არის საკმაოდ მობილიზებული, მაგრამ არა განვითარებაზე ორიენტირებული ელექტორატი. გამომდინარე ელექტორატის რაოდენობიდან, არჩევნებში გამარჯვების შანსი ძალიან თეორიულია. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არის დიდი პარტიული გაერთიანება გაკეთდეს, დანარჩენი პარტიები მხოლოდ სტატისტის როლს თამაშობენ, მათ პრაქტიკულად არ ჰყავთ თავისი ელექტორატი და აქედან გამომდინარე, რაიმე სინერგიის გაჩენის იმედი მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალურად ბრძოლა მიდის ბოკერია-სააკაშვილს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გადასაბირებლად.

„ვაშაძის კონკურენტი ამ არჩევნებზე არის არა სახელისუფლებო კანდიდატი არამედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, რადგან ეს ორივე პარტია იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის განაწილებაზე. ორივე პარტია არის ჩაკეტილი ერთი და იმავე სისტემაში და ერთმანეთს ეჯიბრებიან ელექტორატის გადაქაჩვაზე. ჯამური ოდენობა ამ ბაზის შესაძლოა ავიდეს მაქსიმუმ 20%-მდე, ესეც დაბალი აქტივობის პირობებში. ბრძოლა მიმდინარეობს ბოკერია-სააკაშვილს შორის და არა ხელისუფლება ოპოზიციას შორის“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის თეორიული შანსი რჩება, თუ გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მეორე ტურში ვაშაძე გავა და არა მარგველაშვილი.

„მეორე ტურის ერთადერთი თეორიული შანსი რჩება. მეორე ტურის შანსი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ სამობილიზაციო ელექტორატის ნაწილს მარგველაშვილი ალბათ თავის თავზე გადაქაჩავს და ამით ჩნდება შანსი, რომ მეორე ტურამდე მივიდეს ყველაფერი. ასეთ თეორიულ შემთხვევაში ვაშაძეს მეორე ტურში გასვლის შანსი აქვს, თუმცა მეორე ტურში განწირულია დამარცხებისთვის. რაც შეეხება მარგველაშვილს, იგი რომ მომზადებულიყო არჩევნებისთვის, თავის დროზე ჩამოეყალიბებინა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეზიდა რესურსები, შეიძლებოდა მის შანსებზე საუბარი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ არჩევნები კარს არის მომდგარი და არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა და რას აპირებს, დაგვიანებულია რაიმე რეალურის გაკეთება მისი მხრიდან. მე არ ვურჩევდი არჩევნებში მონაწილეობას, რადგან იგი არ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკოსი და მისთვის ძალაუფლება უფრო ტვირთია, ვიდრე პრივილეგია. იგი ამას აცნობიერებს და სწორ კარს ეძებს პოლიტიკიდან გასასვლელად. მას თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ეს შანსი გაუშვა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები