პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება

ბავ­შვებ­ში სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­ტემ­ბრი­დან დიდი კვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სე­მი­ნარ­ზე - "ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში სის­ხლში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბა“ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ამ კუ­თხით სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცია არ არის, თუმ­ცა, გა­სა­ა­ნა­ლი­ზე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი და და­სა­გეგ­მია შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

"სა­გან­გა­შო არ არის. სა­ყუ­რა­დღე­ბო სუ­რა­თია ქვე­ყა­ნა­ში ტყვი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რაც გვაქვს, დავ­გეგ­მოთ რას ვა­კე­თებთ და შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა ეძღვნე­ბა ამ სა­კითხს", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით დიდი კვლე­ვა ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

"სექ­ტემ­ბრი­დან გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონდთან და იტა­ლი­ის ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუტ­თან ერ­თად ტარ­დე­ბა დიდი კვლე­ვა ბავ­შვებ­ში. ეს მოგ­ვცემს, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე ქვე­ყა­ნა­ში. აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი მხო­ლოდ ცალ­კე­ულ ჯგუ­ფებ­ზე იყო, ხოლო მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში რა ხდე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წლის ბო­ლოს, ამ კვლე­ვის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ცალ­კე­ულ ჯგუ­ფებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბაა 2-დან 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 15%-დან 20%-ის ფარ­გლებ­ში.

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სემინარზე - "ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.

"საგანგაშო არ არის. საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.

"სექტემბრიდან გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%-ის ფარგლებში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ