სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ვსუნთქავთ თბილისში? - დაბინძურებული ჰაერის გამომწვევი მიზეზები
რას ვსუნთქავთ თბილისში? - დაბინძურებული ჰაერის გამომწვევი მიზეზები

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) 2018 წლის ან­გა­რიშ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სი­დი­დის მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო 70-ე ად­გილ­ზეა.

რად­გან ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა პირ­და­პირ იმ გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია რას ვსუნ­თქავთ, რო­გო­რია ჰა­ე­რის ხა­რის­ხი თბი­ლის­ში და რა ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ზე დე­და­ქა­ლაქ­ში. ამ თე­მებ­ზე, გა­რე­მოს­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეკო­ხედ­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინო სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა კვლე­ვა, მაგ­რამ ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ რამ­დე­ნი­მე: ერთი - ჰა­ე­რის სინ­ჯე­ბის აღე­ბა, ხა­რის­ხის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, ანუ ანა­ლი­ზი (სა­მუ­შაო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შიდა რე­სურ­სით გან­ხორ­ცი­ელ­და და მთე­ლი ქა­ლა­ქი ვერ მო­ვი­ცა­ვით, მხო­ლოდ სა­პი­ლო­ტე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ავი­ღეთ). მე­ო­რე - მან­ქა­ნე­ბის ტეს­ტი­რე­ბა და მე­სა­მე - მტვე­რი, რად­გა­ნაც ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რი მტვრი­თაც ბინ­ძურ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­გო­რია კვლე­ვის შე­დე­გე­ბი?

- ეს შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­შია, სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ჯერ არ გვაქვს, მაგ­რამ რაც გა­კეთ­და, ამით გარ­კვე­უ­ლი დას­კვნის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. კონ­კრე­ტულ წერ­ტი­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის სინ­ჯე­ბის ანა­ლი­ზე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბულ მო­ნა­ცე­მებს და­ემ­თხვა. კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე წერ­ტილ­ში ჩა­ტარ­და - გმირ­თა მო­ე­და­ნი, ვა­კის პარ­კი და სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­გორც ვთქვი, იმ მო­ნა­ცე­მებს და­ემ­თხვა, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო მუდ­მი­ვად აკე­თებს.

კვლე­ვა ორ კომ­პო­ნენტზე ჩა­ტარ­და: ნახ­შირ­ჟან­გი - CO და აზო­ტის დი­ოქ­სი­დი - NO2, რაც ძი­რი­თა­დად, ნორ­მის ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა იყო რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი, სა­დაც და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხმა ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას გა­და­ა­ჭარ­ბა. ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ ანა­ლი­ზი მტვრით და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის მცი­რე ნა­წი­ლა­კე­ბი, ოღონდ, მთელ 5 და 10 სა­ერ­თო მტვერ­ში, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას, ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა, ანუ 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი. სწო­რედ ამი­ტომ, ამის გა­მოს­წო­რე­ბის კუ­თხით და მტვრის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­მუ­შავ­და.

- ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა სად და­ფიქ­სირ­და?

- ჩა­ვა­ტა­რეთ სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბა მი­დის და ვა­კის პარკში, ყვე­ლა­ზე სუფ­თა ად­გი­ლას. სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე 6-ჯერ მე­ტა­დაა მტვრით და­ბინ­ძუ­რე­ბა. ამას ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. უპირ­ვე­ლე­სად სა­ჭი­როა სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა, რო­გორც ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ასე­ვე სხვა სა­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბი­სას, თუნ­დაც გზის და­გე­ბი­სას და ა.შ. ამ სა­კითხს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არე­გუ­ლი­რებს და ავალ­დე­ბუ­ლებს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა უნდა გა­და­ვი­დეს იმ ნორ­მებ­სა და სტან­დარ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­შირ­ში მოქ­მე­დებს...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

- ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა პირ­და­პირ იმ გა­რე­მოს უკავ­შირ­დე­ბა, სა­დაც ვცხოვ­რობთ. სწო­რედ იმ მტვრის ნა­წი­ლა­კებს, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნეთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა აქვს. რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უჯრე­დის დო­ნე­ზე ილე­ქე­ბა. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა, რო­მე­ლიც ჩა­ვა­ტა­რეთ, ამ მტვრის მცი­რე ნა­წი­ლა­კებ­ში მძი­მე ლი­თო­ნე­ბის გან­სა­ზღვრაა და ეს არის ტყვია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჰა­ერ­ში მოხ­ვდეს და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზი­ა­ნო იყოს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

- რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მტვრის პრე­ვენ­ცია, გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია: არ ხდე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბი­სას შე­ფუთ­ვა, არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი­დან გა­მო­სუ­ლი მან­ქა­ნე­ბის ბორ­ბლე­ბი არ ირე­ცხე­ბა, მა­სა­ლე­ბი მშრა­ლი წე­სით არ მუ­შავ­დე­ბა და კი­დევ ბევ­რი ნი­უ­ან­სია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქალ­ქში არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი მო­უ­პირ­კე­თე­ბე­ლი ზე­და­პი­რი. ევ­რო­პის ქა­ლა­ქებს თუ შვა­და­რებთ, ერთი შე­ხედ­ვი­თაც შე­იმ­ჩნე­ვა, რომ ასე­თი ზე­და­პი­რი იქ არ არ­სე­ბობს, ან ის ბა­ლა­ხი­თაა და­ფა­რუ­ლი, ან სხვა­დას­ხვა სა­ხის გამ­წვა­ნე­ბით, თუნ­დაც ას­ფალ­ტით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. იქ, სა­დაც სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ზე­და­პი­რი ქა­ლაქ­ში არ არ­სე­ბობს, - მტვრის რა­ო­დე­ნო­ბაც მცირ­დე­ბა.

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რებს შო­რის გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ქა­რებ­თან ერ­თად, მო­ნა­ბე­რი ქა­რე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით, მტვრით ხა­სი­ათ­დე­ბა ივ­რის ზე­გა­ნი­დან მო­ნა­ბე­რი ქა­რე­ბი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სამ­დე აღ­წევს, ამი­ტომ აქაც მიზ­ნობ­რი­ვად უნდა და­ი­გეგ­მოს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს ინ­ტენ­სი­უ­რი გამ­წვა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ მტვრის პრე­ვენ­ცია მოხ­დეს - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კი შე­დეგს ნამ­დვი­ლად მოგ­ვცემს. მო­უ­პირ­კე­თე­ბე­ლი ზე­და­პი­რე­ბის­თვის კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი და­მუ­შავ­დეს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­ნა­ცი­ით, თბი­ლის­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყაზ­ბე­გი­სა და წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა... რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ამ მო­ნა­ცე­მებს იმი­ტომ ასა­ხე­ლე­ბენ, რომ ყაზ­ბე­გი­სა და წე­რე­თე­ლის გამ­ზი­რებ­ზეა სწო­რედ ის სად­გუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში სხვა­დას­ხვა და­მა­ბინ­ძუ­რე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას ზო­მავს. ქა­ლა­ქის სხვა ად­გი­ლებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, იმი­ტომ არ ვი­ცით და რა­ი­მეს ცალ­სა­ხად თქმა რთუ­ლია. ჰა­ერ­ში ტყვი­ის შემ­ცვე­ლო­ბას საწ­ვავს უკავ­ში­რე­ბენ, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყვი­ა­შემ­ცვე­ლი საწ­ვა­ვი ჩვენ­თან არ შე­მო­დის და არც ჩვენ გვაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი საწ­ვა­ვის ანა­ლი­ზებ­ზე. შე­მო­ტა­ნილ საწ­ვავ­ზე შე­მოწ­მე­ბულ ანა­ლი­ზებ­ზე, კარ­გი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის გა­კე­თე­ბა ური­გო არ იქ­ნე­ბო­და.

- კვლე­ვი­სას თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რა აღ­მოჩ­ნდა?

- სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ 40 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­მოწ­მდა, ერთი და იმა­ვე კომ­პა­ნი­ის, ერთი და იგი­ვე საწ­ვა­ვი (რო­გორც დი­ზე­ლი, ისე ბენ­ზი­ნი) სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ხა, რომ­ლე­ბიც 2000-2008 წლებ­ში იყო გა­მოშ­ვე­ბუ­ლი (კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის გა­რე­შე). ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თულ და გა­უ­მარ­თავ მან­ქა­ნებ­ში სხვა­დას­ხვა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ტექ­ნი­კუ­რად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­პარ­კია.

ჩვენ არ შეგ­ვი­მოწ­მე­ბია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, მძი­მე ტექ­ნი­კა და სხვა ასე­თი ტი­პის მან­ქა­ნე­ბი. ტეს­ტი­რე­ბა მხო­ლოდ მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე ჩა­ტარ­და. შე­დე­გი იყო კა­ნონ­ზო­მი­ე­რი. თუმ­ცა, მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც 2012 წლის იყო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ამო­წუ­რუ­ლი რე­სურ­სით, დიდი გარ­ბე­ნი ჰქონ­და და შე­მოწ­მე­ბა ვერ გა­ი­ა­რა, მა­ღა­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ჰქონ­და. 2000 წლის მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი გარ­ბე­ნი ჰქონ­და, კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. ხნო­ვა­ნე­ბას­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კურ გა­მარ­თუ­ლო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად ავ­ტო­პარ­კის მო­წეს­რი­გე­ბაა სა­ჭი­რო, ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სრულ­ყო­ფა უნდა მოხ­დეს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, მტვრის პრე­ვენ­ცია - ეს ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლაქს ძა­ლი­ან და­ე­ტყო­ბა. ეს იქ­ნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა მხო­ლოდ ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით, ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ბუ­ნებ­რივ ფაქ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა და ქა­ლაქ­ში კლი­მა­ტის ფორ­მი­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

მთა­ვა­რი ფოტო: shermazana

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რას ვსუნთქავთ თბილისში? - დაბინძურებული ჰაერის გამომწვევი მიზეზები

რას ვსუნთქავთ თბილისში? - დაბინძურებული ჰაერის გამომწვევი მიზეზები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა.

რადგან ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ იმ გარემოს უკავშირდება, სადაც ვცხოვრობთ, ამიტომ ყოველთვის აქტუალური საკითხია რას ვსუნთქავთ, როგორია ჰაერის ხარისხი თბილისში და რა ბუნებრივი ფაქტორები მოქმედებს ატმოსფერულ ჰაერზე დედაქალაქში. ამ თემებზე, გარემოსდაცვის სპეციალისტი, ორგანიზაცია "ეკოხედვის" დამფუძნებელი ნინო სულხანიშვილი გვესაუბრება.

"ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ბევრი მიზეზი აქვს, სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება კვლევა, მაგრამ ჩვენ მიზნად დავისახეთ რამდენიმე: ერთი - ჰაერის სინჯების აღება, ხარისხის გაკონტროლება, ანუ ანალიზი (სამუშაო ორგანიზაციის შიდა რესურსით განხორციელდა და მთელი ქალაქი ვერ მოვიცავით, მხოლოდ საპილოტე ტერიტორიები ავიღეთ). მეორე - მანქანების ტესტირება და მესამე - მტვერი, რადგანაც ატმოსფერული ჰაერი მტვრითაც ბინძურდება" - აღნიშნავს რესპონდენტი.

- როგორია კვლევის შედეგები?

- ეს შუალედური ანგარიშია, საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ რაც გაკეთდა, ამით გარკვეული დასკვნის გაკეთება შეიძლება. კონკრეტულ წერტილებში ჩატარებული ჰაერის სინჯების ანალიზები ოფიციალურად გავრცელებულ მონაცემებს დაემთხვა. კვლევა რამდენიმე წერტილში ჩატარდა - გმირთა მოედანი, ვაკის პარკი და სამშენებლო ტერიტორიები. ანალიზების შედეგები, როგორც ვთქვი, იმ მონაცემებს დაემთხვა, რასაც სახელმწიფო მუდმივად აკეთებს.

კვლევა ორ კომპონენტზე ჩატარდა: ნახშირჟანგი - CO და აზოტის დიოქსიდი - NO2, რაც ძირითადად, ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა, თუმცა იყო რამდენიმე ადგილი, სადაც დაბინძურების ხარისხმა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას გადააჭარბა. ასევე გავაკეთეთ ანალიზი მტვრით დაბინძურებასთან დაკავშირებით. ეს არის მცირე ნაწილაკები, ოღონდ, მთელ 5 და 10 საერთო მტვერში, ზოგიერთ ადგილას, ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე, ძალიან მაღალი დაბინძურება აღმოჩნდა, ანუ 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი. სწორედ ამიტომ, ამის გამოსწორების კუთხით და მტვრის პრევენციისთვის გარკვეული რეკომენდაციები შემუშავდა.

- ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა სად დაფიქსირდა?

- ჩავატარეთ სამშენებლო ობიექტებზე, სადაც ინტენსიური მშენებლობა მიდის და ვაკის პარკში, ყველაზე სუფთა ადგილას. სამშენებლო ტერიტორიებზე ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტადაა მტვრით დაბინძურება. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. უპირველესად საჭიროა სამშენებლო სტანდარტის მოწესრიგება, როგორც ბინათმშენებლობაზე, ასევე სხვა სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, თუნდაც გზის დაგებისას და ა.შ. ამ საკითხს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არეგულირებს და ავალდებულებს. ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა უნდა გადავიდეს იმ ნორმებსა და სტანდარტებზე, რომლებიც ევროკავშირში მოქმედებს...

- ეს ყველაფერი რამდენად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ იმ გარემოს უკავშირდება, სადაც ვცხოვრობთ. სწორედ იმ მტვრის ნაწილაკებს, რომელიც ვახსენეთ, განსაკუთრებული ზეგავლენა აქვს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი ადამიანის ორგანიზმში უჯრედის დონეზე ილექება. კიდევ ერთი საინტერესო კვლევა, რომელიც ჩავატარეთ, ამ მტვრის მცირე ნაწილაკებში მძიმე ლითონების განსაზღვრაა და ეს არის ტყვია, რომელიც შეიძლება ჰაერში მოხვდეს და განსაკუთრებით საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.

- რატომ ვერ ხერხდება აღნიშნული მტვრის პრევენცია, განეიტრალება?

- რამდენიმე ფაქტორია: არ ხდება სამშენებლო სტანდარტის მოწესრიგება, მშენებლობისას შეფუთვა, არსებული ობიექტიდან გამოსული მანქანების ბორბლები არ ირეცხება, მასალები მშრალი წესით არ მუშავდება და კიდევ ბევრი ნიუანსია. მნიშვნელოვანია ქალქში არსებული უამრავი მოუპირკეთებელი ზედაპირი. ევროპის ქალაქებს თუ შვადარებთ, ერთი შეხედვითაც შეიმჩნევა, რომ ასეთი ზედაპირი იქ არ არსებობს, ან ის ბალახითაა დაფარული, ან სხვადასხვა სახის გამწვანებით, თუნდაც ასფალტით მოპირკეთებული. იქ, სადაც სამშენებლო სტანდარტი მოწესრიგებულია, მოუწესრიგებელი ზედაპირი ქალაქში არ არსებობს, - მტვრის რაოდენობაც მცირდება.

ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორებს შორის გაბატონებული ქარებთან ერთად, მონაბერი ქარებია. განსაკუთრებით, მტვრით ხასიათდება ივრის ზეგანიდან მონაბერი ქარები, რომელიც თბილისამდე აღწევს, ამიტომ აქაც მიზნობრივად უნდა დაიგეგმოს ღონისძიებები. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ინტენსიური გამწვანება სჭირდება, რომ მტვრის პრევენცია მოხდეს - ყველაფერი ერთად კი შედეგს ნამდვილად მოგვცემს. მოუპირკეთებელი ზედაპირებისთვის კი თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს, რომლითაც შეიძლება ისინი დამუშავდეს.

- გავრცელებული ინფორნაციით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე ფიქსირდება... რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?

- ამ მონაცემებს იმიტომ ასახელებენ, რომ ყაზბეგისა და წერეთელის გამზირებზეა სწორედ ის სადგურები, რომელიც ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელ ნივთიერებას ზომავს. ქალაქის სხვა ადგილებში რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, იმიტომ არ ვიცით და რაიმეს ცალსახად თქმა რთულია. ჰაერში ტყვიის შემცველობას საწვავს უკავშირებენ, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, ტყვიაშემცველი საწვავი ჩვენთან არ შემოდის და არც ჩვენ გვაქვს მონაცემები საწვავის ანალიზებზე. შემოტანილ საწვავზე შემოწმებულ ანალიზებზე, კარგი მონიტორინგის სისტემის გაკეთება ურიგო არ იქნებოდა.

- კვლევისას თქვენთვის ყველაზე საინტერესო რა აღმოჩნდა?

- საინტერესო ის იყო, რომ 40 მსუბუქი ავტომობილი აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა, ერთი და იმავე კომპანიის, ერთი და იგივე საწვავი (როგორც დიზელი, ისე ბენზინი) სხვადასხვა მანქანაში ჩაისხა, რომლებიც 2000-2008 წლებში იყო გამოშვებული (კატალიზატორის გარეშე). ტექნიკურად გამართულ და გაუმართავ მანქანებში სხვადასხვა შედეგი მივიღეთ. ამიტომ ვფიქრობთ, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ტექნიკურად მოძველებული და გაუმართავი ავტოპარკია.

ჩვენ არ შეგვიმოწმებია მუნიციპალური ტრანსპორტი, მძიმე ტექნიკა და სხვა ასეთი ტიპის მანქანები. ტესტირება მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანებზე ჩატარდა. შედეგი იყო კანონზომიერი. თუმცა, მანქანა, რომელიც 2012 წლის იყო და აბსოლუტურად გამართული, მაგრამ ამოწურული რესურსით, დიდი გარბენი ჰქონდა და შემოწმება ვერ გაიარა, მაღალი გამონაბოლქვი ჰქონდა. 2000 წლის მანქანამ, რომელსაც შედარებით ნაკლები გარბენი ჰქონდა, კარგი შედეგი აჩვენა. ხნოვანებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რა რეკომენდაციების გაცემა შეიძლება?

- უპირველესად ავტოპარკის მოწესრიგებაა საჭირო, ტექნიკური დათვალიერების სრულყოფა უნდა მოხდეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, მტვრის პრევენცია - ეს ყველაფერი ქალაქს ძალიან დაეტყობა. ეს იქნება ღონისძიებები არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ასევე ღონისძიებები, რომლებიც სწორედ ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირდება და ქალაქში კლიმატის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მთავარი ფოტო: shermazana

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი