საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გოგონა, რომელიც ლონდონში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამფლობელია - "თავდაპირველად სტაჟიორად დავიწყე მუშაობა"
ქართველი გოგონა, რომელიც ლონდონში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამფლობელია - "თავდაპირველად სტაჟიორად დავიწყე მუშაობა"

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ის ქარ­თვე­ლი წევ­რი ირი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ლონ­დონ­ში, ერთ-ერთ მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში მარ­კე­ტინ­გი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და 5%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლიც გახ­ლავთ. ეს კომ­პა­ნია - APPY FOOD&Drinks აწარ­მო­ებს ბი­ოპ­რო­დუქ­ცი­ას ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ზარ­დე­ბის­თვის და თა­ნამ­შრომ­ლობს არა­ერთ ცნო­ბილ კომ­პა­ნი­ას­თან. ირი­ნა 10 წლის წინ ჩა­ვი­და ლონ­დონ­ში და სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მისი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა, რა­საც დიდი შრო­მა და ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და.

- წარ­მო­შო­ბით გუ­რუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ გუ­ჯა­ბი­ძე­ე­ბის უკვე მე­რამ­დე­ნე თა­ო­ბა აქ, ფოთ­ში ცხოვ­რობს. დე­დით მეგ­რე­ლი ვარ, ასე რომ, შე­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს (იცი­ნის). ფოთ­ში პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზია და­ვამ­თავ­რე, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლად ით­ვლე­ბო­და და იმ­დე­ნად ღრმა ცოდ­ნა მომ­ცა, რომ რე­პე­ტი­ტო­რე­ბი არც დამ­ჭირ­ვე­ბია. სა­ერ­თოდ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი უფრო მიყ­ვარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გლი­სუ­რი, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და ის­ტო­რია.

მამა პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რია, დედა - ექთა­ნი. 3 შვი­ლი ვყავ­დით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მო­ე­ცათ ჩვენ­თვის. შანსს არც მი­ტო­ვებ­დნენ, ცუ­დად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და მე­ზარ­მა­ცა. სკო­ლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი და გაკ­ვე­თი­ლებს ვამ­ზა­დებ­დი. სა­ღა­მოს კი დედა ყვე­ლა გაკ­ვე­თილს მი­მოწ­მებ­და, მა­თე­მა­ტი­კის გარ­და - მა­თე­მა­ტი­კა მა­მის ან ჩემი გამ­ზრდე­ლი ნუცა ბე­ბოს პრე­რო­გა­ტი­ვა იყო.

- სკო­ლის შემ­დეგ სწავ­ლა სად გა­აგ­რძე­ლეთ?

- ისევ და ისევ სიფრ­თხი­ლის გამო, მშობ­ლებ­მა თბი­ლის­ში არ გა­მიშ­ვეს. ამი­ტო­მაც სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­თის ფი­ლი­ალ­ში.

- თბი­ლის­ში არ გა­გიშ­ვეს და ლონ­დონ­ში გაშ­ვე­ბის არ შე­ე­შინ­დათ, ხომ?

- (იცი­ნის) სხვა გზა არ ჰქონ­დათ, გავ­თხოვ­დი და რა­ღას იზამ­დნენ? მოკ­ლედ, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, ისიც მშობ­ლე­ბის თხოვ­ნით. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის შეს­წავ­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა, მა­ინც წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე და წი­თე­ლი დიპ­ლო­მიც ავი­ღე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი შეგ­რძნე­ბა მაქვს. და­კის­რე­ბუ­ლი საქ­მე ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნო. სა­მა­გი­ე­როდ, ლონ­დონ­ში რომ წა­მო­ვე­დი, ვთქვი, აი, ახლა კი იმას ვის­წავ­ლი, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს და იმას გა­ვა­კე­თებ, რაც მინ­და, რომ გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი და ჩა­ვა­ბა­რე სან­დერ­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე, მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით.

შემ­დეგ და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის გან­ხრით ბრი­უ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მა­მა­ჩე­მი დღემ­დე მე­კი­თხე­ბა, - მა­ინც ვერ გა­ვი­გე, რა არის ეს მარ­კე­ტინ­გი, რა სი­კე­თე მო­აქვს და იქ­ნებ გა­მა­გე­ბი­ნოო. თუმ­ცა, თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ნა­ბი­ჯით ამა­ყობს. მისი ოც­ნე­ბაა, ლექ­ცი­ე­ბი წა­ვი­კი­თხო და რო­დე­საც ბრი­უ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბულს, ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა შე­მომ­თა­ვა­ზა, უბედ­ნი­ე­რე­სი იყო.

- საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში მი­აღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა იყო წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი?

- წარ­მა­ტე­ბა ზოგ­თან ად­ვი­ლად მო­დის, ზოგს კი უფრო მეტი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა ამის მი­საღ­წე­ვად. ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა ეს გზა - იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­თე­ნე­ბუ­ლი ბევ­რი ღამე, მუდ­მი­ვად სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა. წარ­მა­ტე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წინა პი­რო­ბაა მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად გან­სა­ზღვრა. უნდა იცო­დე, რა გინ­და და რას ელი ამ ცხოვ­რე­ბის­გან.

კი­დევ, იცით, რა არის? ჩემი მშობ­ლე­ბი და ძმე­ბი რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის უფრო ბევ­რს ელი­ან ჩემ­გან, ზოგ­ჯერ უფრო მეტ­საც, ვიდ­რე შე­მიძ­ლია. მეც ვცდი­ლობ, მათ იმე­დი არ გა­ვუც­რუო. ამას­თან, ლონ­დონ­ში ჩა­მოს­ვლი­სას იმ ასაკ­ში ვი­ყა­ვი, რომ შე­მეძ­ლო ბევ­რი რამ მეს­წავ­ლა. გვერ­დით მყავ­და მე­უღ­ლე და აქ იყო მე­უღ­ლის დე­დაც, რო­მე­ლიც დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევ­და ორი­ვეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ქართველი გოგონა, რომელიც ლონდონში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამფლობელია - "თავდაპირველად სტაჟიორად დავიწყე მუშაობა"

ქართველი გოგონა, რომელიც ლონდონში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამფლობელია - "თავდაპირველად სტაჟიორად დავიწყე მუშაობა"

დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრი ირინა გუჯაბიძე უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და 5%-იანი წილის მფლობელიც გახლავთ. ეს კომპანია - APPY FOOD&Drinks აწარმოებს ბიოპროდუქციას ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ კომპანიასთან. ირინა 10 წლის წინ ჩავიდა ლონდონში და სწორედ აქედან დაიწყო მისი ოცნებების ახდენა, რასაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.

- წარმოშობით გურულები ვართ, მაგრამ გუჯაბიძეების უკვე მერამდენე თაობა აქ, ფოთში ცხოვრობს. დედით მეგრელი ვარ, ასე რომ, შერეული ხასიათი მაქვს (იცინის). ფოთში პირველი გიმნაზია დავამთავრე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლებოდა და იმდენად ღრმა ცოდნა მომცა, რომ რეპეტიტორები არც დამჭირვებია. საერთოდ, ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარდა, განსაკუთრებით ინგლისური, ქართული ლიტერატურა და ისტორია.

მამა პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, დედა - ექთანი. 3 შვილი ვყავდით და ყველანაირად ცდილობდნენ, კარგი განათლება მოეცათ ჩვენთვის. შანსს არც მიტოვებდნენ, ცუდად მოვქცეულიყავი და მეზარმაცა. სკოლის შემდეგ აუცილებლად სახლში ვბრუნდებოდი და გაკვეთილებს ვამზადებდი. საღამოს კი დედა ყველა გაკვეთილს მიმოწმებდა, მათემატიკის გარდა - მათემატიკა მამის ან ჩემი გამზრდელი ნუცა ბებოს პრეროგატივა იყო.

- სკოლის შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?

- ისევ და ისევ სიფრთხილის გამო, მშობლებმა თბილისში არ გამიშვეს. ამიტომაც სწავლა გავაგრძელე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში.

- თბილისში არ გაგიშვეს და ლონდონში გაშვების არ შეეშინდათ, ხომ?

- (იცინის) სხვა გზა არ ჰქონდათ, გავთხოვდი და რაღას იზამდნენ? მოკლედ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ისიც მშობლების თხოვნით. იმის მიუხედავად, რომ სამართალმცოდნეობის შესწავლა ჩემი ცხოვრების მიზანი არ ყოფილა, მაინც წარმატებით დავამთავრე და წითელი დიპლომიც ავიღე. პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება მაქვს. დაკისრებული საქმე ყოველთვის ბოლომდე უნდა მივიყვანო. სამაგიეროდ, ლონდონში რომ წამოვედი, ვთქვი, აი, ახლა კი იმას ვისწავლი, რაც მაინტერესებს და იმას გავაკეთებ, რაც მინდა, რომ გავაკეთო-მეთქი და ჩავაბარე სანდერლენდის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, მარკეტინგის განხრით.

შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა მარკეტინგისა და პიარის განხრით ბრიუნელის უნივერსიტეტში. მამაჩემი დღემდე მეკითხება, - მაინც ვერ გავიგე, რა არის ეს მარკეტინგი, რა სიკეთე მოაქვს და იქნებ გამაგებინოო. თუმცა, თითოეული ჩემი ნაბიჯით ამაყობს. მისი ოცნებაა, ლექციები წავიკითხო და როდესაც ბრიუნელის უნივერსიტეტმა, როგორც საუკეთესო კურსდამთავრებულს, ლექციების წაკითხვა შემომთავაზა, უბედნიერესი იყო.

- საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიაღწიეთ წარმატებას. როგორ გგონიათ, რა იყო წარმატების მთავარი მიზეზი?

- წარმატება ზოგთან ადვილად მოდის, ზოგს კი უფრო მეტი მუშაობა სჭირდება ამის მისაღწევად. ჩემთვის ადვილი არ ყოფილა ეს გზა - იყო ბიბლიოთეკაში გათენებული ბევრი ღამე, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა. წარმატების აუცილებელი წინა პირობაა მიზანდასახულობა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. უნდა იცოდე, რა გინდა და რას ელი ამ ცხოვრებისგან.

კიდევ, იცით, რა არის? ჩემი მშობლები და ძმები რატომღაც ყოველთვის უფრო ბევრს ელიან ჩემგან, ზოგჯერ უფრო მეტსაც, ვიდრე შემიძლია. მეც ვცდილობ, მათ იმედი არ გავუცრუო. ამასთან, ლონდონში ჩამოსვლისას იმ ასაკში ვიყავი, რომ შემეძლო ბევრი რამ მესწავლა. გვერდით მყავდა მეუღლე და აქ იყო მეუღლის დედაც, რომელიც დიდ მოტივაციას გვაძლევდა ორივეს...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ