პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები
დავით სერგეენკო - ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში და­შა­ვე­ბუ­ლი მუ­შე­ბი­დან ორის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და მათ­თან გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, და­შა­ვე­ბუ­ლი მე­შახ­ტე­ე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, 4 პა­ცი­ენ­ტი­დან, რომ­ლე­ბიც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქია.

„ორი პა­ცი­ენ­ტი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ე­წე­რე­ბი­ან კლი­ნი­კი­დან; აქ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ორ პა­ცი­ენტს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბი­ან და ჰქონ­დათ სხე­უ­ლის დიდი ფარ­თო­ბის დამ­წვრო­ბა, მათ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­თუ­ლე­ბე­ბი დამ­წვრო­ბის დიდი ფარ­თო­ბის გამო. თუმ­ცა, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ჯერ არ გვაქვს. ექი­მე­ბი ამ­ზა­დე­ბენ გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და გეგ­მუ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის­თვის. მათ სრუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ და გუნ­დი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ამ მკურ­ნა­ლო­ბა­ში, მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­საა",- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჩარ­თუ­ლო­ბას, რო­გორც სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის."მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის კუ­თხი­თაც, რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხდა სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით სერგეენკო - ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები

დავით სერგეენკო - ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული მუშებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან გართულებები მოსალოდნელია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში, დაშავებული მეშახტეების მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 4 პაციენტიდან, რომლებიც დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან, ორის მდგომარეობა მსუბუქია.

„ორი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და უახლოეს დღეებში გაეწერებიან კლინიკიდან; აქ მოსალოდნელი საფრთხეები არ არის. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც რეანიმაციაში რჩებიან და ჰქონდათ სხეულის დიდი ფართობის დამწვრობა, მათთან მოსალოდნელია გართულებები დამწვრობის დიდი ფართობის გამო. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული გართულება ჯერ არ გვაქვს. ექიმები ამზადებენ გეგმური ოპერაციების და გეგმური ქირურგიული ჩარევებისთვის. მათ სრული მკურნალობა უტარდებათ და გუნდი, რომელიც ჩართულია ამ მკურნალობაში, მაღალი კვალიფიკაციისაა",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის პროცესში ჩართვის აუცილებლობა არ არის."მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ფინანსური დახმარების კუთხითაც, რა თქმა უნდა, არანაირი დაბრკოლება არ იქნება",- განაცხდა სერგეენკომ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ