პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახოს, უკან უნდა გაჰყვეს"
"თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახოს, უკან უნდა გაჰყვეს"

თუკი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე აღი­ა­რებს, რომ მან ისე­თი კომ­პრო­მი­სე­ბი და­უშ­ვა, რის გა­მოც ხალ­ხია და­ხო­ცი­ლი, მხო­ლოდ აღი­ა­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის - ეს წა­სულ კაცს კი არ უნდა მი­ა­ძა­ხო, შენც უკან უნდა გაჰ­ყვე და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გე, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, თა­ვის დრო­ზე, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მატ­ში, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რემ თქვეს, რომ “პარ­ლა­მენტს რომ ასე­თი კა­ნო­ნი მი­ე­ღო ინ­ვეს­ტო­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ირ­ღვე­ო­და და ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბო­და“.

“რო­გორც გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, თა­ვის დრო­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­და. მათ, ვინც გუ­შინ გა­მო­დი­ო­და და წინა მთავ­რო­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, გა­ვახ­სე­ნებ, რომ ჩვენ გვქონ­და უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა, რო­მელ­ზეც გა­მო­ვე­დით მე, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, ლე­ვან კო­ბე­რი­ძე და ხაზ­გას­მით გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი უმ­სა­გავ­სო­ბა უნდა დამ­თავ­რდეს. მა­შინ სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე გა­მო­დი­ოდ­ნენ, ვი­თომ გვე­თან­ხმე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ იძახ­დნენ, რომ ამ­გვა­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნეს­გა­რე­მოს გა­ა­უ­რე­სებ­და და ქვე­ყა­ნას ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თვის არა­მიმ­ზიდ­ველს გახ­დი­და. საკ­მა­ოდ გა­სა­ო­ცა­რი იყო ის, რაც გუ­შინ მო­ვის­მი­ნე. რო­დე­საც ით­ქვა, რომ ჩვენ კომ­პრო­მის­ზე წა­ვე­დით, გა­მო­დის რომ მთე­ლი ჩვე­ნი - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოღ­ვა­წე­ო­ბა არის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დას­მუ­ლი. სწო­რედ ამას ვაპ­რო­ტეს­ტებ ამ­დე­ნი ხა­ნია, რომ ჩვენ კო­ნი­უნ­ქტუ­რუ­ლად მთავ­რო­ბებს ვერ­გე­ბით და არა - ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩვენ და­პი­რე­ბებს ვაძ­ლევთ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ვურ­ჩევ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ის არ არის ვი­ღა­ცას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მინ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ არც ჩვენ, დე­პუ­ტა­ტე­ბი არ ვართ მი­ნის­ტრე­ბის და მთავ­რო­ბის ხელ­ქვე­ი­თე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პრო­მი­სე­ბი ხალ­ხის ხარ­ჯზე არ უნდა ვა­კე­თოთ. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ თან­მდე­ბო­ბი­დან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე უნდა გა­დამ­დგა­რი­ყო - თუკი მან ისე­თი კომ­პრო­მი­სე­ბი და­უშ­ვა, რის გა­მოც ხალ­ხია და­ხო­ცი­ლი. ჩვენ ბევ­რი სხვა კომ­პრი­მი­სუ­ლი კა­ნო­ნი გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რად წინ დაგ­ვხვდე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის. გა­მო­დის, რომ კომ­პრო­მი­სე­ბი ხალ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­დე­საც ამას ადა­მი­ა­ნი აღი­ა­რებს, მხო­ლოდ აღი­ა­რე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი - ეს წა­სულ კაცს კი არ უნდა მი­ა­ძა­ხო, შენც უკან უნდა გაჰ­ყვე“, - გა­ნა­ცხა­და ჭი­ჭი­ნა­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას ყო­ველ­თვის სწო­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი სამ­თავ­რო­ბო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის “ხის­ტმა პო­ზი­ცი­ამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბას სწო­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა და ეს სას­წრა­ფო ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს. ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ ლი­ბერ­ტა­რი­ა­ნუ­ლი მიდ­გო­მე­ბის არ­სე­ბო­ბა გა­აკ­რი­ტი­კა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახოს, უკან უნდა გაჰყვეს"

"თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახოს, უკან უნდა გაჰყვეს"

თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე, - აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან და შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ “პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა“.

“როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, თავის დროზე უმრავლესობა კომპრომისზე წავიდა. მათ, ვინც გუშინ გამოდიოდა და წინა მთავრობას ადანაშაულებდა, გავახსენებ, რომ ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც გამოვედით მე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე და ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში ასეთი უმსაგავსობა უნდა დამთავრდეს. მაშინ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე გამოდიოდნენ, ვითომ გვეთანხმებოდნენ, მაგრამ იძახდნენ, რომ ამგვარი კანონის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გააურესებდა და ქვეყანას ინვესტირებისთვის არამიმზიდველს გახდიდა. საკმაოდ გასაოცარი იყო ის, რაც გუშინ მოვისმინე. როდესაც ითქვა, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, გამოდის რომ მთელი ჩვენი - “ქართული ოცნების“ მოღვაწეობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმული. სწორედ ამას ვაპროტესტებ ამდენი ხანია, რომ ჩვენ კონიუნქტურულად მთავრობებს ვერგებით და არა - ადამიანებს, ვისაც ჩვენ დაპირებებს ვაძლევთ. პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევ გაითვალისწინოს, რომ ის არ არის ვიღაცას დაქვემდებარებული ადამიანი. მინდა გაითვალისწინოს, რომ არც ჩვენ, დეპუტატები არ ვართ მინისტრების და მთავრობის ხელქვეითები. შესაბამისად, კომპრომისები ხალხის ხარჯზე არ უნდა ვაკეთოთ. ამ განცხადების შემდეგ თანმდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო - თუკი მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი. ჩვენ ბევრი სხვა კომპრიმისული კანონი გვაქვს მიღებული, რომელიც ძალიან ხშირად წინ დაგვხვდება, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის. გამოდის, რომ კომპრომისები ხალხის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. როდესაც ამას ადამიანი აღიარებს, მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე“, - განაცხადა ჭიჭინაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. ამასთან, კობახიძემ ლიბერტარიანული მიდგომების არსებობა გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები