პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება
დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება

ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნია. ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც უვი­ზო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და, ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. თა­ნაც, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა, ეს არც ისე ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

სა­ბერ­ძნე­თი, თურ­ქე­თი, ეგ­ვიპ­ტე, ჩე­ხე­თი - ეს ქვეყ­ნე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სტუმ­რო­ბენ შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად. და­ვინ­ტე­რეს­დით, და­ახ­ლო­ე­ბით რა და­გიჯ­დე­ბათ ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში. ფა­სე­ბი booking.com-ის და რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოვ­თვა­ლეთ.

AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ 1000-2 500 ლა­რამ­დე დაგ­ჭირ­დე­ბათ. ამ ფას­ში კი თით­ქმის ყვე­ლა სერ­ვი­სია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბი სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა და უმ­ჯო­ბე­სია სა­ზა­ფხუ­ლო თა­და­რი­გი ზამ­თარ­ში და­ი­ჭი­როთ - ამ დროს შე­საძ­ლოა ბი­ლე­თის ყიდ­ვა ნა­ხე­ვარ ფას­შიც შეძ­ლოთ.

ჩე­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ პრა­ღა­ში ერთი კვი­რის გა­ტა­რე­ბა, ორ პერ­სო­ნა­ზე გათ­ვლილ ნო­მერ­ში ერთ ადა­მი­ანს 220 ევრო ანუ 630 ლა­რამ­დე და­უჯ­დე­ბა. ამ ფას­ში შე­დის სა­უზ­მეც. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან პრა­ღა­ში გაფ­რე­ნი­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი 310 ლა­რია.

თურ­ქეთ­ში, ალა­ნი­ას 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 180 ლარი ღირს, შე­სა­ბა­მი­სად 1 კვი­რით დარ­ჩე­ნა 1260 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. რა თქმა უნდა, აქ კვე­ბა­ცაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ალა­ნი­ა­ში სა­შუ­ა­ლო დო­ნის სას­ტუმ­როს და­ჯაშვნა დღე-ღა­მე­ში 100 ლა­რა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ან­ტა­ლი­ა­ში 4 და 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს ფასი კი ერთი ღა­მით 300-400 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, ფას­ში კვე­ბაც შე­დის. ან­ტა­ლი­ა­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ორ­მხრი­ვი ბი­ლე­თი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან კი 750 ლარი და­გიჯ­დე­ბათ.

ხმელ­თა­შუა ზღვის ულა­მა­ზეს კუნ­ძულ კრე­ტა­ზე, 4-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი ღამე და­ახ­ლო­ე­ბით 360 ლარი და­გიჯ­დე­ბათ. 3-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნის ფასი 200 ლა­რამ­დეა. ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით 370 ევრო ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ლა­რია.

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კრე­ტა­ზე დას­ვე­ნე­ბას 6 ღა­მით სა­შუ­ა­ლო დო­ნის სას­ტუმ­რო­ში 2 300 ლა­რად სთა­ვა­ზო­ბენ. ფას­ში შე­დის სას­ტუმ­რო, ორ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ავი­ბი­ლე­თე­ბი, სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა და ტრანსფე­რი.

ბოლო წლე­ბის კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში - ჰურ­გა­დაა. ეგ­ვიპ­ტე­ში, წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს, 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა 350-500 ლა­რის ფარ­გლებ­ში და­უჯ­დე­ბათ. 3-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი ღამე და­ახ­ლო­ე­ბით 120 ლარი ღირს. თუმ­ცა, ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ ავი­ა­ბი­ლე­თის ყიდ­ვა. მა­გა­ლი­თად, აგ­ვის­ტოს თვე­ში ჰურ­გა­დას მი­მარ­თუ­ლე­ბით თბი­ლი­სი­დან გაფ­რე­ნა და დაბ­რუ­ნე­ბა 2 000 ლა­რამ­დე და­გიჯ­დე­ბათ, თუმ­ცა ბევ­რად ია­ფად იყი­დით ბი­ლეთს არა­სე­ზო­ნურ პე­რი­ოდ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბას. სას­ტუმ­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­შიც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და ხში­რად მხო­ლოდ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მა­გა­ლი­თად, აჭა­რა­ში 3-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი კვი­რით დარ­ჩე­ნა 1 500 ლარი და­გიჯ­დე­ბათ და ამა­ში არც კვე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არც გზის ფული.

ბა­თუმ­ში 4-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ერთი კვი­რით გა­ჩე­რე­ბა 1 700 ლარი ღირს და მას­ში დი­ლის სა­უზ­მეა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ავტორი:

დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება

დასვენება უცხოეთში და საქართველოს ზღვისპირეთში - სად რა დაგიჯდებათ შვებულების გატარება

ზაფხული დასვენებისთვის საუკეთესო სეზონია. ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ქართველები ევროპის ქვეყნებშიც მიემგზავრებიან შვებულების გასატარებლად. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში კომფორტული დასვენება საკმაოდ ძვირი ჯდება, ეს არც ისე ცუდი გადაწყვეტილებაა.

საბერძნეთი, თურქეთი, ეგვიპტე, ჩეხეთი - ეს ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიმართულებებია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სტუმრობენ შვებულების გასატარებლად. დავინტერესდით, დაახლოებით რა დაგიჯდებათ ერთკვირიანი დასვენება ჩამოთვლილ ქვეყნებში. ფასები booking.com-ის და რამდენიმე ტურისტული კომპანიის მონაცემების მიხედვით გამოვთვალეთ.

AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ 1000-2 500 ლარამდე დაგჭირდებათ. ამ ფასში კი თითქმის ყველა სერვისია გათვალისწინებული. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ავიაბილეთების ფასები სეზონების მიხედვით იცვლება და უმჯობესია საზაფხულო თადარიგი ზამთარში დაიჭიროთ - ამ დროს შესაძლოა ბილეთის ყიდვა ნახევარ ფასშიც შეძლოთ.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ერთი კვირის გატარება, ორ პერსონაზე გათვლილ ნომერში ერთ ადამიანს 220 ევრო ანუ 630 ლარამდე დაუჯდება. ამ ფასში შედის საუზმეც. ქუთაისის აეროპორტიდან პრაღაში გაფრენისა და უკან დაბრუნების მინიმალური ფასი 310 ლარია.

თურქეთში, ალანიას 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გატარება დაახლოებით 180 ლარი ღირს, შესაბამისად 1 კვირით დარჩენა 1260 ლარი დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, აქ კვებაცაა გათვალისწინებული. ალანიაში საშუალო დონის სასტუმროს დაჯაშვნა დღე-ღამეში 100 ლარადაც არის შესაძლებელი. ანტალიაში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი კი ერთი ღამით 300-400 ლარამდე მერყეობს, ფასში კვებაც შედის. ანტალიაში გასამგზავრებელი ორმხრივი ბილეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი 750 ლარი დაგიჯდებათ.

ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს კუნძულ კრეტაზე, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამე დაახლოებით 360 ლარი დაგიჯდებათ. 3-ვარსკვლავიანის ფასი 200 ლარამდეა. ავიაბილეთების მაქსიმალური ფასი ორი მიმართულებით 370 ევრო ანუ დაახლოებით 1000 ლარია.

ტურისტული კომპანიები კრეტაზე დასვენებას 6 ღამით საშუალო დონის სასტუმროში 2 300 ლარად სთავაზობენ. ფასში შედის სასტუმრო, ორჯერადი კვება, ავიბილეთები, სამოგზაურო დაზღვევა და ტრანსფერი.

ბოლო წლების კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება საქართველოს მოქალაქეებში - ჰურგადაა. ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე დასვენების მსურველებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამის გატარება 350-500 ლარის ფარგლებში დაუჯდებათ. 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი ღამე დაახლოებით 120 ლარი ღირს. თუმცა, ძვირი დაგიჯდებათ ავიაბილეთის ყიდვა. მაგალითად, აგვისტოს თვეში ჰურგადას მიმართულებით თბილისიდან გაფრენა და დაბრუნება 2 000 ლარამდე დაგიჯდებათ, თუმცა ბევრად იაფად იყიდით ბილეთს არასეზონურ პერიოდში.

რაც შეეხება აჭარის სანაპიროზე დასვენებას. სასტუმროები საქართველოს შავიზღვისპირეთშიც საკმაოდ ძვირადღირებულია და ხშირად მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, აჭარაში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი კვირით დარჩენა 1 500 ლარი დაგიჯდებათ და ამაში არც კვებაა გათვალისწინებული, არც გზის ფული.

ბათუმში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთი კვირით გაჩერება 1 700 ლარი ღირს და მასში დილის საუზმეა გათვალისწინებული.

კორონავირუსით საქართველოში მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა

"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია