საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყლარწი უშვილობას იწვევს? - ახალი კვლევის შედეგები
ტყლარწი უშვილობას იწვევს? - ახალი კვლევის შედეგები

სა­ბავ­შვო ტყლარ­წის მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხში­რად წე­რენ. მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნულ­მა The Sun-მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ კონ­კრე­ტუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ტყლარ­წის შე­სა­ხებ და­წე­რა, რო­მელ­შიც, გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, და­რიშ­ხა­ნის შემ­ცვე­ლო­ბა ნორ­მას შვიდ­ჯერ, მაგ­ნი­ტის კი - 29-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და.

ამ­ჯე­რად, ასე­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი Daily Mail აღ­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს ბევ­რი და­სა­ხე­ლე­ბის ტყლარ­წი უქ­მნის. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Which? ტყლარ­წში ქი­მი­უ­რი ბო­რის დიდი შემ­ცვე­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რა­მაც, შე­საძ­ლოა, დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა და მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამას­თან, ევ­რო­პის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო იუ­წყე­ბა, რომ ბორ­მა, შე­საძ­ლოა, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს ადა­მი­ა­ნის ფერ­ტი­ლო­ბა­ზეც, გა­მო­იწ­ვი­ოს თვა­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ ბორ­თან ორ­სულ ქალს ექ­ნე­ბა შე­ხე­ბა, შე­საძ­ლოა, ნა­ყო­ფი და­ა­ზი­ა­ნოს.

მკვლე­ვა­რებ­მა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ტყლარ­წე­ბი შე­ის­წავ­ლეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 11-დან რვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან შე­და­რე­ბით გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ბორს შე­ი­ცავ­და. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ნორ­მას ოთხჯე­რაც კი აჭარ­ბებ­და.

ყვე­ლა­ზე მავ­ნე­ბე­ლი ტყლარ­წია ვარ­დის­ფე­რი Toysmith Jupiter Juice, სა­დაც ბო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა. ასე­ვე, სა­ში­შია შემ­დე­გი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი - CCINEE Pink Fluffy Slime, Cosoro Dodolu Crystal Slime Magic Clay.

მკვლე­ვა­რე­ბი მშობ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, ფრთხი­ლად იყ­ვნენ ნე­ბის­მი­ე­რი და­სა­ხე­ლე­ბის ტყლარ­წის შე­ძე­ნი­სას, რად­გან შე­ფუთ­ვებ­ზე ძა­ლი­ან მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ტყლარწი უშვილობას იწვევს? - ახალი კვლევის შედეგები

ტყლარწი უშვილობას იწვევს? - ახალი კვლევის შედეგები

საბავშვო ტყლარწის მავნებლობის შესახებ დასავლური მედიასაშუალებები ხშირად წერენ. მაგალითად, ბრიტანულმა The Sun-მა რამდენიმე თვის წინ კონკრეტული დასახელების ტყლარწის შესახებ დაწერა, რომელშიც, გამოცემის მტკიცებით, დარიშხანის შემცველობა ნორმას შვიდჯერ, მაგნიტის კი - 29-ჯერ აღემატებოდა.

ამჯერად, ასევე ბრიტანული Daily Mail აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს ბევრი დასახელების ტყლარწი უქმნის. გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Which? ტყლარწში ქიმიური ბორის დიდი შემცველობა აღმოაჩინა, რამაც, შესაძლოა, დიარეა, ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

ამასთან, ევროპის ქიმიური ნივთიერებების სააგენტო იუწყება, რომ ბორმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ფერტილობაზეც, გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. იმ შემთხვევაში კი, თუ ბორთან ორსულ ქალს ექნება შეხება, შესაძლოა, ნაყოფი დააზიანოს.

მკვლევარებმა ყველაზე პოპულარული დასახელების ტყლარწები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ 11-დან რვა დასახელების პროდუქტი ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შედარებით გადაჭარბებული რაოდენობის ბორს შეიცავდა. რამდენიმე მათგანში ქიმიური ნივთიერების შემცველობა ნორმას ოთხჯერაც კი აჭარბებდა.

ყველაზე მავნებელი ტყლარწია ვარდისფერი Toysmith Jupiter Juice, სადაც ბორის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. ასევე, საშიშია შემდეგი დასახელების პროდუქტი - CCINEE Pink Fluffy Slime, Cosoro Dodolu Crystal Slime Magic Clay.

მკვლევარები მშობლებს მოუწოდებენ, ფრთხილად იყვნენ ნებისმიერი დასახელების ტყლარწის შეძენისას, რადგან შეფუთვებზე ძალიან მცირე ინფორმაციაა დატანილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ