სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალბედა დედებს მეტ ყურადღებას ვურჩევ შვილების მიმართ..." - 60-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლის რჩევები მშობლებს
"ახალბედა დედებს მეტ ყურადღებას ვურჩევ შვილების მიმართ..." - 60-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლის რჩევები მშობლებს

"მე­სიზ­მრა, რომ ღია გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ­დი და უამ­რა­ვი ხალ­ხი მეს­წრე­ბო­და... გა­მეღ­ვი­ძა და რომ მივ­ხვდი, სიზ­მა­რი იყო, ვი­ტი­რე, იმ­დე­ნად გული დამ­წყდა"... - ასე და­ი­წყო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი ლე­გენ­და­რულ­მა პე­და­გოგ­მა ლილი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც სკო­ლას 60 წელი მი­უ­ძღვნა.

ამ უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტონს სკო­ლა­ზე, პე­და­გო­გის როლ­ზე, მშობ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და ახალ თა­ო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. ქალ­ბა­ტო­ნი ლილი თა­ვად ორი ვა­ჟის დედა და 5 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­აა, და დღე­საც აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­სა და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში. მისი ერ­თერ­თი ვაჟი კი გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ამ­ჟა­მად "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეა.

- 60 წელ­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე სკო­ლა­ში... და­წყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი ჯერ 30-ე, შემ­დეგ 55-ე სკო­ლა­ში... ამ წლე­ბის მთა­ვა­რი ხიბ­ლი ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო. ჩემ­მა ვა­ჟებ­მაც – გიამ და და­თომ 30-ე სკო­ლა და­ამ­თავ­რეს. ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ორი­ვე ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და. სულ სა­ნი­მუ­შო და­ფა­ზე იყო მათი ფო­ტო­ე­ბი... პა­რა­ლე­ლუ­რად კერ­ძო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მქონ­და, მაგ­რამ 55-ე სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბას თავს არ ვა­ნე­ბებ­დი, რად­გან გიას შვი­ლე­ბი იქ სწავ­ლობ­დნენ და მსურ­და, მათი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე მე­მუ­შა­ვა.

- მას­წავ­ლებ­ლო­ბა და ბავ­შვებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დიდ დრო­საც მო­ი­თხოვს და ში­ნა­გან რე­სურსსაც. რო­გორ ახერ­ხებ­დით ოჯა­ხი­სა და სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბას?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ვა­ხერ­ხებ­დი და ეს­საქ­მის დიდ­მა სიყ­ვა­რულ­მა შე­მაძ­ლე­ბი­ნა... ოჯა­ხი მეხ­მა­რე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დამ­თი­ლი, რო­მელ­ზეც დღე­საც ვერ ვსა­უბ­რობ ცრემ­ლის გა­რე­შე... სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო! მეც ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი ვი­ყა­ვი და ახლა მიკ­ვირს, სად წა­ვი­და ამ­დე­ნი ენერ­გია. სი­ბე­რე რთუ­ლი ყო­ფი­ლა...

- ამ­ბო­ბენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი უფრო რთუ­ლად აღ­საზ­რდე­ლე­ბი არი­ან და მას­წავ­ლებ­ლის შრო­მაც დღეს უფრო მძი­მეა. თქვენც ასე ფიქ­რობთ? რით გან­სხვავ­დე­ბი­ან თქვე­ნი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ბოლო წლე­ბის გა­მოშ­ვე­ბე­ბის­გან?

- არ ვფიქ­რობ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი უფრო რთუ­ლე­ბი არი­ან. თუ ბავ­შვე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი გაქვს, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ და თუ არ გიყ­ვარს, პე­და­გო­გი არ უნდა იყო! ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან ბევ­რნი არი­ან და ვერ­ცერ­თი ჩემი მო­წა­ფე ვერ გა­იხ­სე­ნებს ჩემს სიმ­კაც­რეს. არ მახ­სოვს, ვინ­მეს­თვის მეყ­ვი­როს, გავ­ჯავ­რე­ბო­დე...

ერთ სა­ი­დუმ­ლოს მი­ვა­გე­ნი: კლას­ში რომ შე­ვი­დო­დი და ძა­ლი­ან ხმა­უ­რი იყო, ერთ ხელს ავ­წევ­დი, გავ­ჩერ­დე­ბო­დი და ისე ვუ­ყუ­რებ­დი ბავ­შვებს... ვხე­დავ­დი, ერთი რო­გორ გა­ჩუმ­დე­ბო­და და დაჯ­დე­ბო­და, მერე მე­ო­რე, მე­სა­მე და ასე მთე­ლი კლა­სი... ყვე­ლა ბავ­შვმა იცო­და, ცალ ხელს რომ ავ­წევ­დი, უნდა გა­ჩუ­მე­ბუ­ლიყ­ვნენ. იცი­ნოდ­ნენ ჩემ­ზე, ჯა­დოს­ნუ­რი ხელი აქ­ვსო. ერთხელ პა­ტა­რა მო­წა­ფემ მკი­თხა, ლილი მას­წავ­ლე­ბე­ლო, მე­ო­რე ხელ­საც რა­ტომ არ სწევ­თო... წლე­ბის წინ შეხ­ვედ­რა მქონ­და ჩემს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან და იქაც მი­თხრეს, თქვე­ნი ჯა­დოს­ნუ­რი ხელი სულ გვახ­სოვ­სო...

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ და­წყე­ბით კლა­სებ­ში მუ­შა­ო­ბა?

- უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, და­წყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გად სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი... 1959 წელს გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ იმე­დით მი­ვე­დი, იქ­ნებ ად­გი­ლი იყოს-მეთ­ქი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო იმ პე­რი­ოდ­ში უცხო ენებ­ზე სა­ა­თე­ბის მი­ღე­ბა... გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე იყო ქე­თე­ვან ჭა­ნიშ­ვი­ლი და მან მი­თხრა, დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და მას­წავ­ლე­ბე­ლი და მის ად­გილს შე­მოგ­თა­ვა­ზებ­თო. უარი ვთქვი, და­წყე­ბი­თებ­თან მე არ შე­მიძ­ლია-მეთ­ქი...

სახ­ლში რომ მო­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი ჩემს დე­დამ­თილს ვუ­ამ­ბე, მი­თხრა, წადი შვი­ლო, ბავ­შვებს მე მივ­ხე­დავ, შენ და­ი­წყე მუ­შა­ო­ბა და მერე გა­მოჩ­ნდე­ბა, რაც შენ გსურ­სო... ასე შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი და­წყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გად. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი წო­დე­ბა და სი­გე­ლი მერ­გო – მათ შო­რის, "წლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი" და სხვა... ბო­ლოს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნიც მომ­ცეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი აღი­ა­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა და ყო­ველ­თვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი იყო ჩემ­თვის.

- რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ მას­წავ­ლებ­ლებს?

- რო­გორც უკვე არა­ერ­თხელ ვთქვი, ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რულს! მოთ­მი­ნე­ბას! პა­ტა­რა ბავ­შვი ძა­ლი­ან სა­თუ­თია და მას­წავ­ლე­ბელ­ში ხე­დავს დე­და­საც, დე­ი­და­საც, ბე­ბი­ა­საც, ბი­ძა­საც... უნდა იყო კი­დეც ბავ­შვის­თვის ასე­თი და მა­შინ და­იმ­სა­ხუ­რებ სიყ­ვა­რულს! შეძ­ლებ, რომ ას­წავ­ლო და მი­აღ­წიო შენს მი­ზანს!

- თქვენს მე­უღ­ლე­ზეც გვი­ამ­ბეთ...

- მე­უღ­ლე – ნო­დარ სა­გა­ნე­ლი­ძე სამ­წუ­ხა­როდ დღეს გვერ­დით აღარ გვყავს. 2006 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ლექ­ტო­რი გახ­ლდათ. იშ­ვი­ა­თი მამა და მე­უღ­ლე იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სი­ცო­ცხლეც აღარ მინ­დო­და. დათო უცო­ლო იყო, მას გვერ­დით დედა სჭირ­დე­ბო­და. ზრუ­ნამ გა­და­მარ­ჩი­ნა. ახლა კი ნამ­დვი­ლად აღარ მინ­და იმ ქვეყ­ნად წას­ვლა, და­თოს შვი­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ.

გული სა­შინ­ლად მტკი­ვა, ჩემი მე­უღ­ლე, რომ და­თოს შვი­ლებს ვერ მო­ეს­წრო... უფ­რო­სი ვა­ჟის შვი­ლებს მო­ეს­წრო და არაჩ­ვე­უ­ლებრვი ბა­ბუა იყო. ძა­ლი­ან მცხვე­ნია, ტრა­ბა­ხი გა­მომ­დის, მაგ­რამ შვი­ლე­ბი ისე გავ­ზარ­დე, მათ­თან ხმის აწე­ვა არა­სო­დეს დამ­ჭირ­ვე­ბია. სწავ­ლა ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. თუ ზოგ­ჯერ მა­ინც იცელ­ქებ­დნენ, მა­მით ვა­ში­ნებ­დი. სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ ჩემი მე­უღ­ლე შვი­ლებს არა­სო­დეს გა­ჯავ­რე­ბია და მა­ინც მისი ძა­ლი­ან დიდი რიდი ჰქონ­დათ.

- პე­და­გო­გის გა­მოც­დი­ლე­ბა შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- რა თქმა უნდა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და! თვი­თონ ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულს, მა­თე­მა­ტი­კას... და­თოს რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან არ უყ­ვარ­და სა­ბავ­შვო ბაღი. სულ ბუ­ზღუ­ნებ­და, არ მინ­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში წას­ვლაო. გია რომ მე­ცა­დი­ნე­ობ­და, და­უჯ­დე­ბო­და გვერ­დით და უს­მენ­და. თა­ვი­სით ის­წავ­ლა წე­რაც და კი­თხვაც. გია რომ მუ­სი­კა­ზე დამ­ყავ­და, სახ­ლში მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს დათო იქვე იჯდა უყუ­რებ­და...

ერთხელ გია სკო­ლა­ში იყო და დათო იქვე თა­მა­შობ­და... უცებ შე­მო­მეს­მა პი­ა­ნი­ნოს ხმა და გა­მიკ­ვირ­და, ვი­ცო­დი, გია სახ­ლში არ იყო. თურ­მე და­თომ სმე­ნით აა­წყო და რა­ღაც ეტი­უდს უკ­რავ­და. მე­ექ­ვსე მუ­სი­კა­ლურ­ში დამ­ყავ­და გია, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი ჰყავ­და, თა­მა­რა სერ­გე­ევ­ნა. ამ ქალ­ბა­ტონ­მა მი­თხრა, მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე მი­მეყ­ვა­ნა დათო, თუმ­ცა ასა­კით ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო. გა­ვიყ­ვა­ნეთ გა­მოც­და­ზე, შემ­დეგ მე ავად გავ­ხდი, მე­უღ­ლემ კი დათო ჩა­რი­ცხულ­თა სი­ა­ში ვერ იპო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ პირ­და­პირ მე­ო­რე კლას­ში ჩა­უ­რი­ცხი­ათ. და­თომ სა­შუ­ა­ლო სკო­ლაც ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა, ხუ­თი­ან­ზე ნაკ­ლე­ბი ნი­შა­ნი არა­სო­დეს მი­უ­ღია.

- ძალი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი გყავთ, რამ­დე­ნად იყა­ვით ჩარ­თულ­ნი მშობ­ლე­ბი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და რას ურ­ჩევთ ახალ­ბე­და დე­დებს?

- ახალ­ბე­და დე­დებს მეტ ყუ­რა­დღე­ბას ვურ­ჩევ შვი­ლე­ბის მი­მართ... ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად დე­დის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ უნდა იყოს. რაც არ უნდა დატ­ვირ­თუ­ლი იყოს, დე­დაა ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი! შვი­ლებს მუ­სი­კა­ზე, კა­ლად­ბურთზე, ცურ­ვა­ზე და სად აღარ და­ვა­ტა­რებ­დი და თან სულ ყუ­რა­დღე­ბით ვი­ყა­ვი. გია გან­სა­კუთ­რე­ბით უკად­რი­სობ­და, ზოგ­ჯერ ვი­მა­ლე­ბო­დი, გიას იქ მყო­ფი რომ არ და­ვე­ნა­ხე... შვი­ლე­ბის შემ­დეგ ერთი დღეც აღარ მი­ცხოვ­რია ჩემ­თვის, სულ შვი­ლე­ბის­თვის ვი­ყა­ვი და შემ­დეგ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის.

ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი შვი­ლე­ბი მყავს, მა­გათ სი­ცო­ცხლეს ვფი­ცა­ვარ. ბავ­შვო­ბა­შიც ასე­თე­ბი იყ­ვნენ. უკ­ვირთ, რომ ვამ­ბობ ბი­ჭე­ბის გაზ­რდა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია-თქო... და­თოს ცოტა ასაკ­ში მო­უ­წია ოჯა­ხის შექ­მნა და ერ­თმა­ნეთს მი­ყო­ლე­ბულ­ნი არი­ან მისი შვი­ლე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გი დე­დაა და­თოს მე­უღ­ლე –სოფო, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი... თა­ვად და­თოც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მაა.

- შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში რამ­დე­ნად ხართ ჩარ­თუ­ლი?

- გიას შვი­ლე­ბი ჩემი მო­წა­ფე­ე­ბი იყ­ვნენ. ზოგ­ჯერ ეშ­ლე­ბო­დათ და ბე­ბია-მას­წავ­ლე­ბე­ლოს მე­ძახ­დნენ.

- რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, რას ურ­ჩევ­დით მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებს?

- მეტ ყუ­რა­დღე­ბას! დღეს ვხე­დავ, რომ ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ არის გაშ­ვე­ბუ­ლი. ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ახალბედა დედებს მეტ ყურადღებას ვურჩევ შვილების მიმართ..." - 60-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლის რჩევები მშობლებს

"ახალბედა დედებს მეტ ყურადღებას ვურჩევ შვილების მიმართ..." - 60-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლის რჩევები მშობლებს

"მესიზმრა, რომ ღია გაკვეთილს ვატარებდი და უამრავი ხალხი მესწრებოდა... გამეღვიძა და რომ მივხვდი, სიზმარი იყო, ვიტირე, იმდენად გული დამწყდა"... - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ლეგენდარულმა პედაგოგმა ლილი ბოჭორიშვილმა, რომელმაც სკოლას 60 წელი მიუძღვნა.

ამ უზარმაზარი გამოცდილების მქონე ქალბატონს სკოლაზე, პედაგოგის როლზე, მშობლის ვალდებულებებსა და ახალ თაობაზე ვესაუბრეთ. ქალბატონი ლილი თავად ორი ვაჟის დედა და 5 შვილიშვილის ბებიაა, და დღესაც აქტიურადაა ჩართული პატარა შვილიშვილებისა და შვილთაშვილების აღზრდაში. მისი ერთერთი ვაჟი კი გამოცდილი პოლიტიკოსი, ამჟამად "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა.

- 60 წელზე მეტი გავატარე სკოლაში... დაწყებითების პედაგოგი ვიყავი ჯერ 30-ე, შემდეგ 55-ე სკოლაში... ამ წლების მთავარი ხიბლი ბავშვების სიყვარული იყო. ჩემმა ვაჟებმაც – გიამ და დათომ 30-ე სკოლა დაამთავრეს. ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რომ ორივე ძალიან კარგად სწავლობდა. სულ სანიმუშო დაფაზე იყო მათი ფოტოები... პარალელურად კერძო სკოლაში ვასწავლიდი. ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, მაგრამ 55-ე სკოლაში სწავლებას თავს არ ვანებებდი, რადგან გიას შვილები იქ სწავლობდნენ და მსურდა, მათი სკოლის დამთავრებამდე მემუშავა.

- მასწავლებლობა და ბავშვებზე პასუხისმგებლობა დიდ დროსაც მოითხოვს და შინაგან რესურსსაც. როგორ ახერხებდით ოჯახისა და სამსახურის შეთავსებას?

- თქვენ წარმოიდგინეთ ვახერხებდი და ესსაქმის დიდმა სიყვარულმა შემაძლებინა... ოჯახი მეხმარებოდა, განსაკუთრებით ჩემი არაჩვეულებრივი დედამთილი, რომელზეც დღესაც ვერ ვსაუბრობ ცრემლის გარეშე... საოცარი ქალბატონი იყო! მეც ძალიან ენერგიული ვიყავი და ახლა მიკვირს, სად წავიდა ამდენი ენერგია. სიბერე რთული ყოფილა...

- ამბობენ, რომ თანამედროვე ბავშვები უფრო რთულად აღსაზრდელები არიან და მასწავლებლის შრომაც დღეს უფრო მძიმეა. თქვენც ასე ფიქრობთ? რით განსხვავდებიან თქვენი პირველი მოსწავლეები ბოლო წლების გამოშვებებისგან?

- არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე ბავშვები უფრო რთულები არიან. თუ ბავშვების მიმართ სიყვარული გაქვს, ყველაფერს შეძლებ და თუ არ გიყვარს, პედაგოგი არ უნდა იყო! ქალაქში ძალიან ბევრნი არიან და ვერცერთი ჩემი მოწაფე ვერ გაიხსენებს ჩემს სიმკაცრეს. არ მახსოვს, ვინმესთვის მეყვიროს, გავჯავრებოდე...

ერთ საიდუმლოს მივაგენი: კლასში რომ შევიდოდი და ძალიან ხმაური იყო, ერთ ხელს ავწევდი, გავჩერდებოდი და ისე ვუყურებდი ბავშვებს... ვხედავდი, ერთი როგორ გაჩუმდებოდა და დაჯდებოდა, მერე მეორე, მესამე და ასე მთელი კლასი... ყველა ბავშვმა იცოდა, ცალ ხელს რომ ავწევდი, უნდა გაჩუმებულიყვნენ. იცინოდნენ ჩემზე, ჯადოსნური ხელი აქვსო. ერთხელ პატარა მოწაფემ მკითხა, ლილი მასწავლებელო, მეორე ხელსაც რატომ არ სწევთო... წლების წინ შეხვედრა მქონდა ჩემს კურსდამთავრებულებთან და იქაც მითხრეს, თქვენი ჯადოსნური ხელი სულ გვახსოვსო...

- რატომ აირჩიეთ დაწყებით კლასებში მუშაობა?

- უცხო ენების ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, დაწყებითების პედაგოგად სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი... 1959 წელს განათლების განყოფილებაში იმ იმედით მივედი, იქნებ ადგილი იყოს-მეთქი. ძალიან რთული იყო იმ პერიოდში უცხო ენებზე საათების მიღება... განათლების განყოფილების გამგე იყო ქეთევან ჭანიშვილი და მან მითხრა, დეკრეტულ შვებულებაში გავიდა მასწავლებელი და მის ადგილს შემოგთავაზებთო. უარი ვთქვი, დაწყებითებთან მე არ შემიძლია-მეთქი...

სახლში რომ მოვედი და ყველაფერი ჩემს დედამთილს ვუამბე, მითხრა, წადი შვილო, ბავშვებს მე მივხედავ, შენ დაიწყე მუშაობა და მერე გამოჩნდება, რაც შენ გსურსო... ასე შემთხვევით აღმოვჩნდი დაწყებითების პედაგოგად. ამ წლების განმავლობაში, ბევრი წოდება და სიგელი მერგო – მათ შორის, "წლის საუკეთესო პედაგოგი" და სხვა... ბოლოს ღირსების ორდენიც მომცეს. რასაკვირველია, ასეთი აღიარებები ძალიან სასიამოვნოა და ყოველთვის დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის.

- რას ურჩევდით დამწყებ მასწავლებლებს?

- როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ბავშვების სიყვარულს! მოთმინებას! პატარა ბავშვი ძალიან სათუთია და მასწავლებელში ხედავს დედასაც, დეიდასაც, ბებიასაც, ბიძასაც... უნდა იყო კიდეც ბავშვისთვის ასეთი და მაშინ დაიმსახურებ სიყვარულს! შეძლებ, რომ ასწავლო და მიაღწიო შენს მიზანს!

- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ...

- მეუღლე – ნოდარ საგანელიძე სამწუხაროდ დღეს გვერდით აღარ გვყავს. 2006 წელს გარდაიცვალა. პროფესიით ფილოსოფოსი, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ლექტორი გახლდათ. იშვიათი მამა და მეუღლე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეც აღარ მინდოდა. დათო უცოლო იყო, მას გვერდით დედა სჭირდებოდა. ზრუნამ გადამარჩინა. ახლა კი ნამდვილად აღარ მინდა იმ ქვეყნად წასვლა, დათოს შვილებს რომ ვუყურებ.

გული საშინლად მტკივა, ჩემი მეუღლე, რომ დათოს შვილებს ვერ მოესწრო... უფროსი ვაჟის შვილებს მოესწრო და არაჩვეულებრვი ბაბუა იყო. ძალიან მცხვენია, ტრაბახი გამომდის, მაგრამ შვილები ისე გავზარდე, მათთან ხმის აწევა არასოდეს დამჭირვებია. სწავლა ძალიან უყვარდათ. თუ ზოგჯერ მაინც იცელქებდნენ, მამით ვაშინებდი. საოცარი ის იყო, რომ ჩემი მეუღლე შვილებს არასოდეს გაჯავრებია და მაინც მისი ძალიან დიდი რიდი ჰქონდათ.

- პედაგოგის გამოცდილება შვილების აღზრდაში რამდენად გეხმარებოდათ?

- რა თქმა უნდა ძალიან მეხმარებოდა! თვითონ ვასწავლიდი ქართულს, მათემატიკას... დათოს რატომღაც ძალიან არ უყვარდა საბავშვო ბაღი. სულ ბუზღუნებდა, არ მინდა საბავშვო ბაღში წასვლაო. გია რომ მეცადინეობდა, დაუჯდებოდა გვერდით და უსმენდა. თავისით ისწავლა წერაც და კითხვაც. გია რომ მუსიკაზე დამყავდა, სახლში მეცადინეობის დროს დათო იქვე იჯდა უყურებდა...

ერთხელ გია სკოლაში იყო და დათო იქვე თამაშობდა... უცებ შემომესმა პიანინოს ხმა და გამიკვირდა, ვიცოდი, გია სახლში არ იყო. თურმე დათომ სმენით ააწყო და რაღაც ეტიუდს უკრავდა. მეექვსე მუსიკალურში დამყავდა გია, სადაც ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავდა, თამარა სერგეევნა. ამ ქალბატონმა მითხრა, მისაღებ გამოცდებზე მიმეყვანა დათო, თუმცა ასაკით ძალიან პატარა იყო. გავიყვანეთ გამოცდაზე, შემდეგ მე ავად გავხდი, მეუღლემ კი დათო ჩარიცხულთა სიაში ვერ იპოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პირდაპირ მეორე კლასში ჩაურიცხიათ. დათომ საშუალო სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა, ხუთიანზე ნაკლები ნიშანი არასოდეს მიუღია.

- ძალიან წარმატებული შვილები გყავთ, რამდენად იყავით ჩართულნი მშობლები შვილების ცხოვრებაში და რას ურჩევთ ახალბედა დედებს?

- ახალბედა დედებს მეტ ყურადღებას ვურჩევ შვილების მიმართ... ბავშვი აუცილებლად დედის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რაც არ უნდა დატვირთული იყოს, დედაა ბავშვის ცხოვრებაში უმთავრესი! შვილებს მუსიკაზე, კალადბურთზე, ცურვაზე და სად აღარ დავატარებდი და თან სულ ყურადღებით ვიყავი. გია განსაკუთრებით უკადრისობდა, ზოგჯერ ვიმალებოდი, გიას იქ მყოფი რომ არ დავენახე... შვილების შემდეგ ერთი დღეც აღარ მიცხოვრია ჩემთვის, სულ შვილებისთვის ვიყავი და შემდეგ შვილიშვილებისთვის.

ძალიან დამჯერი შვილები მყავს, მაგათ სიცოცხლეს ვფიცავარ. ბავშვობაშიც ასეთები იყვნენ. უკვირთ, რომ ვამბობ ბიჭების გაზრდა ძალიან ადვილია-თქო... დათოს ცოტა ასაკში მოუწია ოჯახის შექმნა და ერთმანეთს მიყოლებულნი არიან მისი შვილები. ძალიან კარგი დედაა დათოს მეუღლე –სოფო, ყურადღებიანი... თავად დათოც არაჩვეულებრივი მამაა.

- შვილიშვილების აღზრდაში რამდენად ხართ ჩართული?

- გიას შვილები ჩემი მოწაფეები იყვნენ. ზოგჯერ ეშლებოდათ და ბებია-მასწავლებელოს მეძახდნენ.

- როგორც მასწავლებელი, რას ურჩევდით მოსწავლეების მშობლებს?

- მეტ ყურადღებას! დღეს ვხედავ, რომ ზოგიერთი ბავშვი უმეთვალყურეოდ არის გაშვებული. ეს ყოვლად დაუშვებელია!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ