გლდანში, მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 30 წლამდე ასაკის ქალი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. შემთხვევა წუხელ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო: გლდანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - რა დაინახეს თვითმხილველებმა?