საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩევები ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ მავნე ორგანიზმებს ეფექტურად და რა უნდა ვიცოდეთ პესტიციდების გამოყენების დროს
რჩევები ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ მავნე ორგანიზმებს ეფექტურად და რა უნდა ვიცოდეთ პესტიციდების გამოყენების დროს

გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რა, ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბა, მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბი - ეს და სხვა არა­ერ­თი ფაქ­ტო­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ხა­რისხზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. თხი­ლის, ციტ­რუ­სის, ყუ­რძნი­სა და სხვა კულ­ტუ­რე­ბის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა­ზე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა თხი­ლის მო­სავ­ლის ასა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბი­ან. არა­ერ­თი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი საკ­მა­ოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი და ამ ეტაპ­ზე წლე­ვან­დე­ლი მო­სავ­ლით კმა­ყო­ფი­ლი არი­ან. სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის დათ­ვლამ­დე ერთ თვე­ზე ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა. მიმ­დი­ნა­რე შე­დე­გი რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ფერ­მე­რებ­მა სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით კი­დევ ერთხელ შე­წამ­ლონ ნარ­გა­ვე­ბი მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის­გან და­სა­ცა­ვად.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მცე­ნა­რე­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ნი­კო­ლოზ მეს­ხის გან­მარ­ტე­ბით, წამ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა შე­ირ­ჩეს შე­სა­წამ­ლა­ვი პრე­პა­რა­ტე­ბი: "აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ფერ­მე­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რონ. უნდა ვებ­რძო­ლოთ ამ ორ­გა­ნიზ­მებს - მწე­რებს, ბაქ­ტე­რი­ებს, ტკი­პებს, სო­კო­ებ­სა და ვირუ­სებს. მათ საკ­მა­ოდ დიდი ზი­ა­ნის გა­მოწ­ვე­ვა და მო­სავ­ლის ხა­რის­ხის და­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ.

ნარ­გა­ვე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სას, პირ­ველ რიგ­ში, რჩე­ვა უნდა ვკი­თხოთ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე აგ­რო­ნომს, რო­მე­ლიც და­ად­გენს, რა მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მია ჩვენს ნარ­გავ­ზე და რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მის წი­ნა­აღ­მდეგ. პრე­პა­რა­ტის სწო­რად შერ­ჩე­ვას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა".

სად და რო­გორ უნდა შე­ვი­ძი­ნოთ პეს­ტი­ცი­დე­ბი, რო­დის უნდა ჩა­ვა­ტა­როთ შე­წამ­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და რა დე­ტა­ლე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შე­წამ­ვლი­სას? - ამ სა­კი­თხებ­ზე ნი­კო­ლოზ მეს­ხი ვრცლად გვე­სა­უბ­რა.

სად უნდა შე­ვი­ძი­ნოთ პეს­ტი­ცი­დე­ბი

"პეს­ტი­ცი­დი უნდა შე­ვი­ძი­ნოთ ფერ­მერ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში, სა­დაც ქი­მი­კა­ტე­ბის შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლია. სა­სურ­ვე­ლია, პეს­ტი­ცი­დი შე­ნა­ხუ­ლი იყოს გა­უხ­სნელ, ორი­გი­ნა­ლურ ტა­რა­ში"

რო­დის უნდა ჩა­ვა­ტა­როთ შე­წამ­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

"შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბა დი­ლი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. მა­ღა­ლი სი­ცხის დროს პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ამ დროს ეფექ­ტუ­რო­ბა მცირ­დე­ბა. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვიწ­ვი­ოთ ფი­ტო­ტოქ­სი­კუ­რო­ბა, რაც ნიშ­ნავს მცე­ნა­რის სი­დამ­წვრეს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პეს­ტი­ცი­დე­ბი მზე­სა და სი­ცხე­ში არ შე­ვას­ხუ­როთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქა­რის სიჩ­ქა­რე არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 5 მეტრს წამ­ში."

რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ შე­სა­წამ­ლა­ვი ხსნა­რი

"პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­ვიც­ვათ პეს­ტი­ცი­დე­ბის სა­ჰექ­ტა­რო ხარ­ჯვის ნორ­მა. თუ ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლი შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი აგ­რე­გა­ტი რამ­დენ ლიტრს წყალს ხარ­ჯავს 1 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე და ასე­ვე, ვი­ცით პრე­პა­რა­ტის ხარ­ჯვის ნორ­მა, კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ად­ვი­ლად და­ვი­ან­გა­რი­შებთ. შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­მუ­შაო ნა­ზა­ვის შეს­ხუ­რე­ბა უნდა მოხ­დეს მცე­ნა­რის ვარ­ჯის გა­რე­თა ზე­და­პირ­ზე. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღა­ლი დო­ნის დაც­ვას და ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს ჩვენს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იმ მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ."

რა დე­ტა­ლე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შე­წამ­ვლის პრო­ცეს­ში

"ნე­ბის­მი­ე­რი პეს­ტი­ცი­დის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მუ­შა­ოს მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. მათ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა რე­ზი­ნის ჩექ­მა, დამ­ცა­ვი კომ­ბი­ნე­ზო­ნი, ხელ­თათ­მა­ნი, რეს­პი­რა­ტო­რი, დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე და ქუდი.

პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას და­უშ­ვე­ბე­ლია სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა ან რა­ი­მე სა­ხის საკ­ვე­ბი­სა და სასმლის მი­ღე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რჩევები ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ მავნე ორგანიზმებს ეფექტურად და რა უნდა ვიცოდეთ პესტიციდების გამოყენების დროს

რჩევები ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ მავნე ორგანიზმებს ეფექტურად და რა უნდა ვიცოდეთ პესტიციდების გამოყენების დროს

გარემო პირობები, ტემპერატურა, ნალექის რაოდენობა, მავნე ორგანიზმები - ეს და სხვა არაერთი ფაქტორი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის რაოდენობასა და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. თხილის, ციტრუსის, ყურძნისა და სხვა კულტურების მოსავლიანობაზე ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

დასავლეთ საქართველოში ახლა თხილის მოსავლის ასაღებად ემზადებიან. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივი ფერმერები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამ ეტაპზე წლევანდელი მოსავლით კმაყოფილი არიან. საბოლოო შედეგების დათვლამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. მიმდინარე შედეგი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია, რომ ფერმერებმა სახელმწიფოს დახმარებით კიდევ ერთხელ შეწამლონ ნარგავები მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განმარტებით, წამლობა აუცილებელია, თუმცა დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს შესაწამლავი პრეპარატები: "აუცილებელია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელებული მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგოდ ფერმერებმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. უნდა ვებრძოლოთ ამ ორგანიზმებს - მწერებს, ბაქტერიებს, ტკიპებს, სოკოებსა და ვირუსებს. მათ საკმაოდ დიდი ზიანის გამოწვევა და მოსავლის ხარისხის დაწევა შეუძლიათ.

ნარგავების დამუშავებისას, პირველ რიგში, რჩევა უნდა ვკითხოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აგრონომს, რომელიც დაადგენს, რა მავნე ორგანიზმია ჩვენს ნარგავზე და რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ. პრეპარატის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება".

სად და როგორ უნდა შევიძინოთ პესტიციდები, როდის უნდა ჩავატაროთ შეწამვლითი ღონისძიებები და რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ შეწამვლისას? - ამ საკითხებზე ნიკოლოზ მესხი ვრცლად გვესაუბრა.

სად უნდა შევიძინოთ პესტიციდები

"პესტიციდი უნდა შევიძინოთ ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, სადაც ქიმიკატების შენახვისა და რეალიზაციის წესები და პირობები დაცულია. სასურველია, პესტიციდი შენახული იყოს გაუხსნელ, ორიგინალურ ტარაში"

როდის უნდა ჩავატაროთ შეწამვლითი ღონისძიებები

"შეწამვლითი სამუშაოები ტარდება დილისა და საღამოს საათებში. მაღალი სიცხის დროს პესტიციდების გამოყენება დაუშვებელია, რადგან ამ დროს ეფექტურობა მცირდება. ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ ფიტოტოქსიკურობა, რაც ნიშნავს მცენარის სიდამწვრეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პესტიციდები მზესა და სიცხეში არ შევასხუროთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქარის სიჩქარე არ აღემატებოდეს 5 მეტრს წამში."

როგორ მოვამზადოთ შესაწამლავი ხსნარი

"პესტიციდების გამოყენების დროს აუცილებელია, დავიცვათ პესტიციდების საჰექტარო ხარჯვის ნორმა. თუ ვიცით, კონკრეტული შემასხურებელი აგრეგატი რამდენ ლიტრს წყალს ხარჯავს 1 ჰექტარ ფართობზე და ასევე, ვიცით პრეპარატის ხარჯვის ნორმა, კონცენტრაციას ადვილად დავიანგარიშებთ. შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ნაზავის შესხურება უნდა მოხდეს მცენარის ვარჯის გარეთა ზედაპირზე. ეს უზრუნველყოფს მაღალი დონის დაცვას და ეფექტურად მოქმედებს ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელებული იმ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ."

რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ შეწამვლის პროცესში

"ნებისმიერი პესტიციდის გამოყენების დროს აუცილებელია სამუშაოს მონაწილე პირებმა მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები. მათ უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, როგორიცაა რეზინის ჩექმა, დამცავი კომბინეზონი, ხელთათმანი, რესპირატორი, დამცავი სათვალე და ქუდი.

პესტიციდების გამოყენებისას დაუშვებელია სიგარეტის მოწევა ან რაიმე სახის საკვებისა და სასმლის მიღება".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ