პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეშახტე, რომელიც დღეს დაიღუპა, მინდელის შახტაში აპრილში გარდაცვლილის ბიძა იყო
მეშახტე, რომელიც დღეს დაიღუპა, მინდელის შახტაში აპრილში გარდაცვლილის ბიძა იყო

დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, ქა­ლაქ ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას 4 მუ­შის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ შახ­ტის მი­წის­ქვე­შა სამ­თო ოს­ტა­ტებ­ი - 30 წლის ლაშა ფორჩხი­ძე, 55 წლის მი­ხე­ილ გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი, 57 წლის იო­სებ ქარ­ქა­შა­ძე და 57 წლის მურ­მან ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.

სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 6 პირი გა­და­იყ­ვა­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ფორჩხი­ძეა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ლაშა ფორჩხი­ძის მე­ზო­ბელ­მა ავთო რი­ჟა­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ფორჩხი­ძე ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და.

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო ლაშა, ფაქ­ტი­უ­რად ბავ­შვო­ბი­დან შახ­ტა­ში მუ­შა­ობს. პა­ტა­რა იყო, როცა დედა და­ე­ღუ­პა, ბლის ხი­დან გად­მო­ვარ­და სა­წყა­ლი ქალი და ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და ეს ბიჭი. ტყი­ბუ­ლის ტექ­ნი­კუ­მი და­ამ­თავ­რა, მა­მა­მი­სი აქ მუ­შა­ობ­და სად­გუ­რის სა­სა­დი­ლო­ში. ორი წლის წინ მო­უკ­ვდა მამა ბიჭს. ოჯახს ძი­რი­თა­დად ლაშა არ­ჩენ­და, ბა­ბუ­ა­მი­სიც წვა­ლობ­და, ყველს აბა­რებს მა­ღა­ზი­ა­ში.

- ოჯა­ხი ჰყავ­და?

- ცოლ-შვი­ლი არ დარ­ჩე­ნია. მშრო­მე­ლი ბიჭი იყო და სულ შრო­მობ­და სა­ცო­და­ვი. თა­ვის თავ­საც არ­ჩენ­და და მო­ხუც ბე­ბია-ბა­ბუ­ა­საც სა­მა­გა­ლი­თოდ უვ­ლი­და.

55 წლის მი­ხე­ილ გა­მე­ზარ­დაშ­ვილს, რო­მე­ლიც დღეს სა­ვა­რა­უ­დოდ მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლა, სამი თვის წინ, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში ძმის­შვი­ლი და­ე­ღუ­პა. 26 წლის პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი და მისი 5 კო­ლე­გა აპ­რი­ლის თვე­ში შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში ჭე­რის ჩა­მოშ­ლას ემსხვერ­პლნენ.

"მე­რამ­დე­ნე ტრა­გე­დი­აა უკვე ვე­ღარ ვით­ვლით. უბე­დუ­რე­ბა უბე­დუ­რე­ბა­ზე ხდე­ბა, ვაჟ­კა­ცებს ვა­ბა­რებთ მი­წას. ოჯა­ხე­ბი ეწი­რე­ბა უკვე. წინა აფეთ­ქე­ბის დროს პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა, ახლა კი ბი­ძა­მი­სი მოკ­ვდა მიშა. ოჯა­ხის ბურ­ჯი კაცი იყო, ცოლი, შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავ­და. ტყი­ბულ­ში ყვე­ლა კაცი შახ­ტა­შია ჩა­სუ­ლი, ვა­ლე­ბი აქვს ხალ­ხს, ოჯა­ხე­ბი ყავთ, სხვა სა­მუ­შაო კი აქ არ არის" - ამ­ბობს ტყი­ბუ­ლის მკვიდ­რი ოთარ ჭე­ლიშ­ვი­ლი.

მინ­დე­ლის შახ­ტა­ში დღეს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

პრე­მი­ერ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მინ­დე­ლის შახ­ტი და­ი­ხუ­რე­ბა და არ გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას იქამ­დე, ვიდ­რე არ დას­რულ­დე­ბა რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა, ისე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

მეშახტე, რომელიც დღეს დაიღუპა, მინდელის შახტაში აპრილში გარდაცვლილის ბიძა იყო

მეშახტე, რომელიც დღეს დაიღუპა, მინდელის შახტაში აპრილში გარდაცვლილის ბიძა იყო

დღეს გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას 4 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ადგილზე გარდაიცვალნენ შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 30 წლის ლაშა ფორჩხიძე, 55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილი, 57 წლის იოსებ ქარქაშაძე და 57 წლის მურმან ლილუაშვილი.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში 6 პირი გადაიყვანეს.

გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ფორჩხიძეა. როგორც AMBEBI.GE-ს ლაშა ფორჩხიძის მეზობელმა ავთო რიჟამაძემ განუცხადა, ფორჩხიძე ობლობაში გაიზარდა.

- არაჩვეულებრივი ბიჭი იყო ლაშა, ფაქტიურად ბავშვობიდან შახტაში მუშაობს. პატარა იყო, როცა დედა დაეღუპა, ბლის ხიდან გადმოვარდა საწყალი ქალი და ობლობაში გაიზარდა ეს ბიჭი. ტყიბულის ტექნიკუმი დაამთავრა, მამამისი აქ მუშაობდა სადგურის სასადილოში. ორი წლის წინ მოუკვდა მამა ბიჭს. ოჯახს ძირითადად ლაშა არჩენდა, ბაბუამისიც წვალობდა, ყველს აბარებს მაღაზიაში.

- ოჯახი ჰყავდა?

- ცოლ-შვილი არ დარჩენია. მშრომელი ბიჭი იყო და სულ შრომობდა საცოდავი. თავის თავსაც არჩენდა და მოხუც ბებია-ბაბუასაც სამაგალითოდ უვლიდა.

55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილს, რომელიც დღეს სავარაუდოდ მეთანის აფეთქებას ემსხვერპლა, სამი თვის წინ, მინდელის შახტაში ძმისშვილი დაეღუპა. 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი და მისი 5 კოლეგა აპრილის თვეში შახტის ერთ-ერთ გვირაბში ჭერის ჩამოშლას ემსხვერპლნენ.

"მერამდენე ტრაგედიაა უკვე ვეღარ ვითვლით. უბედურება უბედურებაზე ხდება, ვაჟკაცებს ვაბარებთ მიწას. ოჯახები ეწირება უკვე. წინა აფეთქების დროს პავლე გამეზარდაშვილი დაიღუპა, ახლა კი ბიძამისი მოკვდა მიშა. ოჯახის ბურჯი კაცი იყო, ცოლი, შვილი, შვილიშვილები ჰყავდა. ტყიბულში ყველა კაცი შახტაშია ჩასული, ვალები აქვს ხალხს, ოჯახები ყავთ, სხვა სამუშაო კი აქ არ არის" - ამბობს ტყიბულის მკვიდრი ოთარ ჭელიშვილი.

მინდელის შახტაში დღეს მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინდელის შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას იქამდე, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ