ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქალმა იმშობიარა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ორსული ქალი ურალის ავიახაზებით მოსკოვში აპირებდა გამგზავრებას, თუმცა მას ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო.
მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.