სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება
პრემიერი - მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება

მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი და­ის­ჯე­ბა კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შახ­ტი არ გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას, ვიდ­რე არ დას­რულ­დე­ბა რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა, ისე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

„მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში დღეს დი­ლით მო­რი­გი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მთე­ლი გუ­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ ამ მძი­მე წუ­თებ­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ვერ და­უშ­ვებს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­უც­ვე­ლო­ბას. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შახ­ტის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ.

მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი და­ის­ჯე­ბა კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით. შახ­ტი არ გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას, ვიდ­რე არ დას­რულ­დე­ბა რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა, ისე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.

შახ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლებს ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ ხელ­ფა­სი“, - აცხა­დებს პრე­მი­ე­რი.

ნა­ხეთ ასე­ვე: 3 თვე­ში გან­მე­ო­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დია და კომ­პა­ნია, 160 მლნ დო­ლა­რის შე­მო­სავ­ლით - ვინ არის მინ­დე­ლის შახ­ტის მფლო­ბე­ლი

სა­უ­ბე­დუ­როდ, მინ­დე­ლის შახ­ტში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ ვინ­მეს სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რომ ეს იყო კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ადა­მი­ა­ნი ან პირ­თა წრე უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა.

„სა­უ­ბე­დუ­როდ, მინ­დე­ლის შახ­ტში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა გრძელ­დე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საქ­მე 240-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რო­მე­ლიც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ან უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას ან ჯან­მრთე­ლო­ბის მოს­პო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუ ვინ­მეს სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რომ ეს იყო კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ადა­მი­ა­ნი ან პირ­თა წრე უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს, ვინც ამ ტრა­გე­დი­ა­ზე არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ზე­დი­ზედ ხდე­ბო­დეს, ორი თვის წინ ვსა­უბ­რობ­დით ექ­ვსი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა­ზე, ახლა კი­დევ ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ეს არის უზარ­მა­ზა­რი ტრა­გე­დია. ყვე­ლა უნდა მო­ბი­ლიზ­დეს, რათა სა­გან­გე­ბო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ვი­ღოთ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბას­თან, მფლო­ბე­ლებ­თან და გა­მო­ძი­ე­ბას და­ვე­ლო­დოთ“, -გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მინ­დე­ლის შახ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და დას­კვნა და­ი­დო, თუ რა უნდა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო.

„გა­სა­გე­ბია, რომ შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­დეს, მაგ­რამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა იყოს დაყ­ვა­ნი­ლი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რი გა­მო­რი­ცხუ­ლი. ეს არის კა­ნო­ნის არსი. ამ მხრივ სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა გამ­კაც­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. მეს­მის, რომ და­ღუ­პულ­თა თუ და­შა­ვე­ბულ­თა ოჯა­ხებს კომ­პენ­სა­ცია ურ­ჩევ­ნი­ათ და არა ადა­მი­ა­ნის ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბა, მაგ­რამ თუ უმ­კაც­რე­სი დას­ჯა არ მოხ­და და ეს სა­მა­გა­ლი­თო არ იქნა, ამით სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის დას­ჯის პრე­ვენ­ცია ძა­ლი­ან მცირ­დე­ბა. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა უნდა შე­ჩერ­დეს, უნდა და­ვად­გი­ნოთ, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი რა იყო“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ზო­ი­ძემ.

დამ­საქ­მე­ბელ­მა კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და შრო­მის უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას.

ხუ­ლორ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, მინ­დე­ლის შახ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი 1500 ადა­მი­ა­ნის­თვის შახ­ტის და­ხურ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, მაგ­რამ სწო­რედ ამ მა­ღა­ლი რის­კის გამო მი­ი­ღეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

“რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს უბე­დუ­რე­ბა?! თუ ეკო­ნო­მი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნია ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, კე­თი­ლი ინე­ბოს დამ­საქ­მე­ბელ­მა და უზ­რუნ­ველ­ყოს შრო­მის უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი. ქვა­ნახ­ში­რის წარ­მო­ე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. ამას მოწ­მობს ის, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში ქვა­ნახ­ში­რის შახ­ტებ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ყო­ფი­ლა. მეს­მის, რომ მინ­დე­ლის შახ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი 1500 ადა­მი­ა­ნის­თვის შახ­ტის და­ხურ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, მაგ­რამ სწო­რედ ამ მა­ღა­ლი რის­კის გამო მი­ი­ღეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქვა­ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დარ­ჩე­ნილ ქვეყ­ნებ­ში ქვა­ნახ­ში­რის წარ­მო­ე­ბის და­ხურ­ვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი და პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობს, რომ ასე­თი წარ­მო­ე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებს წარ­მო­ე­ბის და­ხურ­ვით გა­მოწ­ვე­ულ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ჩვენც უნდა შე­ვი­მუ­შა­ოთ ასე­თი პროგ­რა­მა და იქ და­საქ­მე­ბუ­ლებს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შევ­თა­ვა­ზოთ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ხუ­ლორ­და­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მინ­დე­ლის შახ­ტში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 6 კი მძი­მედ და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრემიერი - მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება

პრემიერი - მინდელის შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება

მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებაში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - აცხადებს პრემიერი.

ნახეთ ასევე: 3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია, 160 მლნ დოლარის შემოსავლით - ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი

საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად დაისჯება.

„საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 240-ე მუხლით აღძრა, რომელიც გაუფრთხილებლობით ან უსაფრთხოების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის მოსპობას ითვალისწინებს. თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ტრაგედიაზე არის პასუხისმგებელი. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს, ორი თვის წინ ვსაუბრობდით ექვსი ადამიანის დაღუპვაზე, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეს არის უზარმაზარი ტრაგედია. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

კონსულტაციები იქნება მთავრობასთან, მფლობელებთან და გამოძიებას დაველოდოთ“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მინდელის შახტში გამოძიება ჩატარებულია და დასკვნა დაიდო, თუ რა უნდა გამოსწორებულიყო.

„გასაგებია, რომ შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ეს არის კანონის არსი. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დამსაქმებელმა კეთილი უნდა ინებოს და შრომის უსაფრთხო პირობები უნდა უზრუნველყოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

ხულორდავას განცხადებით, მინდელის შახტში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება.

“როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა, კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები. ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. მესმის, რომ მინდელის შახტში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება. დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები