კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი" - რა განათლება აქვს შალვა თადუმაძეს?
"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი" - რა განათლება აქვს შალვა თადუმაძეს?

პი­რა­დად მე ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრა­დაც და­გი­ჭერ­დით მხარს, მაგ­რამ მინ­და უფრო მეტი მი­თხრათ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ, რომ თქვე­ნი დიპ­ლო­მი მით­ქმა-მოთ­ქმის სა­გა­ნი არ იყოს, - ამ სი­ტყვე­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნილ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს მი­მარ­თა.

“რო­დე­საც არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად და­ი­ნიშ­ნა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მე­გო­ნა, რომ რაკი ის ად­ვო­კატ­თა სექ­ტო­რი­დან მო­ვი­და, იქ­ნე­ბო­და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი - არ ვარ იუ­რის­ტი და წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნა, რომ ეს ასე იქ­ნე­ბო­და. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ რა­ღა­ცე­ბი ასე არ გა­მო­ვი­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, რომ მას რომ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გა, ამა­ში სწო­რედ ად­ვო­კა­ტო­ბამ შე­უ­შა­ლა ხელი. მირ­ჩევ­ნია სა­მარ­თალ­მა ია­როს ნელა და მო­ი­პო­ვოს თა­ვი­სი სი­მარ­თლე, ვიდ­რე საქ­მე მი­ვა­ფუ­ჩე­ჩოთ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. მხო­ლოდ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის ადა­მი­ანს უწე­რია, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის იუ­რის­ტი უნდა იყოს. პი­რა­დად მე ნე­ბის­მი­ერ თა­ნა­მე­ბო­ბა­ზე - მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრა­დაც უსი­ტყვოდ და­გი­ჭერ­დით მხარს, მაგ­რამ მინ­და უფრო მეტი მი­თხრათ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ, რად­გან თქვე­ნი დიპ­ლო­მი, იმ დრო­ის­თვის ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა, მით­ქმა-მოთ­ქმის სა­გა­ნი რომ არ იყოს, ეგებ ამა­ზე მე­ტად ისა­უბ­როთ“, - მი­მარ­თა ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს.

რო­გორც თა­დუ­მა­ძემ დე­პუ­ტა­ტის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, მას­ზე, რო­გორც იუ­რისტზე, ყო­ველ­თვის იყო მო­თხოვ­ნა და არ არ­სე­ბობ­და არც ერთი დღე, როცა ის, რო­გორც იუ­რის­ტი, და­საქ­მე­ბუ­ლი არ იყო.

“ად­ვო­კა­ტი ექ­ვსი წლის წინ ვი­ყა­ვი. ექ­ვსი წელი მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი ვი­ყა­ვი და ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტთან ვმუ­შა­ობ­დი. შემ­დეგ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. ამ­დე­ნად ის საფრ­თხე თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ად­ვო­კა­ტი პრო­კუ­რო­რი იყოს, არ ვფიქ­რობ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე პრობ­ლე­მაა - რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან არ მოვ­დი­ვარ, არა­მედ მოვ­დი­ვარ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან. არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებ­დი ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­ზე და დიპ­ლომ­ზე სა­უ­ბარს, რომ არა ქალ­ბა­ტო­ნი ენ­ძე­ლას მი­მართ ჩემი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა.

მე, 1992-2000 წლებ­ში ის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ვამ­თავ­რე, რო­მე­ლიც ლე­გა­ლუ­რად კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და და გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის დო­კუ­მენ­ტე­ბი მი­ვი­ღე, რა დო­კუ­მენ­ტებ­საც ეს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი გას­ცემ­და. არც ერთი წუ­თით არ ვნა­ნობ, რად­გან დიპ­ლო­მი არის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვი და იმის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა, თუ რამ­დე­ნად შეს­ძლო გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბილ­მა პირ­მა თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა. არც ერთი დღე მე უმუ­შე­ვა­რი არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემ­ზე, რო­გორც იუ­რისტზე ყო­ველ­თვის იყო მო­თხოვ­ნა.

ამ ქვე­ყა­ნა­ში ორი მი­ლი­არ­დე­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და და ორი­ვე მი­ლი­არ­დე­ლის ოჯახს ამ დიპ­ლო­მით ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი. ამ ქვეყ­ნა­ში, რო­გორც ად­ვო­კა­ტი, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ გე­ნე­რალს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი. ამ დიპ­ლო­მით შევ­ძე­ლი, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე მე­მუ­შა­ვა მთავ­რო­ბის ნა­წილ­ში და ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ გუნდს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხილ­ვა­ში, რო­მელ­საც ან პი­რა­დად მე ვწერ­დი ან მე ვი­ღებ­დი მის და­წე­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამი­ტომ, არ მეს­მის, ჩემს გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ტომ გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და თა­დუ­მა­ძემ ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის პა­სუ­ხად.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, შალ­ვა თა­დუ­მა­ძე 1994 - 1998 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­თო ინ­ჟინ­რის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა, ხოლო 1994 – 1999 წლებ­ში, იუ­რის­ტის გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი" - რა განათლება აქვს შალვა თადუმაძეს?

"ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი" - რა განათლება აქვს შალვა თადუმაძეს?

პირადად მე ნებისმიერ თანამდებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ, რომ თქვენი დიპლომი მითქმა-მოთქმის საგანი არ იყოს, - ამ სიტყვებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს მიმართა.

“როდესაც არჩილ კბილაშვილი მთავარ პროკურორად დაინიშნა, აღფრთოვანებული ვიყავი. მეგონა, რომ რაკი ის ადვოკატთა სექტორიდან მოვიდა, იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული - არ ვარ იურისტი და წარმოდგენა შემექმნა, რომ ეს ასე იქნებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაცები ასე არ გამოვიდა. რასაკვირველია, არჩილ თალაკვაძის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პროფესიონალები საუბრობდნენ, რომ მას რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, ამაში სწორედ ადვოკატობამ შეუშალა ხელი. მირჩევნია სამართალმა იაროს ნელა და მოიპოვოს თავისი სიმართლე, ვიდრე საქმე მივაფუჩეჩოთ.

მთავარი პროკურატურის თანამდებობა განსაკუთრებულ განათლებას მოითხოვს. მხოლოდ ამ თანამდებობის ადამიანს უწერია, რომ სისხლის სამართლის იურისტი უნდა იყოს. პირადად მე ნებისმიერ თანამებობაზე - მათ შორის პრემიერ-მინისტრადაც უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, მაგრამ მინდა უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ, რადგან თქვენი დიპლომი, იმ დროისთვის ამ უნივერსიტეტის დამთავრება, მითქმა-მოთქმის საგანი რომ არ იყოს, ეგებ ამაზე მეტად ისაუბროთ“, - მიმართა ენძელა მაჭავარიანმა შალვა თადუმაძეს.

როგორც თადუმაძემ დეპუტატის პასუხად განაცხადა, მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და არ არსებობდა არც ერთი დღე, როცა ის, როგორც იურისტი, დასაქმებული არ იყო.

“ადვოკატი ექვსი წლის წინ ვიყავი. ექვსი წელი მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ორი მოწვევის პარლამენტთან ვმუშაობდი. შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი. ამდენად ის საფრთხე თუ როგორ შეიძლება ადვოკატი პროკურორი იყოს, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემაა - როგორც მთავარი პროკურორი საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდივარ, არამედ მოვდივარ სახელმწიფო სამსახურიდან. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს განათლებაზე და დიპლომზე საუბარს, რომ არა ქალბატონი ენძელას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა.

მე, 1992-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომელიც ლეგალურად კანონმდებლობით საქართველოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. არც ერთი წუთით არ ვნანობ, რადგან დიპლომი არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შესძლო განათლებამიღებილმა პირმა თავის რეალიზება. არც ერთი დღე მე უმუშევარი არ ვყოფილვარ. ჩემზე, როგორც იურისტზე ყოველთვის იყო მოთხოვნა.

ამ ქვეყანაში ორი მილიარდელის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდელის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყნაში, როგორც ადვოკატი, რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი. ამ დიპლომით შევძელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. ამიტომ, არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები“, - განაცხადა თადუმაძემ ენძელა მაჭავარიანის პასუხად.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 - 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები