სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდელის შახტში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქება მოხდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს
მინდელის შახტში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქება მოხდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

ტყი­ბულ­ში, მი­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში და­შა­ვე­ბუ­ლი 6 ადა­მი­ა­ნი­დან 3 კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დას, ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან თბი­ლის­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში გად­მო­ყავს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი პრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის გვი­რაბ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დე­ლის შახ­ტის გვი­რაბ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­ი­ღუ­პა 4 და და­შა­ვე­ბუ­ლია 6 ადა­მი­ა­ნი.

“მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას, 112-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ქა­ლაქ ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა.

სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს შახ­ტის მი­წის­ქვე­შა სამ­თო ოს­ტა­ტებ­მა - 1961 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.ლ-მ, 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.გ.-მ, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ლ.ფ-მ და 1961 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი.ქ-მ, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს - 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ს., 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ა, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ და1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მინდელის შახტში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქება მოხდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

მინდელის შახტში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქება მოხდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

ტყიბულში, მიდელის სახელობის შახტში დაშავებული 6 ადამიანიდან 3 კატასტროფის ბრიგადას, ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოყავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები პროფილურ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.

“მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და1988 წელს დაბადებული გ.ა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია