მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეებს დღეიდან ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება შეეძლებათ
მოქალაქეებს დღეიდან ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება შეეძლებათ

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო პო­ლი­ფარ­მა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის ანუ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჭარ­ბად და­ნიშ­ვნის პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზმს ნერ­გავს. კერ­ძოდ, უწყე­ბის ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს 16 ივ­ლი­სი­დან 5 და მეტი მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

„5 და მეტი მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. გან­სა­ზღვრუ­ლია რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­და­მოწ­მდე­ბა, ჭარ­ბად არის თუ არა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მო­წე­რი­ლი. მათ შო­რის, ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა, ხომ არ არის და­ნიშ­ნუ­ლი ორი ან მეტი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, ასე­ვე, ხომ არ არის ექი­მის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ერთი და იგი­ვე ჯე­ნე­რი­კი ორი და მეტი სა­ვაჭ­რო და­სა­ხე­ლე­ბით ან ერთი და იგი­ვე ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ხომ არ არის ერ­თდრო­უ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ შემ­თხვე­ვებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნის გზე­ბი, რად­გან შე­საძ­ლოა, მა­გა­ლი­თად, ორი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი იყოს და­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა, ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნის გზე­ბი იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი (ერთი იყოს და­სა­ლე­ვი აბი, მე­ო­რე კი მა­ლა­მოს სა­ხით)“, - აღ­ნიშ­ნა „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ნა­თია ნო­ღა­ი­დელ­მა.

მო­ქა­ლა­ქე­ებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს რა­ი­ო­ნულ ფი­ლი­ალ­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წარ­დგე­ნით, ისე ელექტრო­ნუ­ლად, ელექტრო­ნუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის სის­ტე­მა­ში პა­ცი­ენ­ტის გვერ­დი­დან.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მოქალაქეებს დღეიდან ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება შეეძლებათ

მოქალაქეებს დღეიდან ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება შეეძლებათ

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ.

„5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან მეტი ანტიბიოტიკი, ასევე, ხომ არ არის ექიმის მიერ გამოწერილი ერთი და იგივე ჯენერიკი ორი და მეტი სავაჭრო დასახელებით ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები ხომ არ არის ერთდროულად დანიშნული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზები, რადგან შესაძლოა, მაგალითად, ორი ანტიბიოტიკი იყოს დანიშნული, თუმცა, ორგანიზმში შეყვანის გზები იყოს განსხვავებული (ერთი იყოს დასალევი აბი, მეორე კი მალამოს სახით)“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა.

მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალში დანიშნულების წარდგენით, ისე ელექტრონულად, ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პაციენტის გვერდიდან.

"გარეთ უნდა ისეირნოთ, თუმცა არ არის საჭირო ჯგუფებად სიარული" - ხათუნა ზახაშვილი

სპეცპროექტი COVID-19: ლევან რატიანი; დევი ტაბიძე

საქართველოში კორონავირუსისგან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა