თავსხმა წვიმა და ერთი ქოლგა... - როგორ მიულოცა პუტინმა ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონობა

თავსხმა წვიმა და ერთი ქოლგა... - როგორ მიულოცა პუტინმა ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონობა

როგორ ულოცავს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ფოტოს "რადიო თავისუფლების" ფეისბუქ-გვერდი ავრეცელებს.

"აი მესმის სტიმარ-მასპინძლობა... პორველი პუტინს დააფარეს... მსოფლიო მნიშვნელობის ჰაი..."

"პუტინი. მეტიჩარა. ვინ მიგდია, მარტო ამას რომ დაუმხია ქოლგა თავზე"

"გაცივდება..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ფრანგებმა ფინალში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთმა კვლავ 2 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი ერთი მიიღო და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წელს პირველად ითამაშეს.

იხილეთ ასევე: როგორ ულოცავს ხორვატიის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ