2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ფრანგებმა ფინალში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთმა კვლავ 2 გოლი გაიტანა, სანაცვლოდ კი ერთი მიიღო და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წელს პირველად ითამაშეს.
ფოტო: რადიო "თავისუფლება"