დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე მეოთხე შვილის მოლოდინში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს ნანატრი გოგონა შეეძინება, თუმცა, თავად წყვილი, პატარას სქესს საიდუმლოდ ტოვებს.
7 თვის ორსული ანუკი არეშიძე ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისში ატარებს. ის გუშინ გადაცემა "ექიმების" სტუმარი იყო, სადაც მისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვაზე პასუხები მოისმინა.
როგორც გაირკვა, ანუკის წინა სამი შვილიც საკეისრო კვეთით ჰყავს გაჩენილი და მეოთხე პატარასაც ამ გზით გააჩენს.
დიზაინერმა გადაცემაში განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო, პირადმა გინეკოლოგმა ცურვა აუკრძალა.
ასევე, ანუკიმ გადაცემაში თქვა, რომ ის დილის 7 საათზე იღვიძებს და მზეს ეფიცხება.