მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა - მომღერლის კომენტარი
ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა - მომღერლის კომენტარი

მომ­ღე­რა­ლი ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ შოუ-ბიზ­ნე­სურ ცხოვ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე­ო­რე ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ ჩა­მო­შორ­და. სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნამ სამი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, ოჯა­ხის პა­რა­ლე­ლუ­რად ის "ტო­ი­ო­ტას" ცენ­ტრში მუ­შა­ობ­და და, ბუ­ნებ­რი­ვია, სიმ­ღე­რა­საც ვე­ღარ ახერ­ხებ­და. ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვილს და სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილს სა­მაგ­ლი­თო ოჯა­ხი ჰქონ­დათ, თუმ­ცა გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ მათი ოჯა­ხი და­ინ­გრა. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვილ­თან ვცა­დეთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ცი­სა­ნა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქმარს და­შორ­დით, მარ­თა­ლია?

- გი­დას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- რა გახ­და და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი და გა­მო­რი­ცხავთ შე­რი­გე­ბას?

- მე მხო­ლოდ და­შო­რე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა შე­მიძ­ლია. დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი­სა და სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ორი წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, სწო­რედ სო­სომ გა­და­ა­ტა­ნი­ნა პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და.

"ჩემი და სო­სოს ქორ­წი­ნე­ბა ისე სწრა­ფად მოხ­და, ჭო­რე­ბიც კი და­დი­ო­და, რომ პირ­ველ ქმარ­თან ცხოვ­რე­ბის დროს მე უკვე მას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ტყუ­ი­ლია. კოკა წე­რე­თელს რომ გავ­შორ­დი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მამა იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ "უზ­ნეო" შვილს ერთ თვე­ში ისიც ჩა­მომ­ყვა. სახ­ლში რე­მონ­ტის კე­თე­ბა და­ი­წყეს და მა­მამ ლი­კან­ში გა­მამ­წე­სა. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი სოსო, მისი მამა, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი და მათი მე­გობ­რე­ბი. სო­სომ თა­ვის თავ­ზე აიღო ჩემი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას გან­ვიც­დი­დი, ამი­ტომ ღა­მით და­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ჩემი და სო­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. როცა ყვე­ლას ეძი­ნა, ჩვენ ვე­რან­და­ზე ვის­ხე­დით და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მეხ­მა­რე­ბო­და.

შემ­დეგ აბას­თუ­მან­ში წა­ვე­დი და იქაც მი­რე­კავ­და, დი­ლამ­დე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მთლად მე­გობ­რუ­ლი აღარ იყო. ფი­ნა­ლი კი ბა­კუ­რი­ან­ში მოხ­და. ერთ ღა­მეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, აი­ვან­ზე გადი, მო­მი­ყე­ვი, რო­გო­რი ხედი გაქ­ვსო. მეც გა­ვე­დი და მო­ყო­ლა და­ვი­წყე, მაგ­რამ უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მისი ხმა მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნი­დან კი არა, ახ­ლო­დან მეს­მო­და. ქვე­მოთ ჩა­ვი­ხე­დე და სოსო იქ იყო. ად­გილს მოს­წყდა და ჩემ­კენ გა­მო­იქ­ცა... მთე­ლი ღამე აი­ვან­ზე გა­ვა­თე­ნეთ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ცვი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი იყო, ცოტა ქა­ლუ­რი შიში მქონ­და, ნეტა საით წა­იყ­ვანს ამ ქვე­ლა­ფერს, მთა­ვა­რია, რამე არ გა­ა­ფუ­ჭოს-მეთ­ქი. დი­ლით ისე წა­ვი­და, ჩემ­თვის არც კი უკოც­ნია.

მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა და მო­მიყ­ვა: "1997 წელს გნა­ხე კლიპ­ში "გი­ხა­რო­დენ" და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩემი ცოლი გახ­დე­ბო­დი. ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, ნუ ფან­ტა­ზი­ო­რობ, გა­თხო­ვი­ლი­აო. ლი­კან­ში რომ და­გი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­და-მეთ­ქი... სო­სოს ბრა­ლია, რომ ამ­დე­ნი შვი­ლი მყავს. მე­სა­მე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, შვილს აღა­რა­სო­დეს გა­ვა­ჩენ-მეთ­ქი, მაგ­რამ სოსო მე­უბ­ნე­ბო­და, აბა, ვნა­ხო­თო. ქმრის ძა­ლა­დო­ბის გარ­და, ალ­ბათ ღვთის ნება იყო, რომ მე­ო­თხე შვი­ლიც გა­მე­ჩი­ნა", - იხ­სე­ნებ­და "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა - მომღერლის კომენტარი

ცისანა სეფიაშვილი მეორე ქმარს დაშორდა - მომღერლის კომენტარი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი აქტიურ შოუ-ბიზნესურ ცხოვრებას რამდენიმე წლის წინ, მეორე ოჯახის შექმნის შემდეგ ჩამოშორდა. სოსო ზაქარეიშვილზე დაქორწინების შემდეგ, ცისანამ სამი შვილი გააჩინა, ოჯახის პარალელურად ის "ტოიოტას" ცენტრში მუშაობდა და, ბუნებრივია, სიმღერასაც ვეღარ ახერხებდა. ცისანა სეფიაშვილს და სოსო ზაქარეიშვილს სამაგლითო ოჯახი ჰქონდათ, თუმცა გავრცელდა ხმები, რომ მათი ოჯახი დაინგრა. ინფორმაციის გადამოწმება თავად ცისანა სეფიაშვილთან ვცადეთ.

- ქალბატონო ცისანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქმარს დაშორდით, მართალია?

- გიდასტურებთ ამ ინფორმაციას.

- რა გახდა დაშორების მიზეზი და გამორიცხავთ შერიგებას?

- მე მხოლოდ დაშორების დადასტურება შემიძლია. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

ცისანა სეფიაშვილისა და სოსო ზაქარეიშვილის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. როგორც მომღერალი ორი წლის წინანდელ ინტერვიუში აცხადებდა, სწორედ სოსომ გადაატანინა პირველი ოჯახის დანგრევით გამოწვეული სევდა.

"ჩემი და სოსოს ქორწინება ისე სწრაფად მოხდა, ჭორებიც კი დადიოდა, რომ პირველ ქმართან ცხოვრების დროს მე უკვე მასთან მქონდა ურთიერთობა, რაც ტყუილია. კოკა წერეთელს რომ გავშორდი, მოსკოვიდან თბილისში წამოვედი. მამა იმ პერიოდში მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, კულტურის საკითხები უფროსი მრჩეველი იყო, მაგრამ "უზნეო" შვილს ერთ თვეში ისიც ჩამომყვა. სახლში რემონტის კეთება დაიწყეს და მამამ ლიკანში გამამწესა. სწორედ მაშინ გავიცანი სოსო, მისი მამა, რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი და მათი მეგობრები. სოსომ თავის თავზე აიღო ჩემი გამხიარულება. ცუდად ვიყავი, ოჯახის დანგრევას, მარტოხელა დედობას განვიცდიდი, ამიტომ ღამით დაძინება მიჭირდა. ჩემი და სოსოს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. როცა ყველას ეძინა, ჩვენ ვერანდაზე ვისხედით და რაღაცნაირად ამ რთულ პერიოდში მეხმარებოდა.

შემდეგ აბასთუმანში წავედი და იქაც მირეკავდა, დილამდე მელაპარაკებოდა. ჩვენი ურთიერთობა მთლად მეგობრული აღარ იყო. ფინალი კი ბაკურიანში მოხდა. ერთ ღამეს დამირეკა და მითხრა, აივანზე გადი, მომიყევი, როგორი ხედი გაქვსო. მეც გავედი და მოყოლა დავიწყე, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა მხოლოდ ტელეფონიდან კი არა, ახლოდან მესმოდა. ქვემოთ ჩავიხედე და სოსო იქ იყო. ადგილს მოსწყდა და ჩემკენ გამოიქცა... მთელი ღამე აივანზე გავათენეთ, ვარსკვლავები ცვიოდა, ყველაფერი ლამაზი იყო, ცოტა ქალური შიში მქონდა, ნეტა საით წაიყვანს ამ ქველაფერს, მთავარია, რამე არ გააფუჭოს-მეთქი. დილით ისე წავიდა, ჩემთვის არც კი უკოცნია.

მეორე დღეს დამირეკა და მომიყვა: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, რომ აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებოდი. ბიჭებმა მითხრეს, ნუ ფანტაზიორობ, გათხოვილიაო. ლიკანში რომ დაგინახე, გავიფიქრე, თავისი ფეხით მოვიდა-მეთქი... სოსოს ბრალია, რომ ამდენი შვილი მყავს. მესამე მშობიარობის შემდეგ გადავწყვიტე, შვილს აღარასოდეს გავაჩენ-მეთქი, მაგრამ სოსო მეუბნებოდა, აბა, ვნახოთო. ქმრის ძალადობის გარდა, ალბათ ღვთის ნება იყო, რომ მეოთხე შვილიც გამეჩინა", - იხსენებდა "სარკესთან" ინტერვიუში მომღერალი.

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან