ავტორი:

ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" წყაროს მიაგნეს - რას ჰყვება ქიმიკოსი უილ მირზიანოვი საბჭოთა კავშირში ქიმიური ნივთიერების შექმნაზე

ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" წყაროს მიაგნეს - რას ჰყვება ქიმიკოსი უილ მირზიანოვი საბჭოთა კავშირში ქიმიური ნივთიერების შექმნაზე

ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიციის ინფორმაციით, მათ მიაგნეს ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკის" კვალს, რომლითაც ქალაქ ემსბერიში ორი ადამიანი მოიწამლა.

BBC.com-ის მონაცემებით, ერთ-ერთი მსხვერპლის, ჩარლი როულის სახლში პოლიციამ 13 ივლისის საღამოს მიაგნო პატარა ბოთლს, რომელშიც პორტონ დაუნის ლაბორატორიის ანალიზის თანახმად, 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში შემქნილი სამხედრო დანიშნულების ნერვული მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება აღმოჩნდა. თუ როგორ მოხვდა ის როულის სახლში, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

არსებული ცნობით, მოწამლული როული და სტრეჯესი წინა დღეს სოლსბერიში იმყოფებოდნენ. იქ ისინი სავაჭრო ცენტრსა და პარკში იყვნენ. მეორე დღეს მოხდა მათი ჰოსპიტალიზება იმავე სიმპტომებით, რაც მოწამვლის შემდეგ სკრიპალებს აღენიშნებოდათ.

ექსპერტების მოსაზრებით, "ნოვიჩოკი", რომლითაც სტრეჯესი და როული მოიწამლნენ, ერთ-ერთ იმ საგანზე იყო, რასაც ისინი ქუჩაში შეეხნენ, - საწამლავი მზის სხივებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით საკმაოდ სწრაფად იშლება.

პოლიციის თქმით, ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა ბოთლში აღმოჩენილი "ნოვიჩოკი" იგივე ნივთიერება, რომლითაც მარტში მოიწამლნენ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია.

ცნობილია, რომ "ნოვიჩოკს" სხვადასხვა შემცველობისა და მოქმედებისაა. სკოტლანდ-იარდის კონტრეტორისტული განყოფილების უფროსის ნილ ბასის შეფასებით, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ნივთიერება კიდევ სადმე არ არის დარჩენილი. "ამიტომ მუდმივი მუშაობა გაგრძელდება და ამ საქმეზე მუდმივი კონტროლი განხორციელდება..."

უფრო ადრე, ინგლისის მთავარმა ექიმმა, სალი დევისმა ეიმსბერის მოსახლეობა გააფრთხილა - არ შეეხონ უცხო საგნებს.

ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებნი, 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი 30 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ნოვიჩოკით" მოწამლული 44 წლის დონ სტერჯესი გარდაიცვალა. ჩარლი როული კი გადარჩა.

ის უკვე ესაუბრა ბრიტანელ პოლიციელებს. იგი ადგილობრივი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის და როგორც მედიკოსები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებისთვისაც.

უფრო ადრე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როუსი და სტერჯესი უხარისხო კოკაინით მოიწამლნენ, თუმცა, პორტონ-დაუნის სახელმწიფო ქიმიური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ისინი "ნოვიჩოკის" მსხპერპლნი გახდნენ. სტერჯჰესი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღესვე გარდაიცვალა.

აშშ-ში მცხოვრები საბჭოთა ქიმიკოსი უილ მირზიანოვი მიიჩნევს, რომ ეიმსბერელი წყვილის მოწამვლა ახალი შეტევაა. მისი თქმით, "ნოვიჩოკი" თავის თვისებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთში მისი შეტანის მუდმივად განახლება ხდება, რადგან ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ოთხი ადამიანი მოიწამლა.

საქმე ის არის, რომ სწორედ უილ მირზიანოვი იყო პირველი, ვინც სსრკ-ში "ნოვიჩოკის" შექმნის შესახებ მოჰყვა. მისივე თქმით, საბჭოთა წლებში, მას წარმატებით იყენებდა ხელმძღვანელობა სხვადასხვა, არასასრუველი პესონების თავიდან მოსაშორებლად, - მის ლაქებს ტოვებდნენ სხვადასხვა საგნებზე, მათ შორის იარაღზეც, რომელსაც "საინტერესო ობიექტებს სამახსოვროდ ჩუქნიდნენ. ადრესატი რამდენიმე ხნის შემდეგ, სრულიად უჩვეულო ვითარებაში, დაუდგენელი დაავადებით იღუპებოდა. ამას ფარული, ტერორისტული მოქმედების სახე ჰქონდა", - აცხადებს მირზიანოვი BBC.com-თან ინტერვიუში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე