პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - როგორ მოხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში
დღეს ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - როგორ მოხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ვლა­ქერ­ნას ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის და­დე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღე­სას­წა­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­ი­მით ზუგ­დიდ­ში ანიშ­ნა­ვენ.

დღე­სას­წა­ულს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე, მე­უფ­შე შიო მუ­ჯი­რიც ეს­წრე­ბა. მე­უ­ფემ მრევლს დე­ღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა და სა­ზე­ი­მო წირ­ვა-ლოც­ვას შე­უ­ერ­თდა. ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი დი­ლის ცხრა სა­ა­თი­დან და­დი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან გა­მო­აბ­რძა­ნეს. ზუგ­დიდ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნი­და­ნაა ჩა­სუ­ლი.

მუ­ზე­უ­მი­დან ღვთის­მშობ­ლის კვარ­თთან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წმინ­და­ნის წმი­და ნა­წი­ლიც გა­მო­აბ­რძა­ნეს. სიწ­მინ­დე­ე­ბი საღვდელმთავ­რო წირ­ვის­თვის მსვლე­ლო­ბით ივე­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის მშე­ნე­ბა­რე სა­ე­პის­კო­პო­სო ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მომ­ლოც­ვე­ლებს სიწ­მინ­დე­ებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღვთის­მშობ­ლის კვარ­თი, ძი­რი­თა­დად, ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბო­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის ორი ვერ­სია არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლის თა­ნახ­მად, ის მე-8 სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს; მე­ო­რეს მი­ხედ­ვით კი - მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში, კონ­ტან­ტი­ნე­პო­ლის თურ­ქთა­გან და­პყრო­ბის (1453 წ.) შემ­დეგ.

კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის ვლა­ქერ­ნის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში, სა­დაც ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლის სა­მო­სე­ლი, თავ­სა­ბუ­რი და სარ­ტყე­ლის ნა­წი­ლი ინა­ხე­ბო­და, X სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ან­დრია სა­ლოს­მა ღა­მის­თე­ვა­ზე ზე­ცი­უ­რი შუ­ქით გა­ცის­კროვ­ნე­ბუ­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი­სა და წმი­და­თა და­სის თან­ხლე­ბით იხი­ლა. მას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი კრძალ­ვით მო­აბ­რძა­ნებ­დნენ.

ყოვ­ლად­წ­მი­დამ მუხ­ლი მო­ი­ყა­რა და ცრემლთაღ­ვრით უფალს საქ­რის­ტი­ა­ნოს დიდ­ხანს ავედ­რებ­და. შემ­დეგ ტრა­პეზ­თან მი­ვი­და და იქ გა­ნაგ­რძო ლოც­ვა. ბო­ლოს კი თავ­სა­ბუ­რი მო­იხ­სნა და ტა­ძარ­ში შე­მოკ­რე­ბილ მლოც­ვე­ლებს გა­და­ა­ფა­რა. უბი­წო ქალ­წუ­ლი ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბით ბრწყი­ნავ­და, თავ­სა­ბუ­რი კი მის ხელ­ში მზე­ზე უბრწყინ­ვა­ლე­სად ელ­ვა­რებ­და.

sponsored by ContentRoom

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - როგორ მოხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - როგორ მოხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნას ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში ანიშნავენ.

დღესასწაულს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფშე შიო მუჯირიც ესწრება. მეუფემ მრევლს დეღევანდელი დღე მიულოცა და საზეიმო წირვა-ლოცვას შეუერთდა. ღვთისმშობლის კვართი დილის ცხრა საათიდან დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანეს. ზუგდიდში მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდანაა ჩასული.

მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართთან ერთად რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილიც გამოაბრძანეს. სიწმინდეები საღვდელმთავრო წირვისთვის მსვლელობით ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლოების შესაძლებლობა ექნებათ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება

სექტემბრიდან საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება