პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი ფარმაცევტულ სექტორზე: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს დაბალი და მისაღები ფასები"
პრემიერი ფარმაცევტულ სექტორზე: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს დაბალი და მისაღები ფასები"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე, სა­დაც მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ, ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რებ­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტში შევა ახა­ლი ინი­ცა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში შე­ღა­ვა­თებს და­ა­წე­სებს.

"ჩვენ გვაქვს ეკო­ნო­მი­კა­ში სექ­ტო­რე­ბი, სა­დაც გვქონ­და ასი­მეტ­რი­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია უსა­მარ­თლო თა­მა­შის წე­სე­ბი და ჩვენ ყვე­ლა ასეთ სექ­ტორ­ში აღ­მოვ­ფხვრით ამ უთა­ნას­წო­რო­ბას. ჩვენ მთავ­რო­ბა­ზე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ვან­თა­ვი­სუფ­ლეთ დღგ-სგან ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძე, მათ შო­რის რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც დამ­ზად­დე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის­გან. ამას­თან ერ­თად ჩვენ ვგეგ­მავთ ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას ბიო-წარ­მო­ე­ბა­ზე.

შე­მოდ­გო­მა­ზე შე­მო­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს იგი­ვე მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში. დღეს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ მო­დის წამ­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე, ფარ­მა­ცი­ა­ზე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სექ­ტო­რი იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, იყოს მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცია და ამის შე­დე­გი იყოს და­ბა­ლი და მი­სა­ღე­ბი ფა­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მო­მა­ვალ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში კერ­ძო სექ­ტო­რის წილი კი­დევ უფრო მე­ტად უნდა გა­ი­ზარ­დოს.

„ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში წამ­ყვა­ნი როლი დღე­საც კერ­ძო სექ­ტორს უჭი­რავს და მო­მა­ვალ­ში კერ­ძო სექ­ტო­რის წილი კი­დევ უფრო მე­ტად უნდა გა­ი­ზარ­დოს. ამი­ტომ ჩვენ­მი მი­ზა­ნია ბიზ­ნეს­გა­რე­მოს კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რის მი­საღ­წე­ვა­დაც არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გვაქვს და­გეგ­მი­ლი.

კერ­ძოდ, ხორ­ცი­ელ­დე­ბა დღგ-ს სწრა­ფი დაბ­რუ­ნე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც წლის ბო­ლომ­დე ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში და­აბ­რუ­ნებს დღგ-ს ზედ­მე­ტო­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ჯან­სა­ღებს ბიზ­ნეს­გა­რე­მოს. 2018-2020 წლებ­ში მი­ლი­არ­დნა­ხე­ვარ ლარ­ზე მეტი და­უბ­რუნ­დე­ბა ბიზ­ნესს. 2018 წლის მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში ბიზ­ნესს უკვე და­უბ­რუნ­და 200 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით და­წეს­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პრემიერი ფარმაცევტულ სექტორზე: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს დაბალი და მისაღები ფასები"

პრემიერი ფარმაცევტულ სექტორზე: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოს დაბალი და მისაღები ფასები"

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში რეგულაციების მოწესრიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე პარლამენტში შევა ახალი ინიცატივა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში შეღავათებს დააწესებს.

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, სადაც გვქონდა ასიმეტრიული რეგულაციები, რომელმაც გამოიწვია უსამართლო თამაშის წესები და ჩვენ ყველა ასეთ სექტორში აღმოვფხვრით ამ უთანასწორობას. ჩვენ მთავრობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და გავანთავისუფლეთ დღგ-სგან ნატურალური რძე, მათ შორის რძის პროდუქტები, რომელიც დამზადდება ნატურალური რძისგან. ამასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას ბიო-წარმოებაზე.

შემოდგომაზე შემოვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იგივე მიდგომის გამოყენებას ფარმაცევტულ სექტორში. დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოდის წამლების შესყიდვაზე, ფარმაციაზე და აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს სექტორი იყოს განვითარებული, იყოს მაღალი კონკურენცია და ამის შედეგი იყოს დაბალი და მისაღები ფასები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, მომავალში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორის წილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.

„ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი დღესაც კერძო სექტორს უჭირავს და მომავალში კერძო სექტორის წილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. ამიტომ ჩვენმი მიზანია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რის მისაღწევადაც არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაგეგმილი.

კერძოდ, ხორციელდება დღგ-ს სწრაფი დაბრუნების სისტემა, რომელიც წლის ბოლომდე ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ბიზნესგარემოს. 2018-2020 წლებში მილიარდნახევარ ლარზე მეტი დაუბრუნდება ბიზნესს. 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 200 მილიონ ლარზე მეტი. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები