მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები
17:44 / 16-07-2018
სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები
17:44 / 16-07-2018

ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხის სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 43 წლის რა­ი­ან და 42 წლის ლორა სმი­ტე­ბი, 4 წლის ვაჟ­თან კა­ი­ლებ­თან ერ­თად, მარ­ნე­უ­ლი­დან ხა­დას ხე­ო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავრნენ...


4 ივ­ლისს, ოჯახ­მა კა­რა­ვი სო­ფელ წკე­რეს სი­ახ­ლო­ვეს გა­შა­ლა და სოფ­ლის ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად გეგ­მავ­დნენ წას­ვლას. ამ დღეს მათ­თან კავ­ში­რი გა­წყდა...


მო­დით, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მივ­ყვეთ, რო­გორ გან­ვი­თარ­და ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რა ვერ­სი­ე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, ად­გი­ლობ­რი­ვებს და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რეს...




6 ივ­ლი­სი

"112"-ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ორი პი­რის და მათი 4 წლის შვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის თქმით, და­კარ­გუ­ლე­ბი დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, ხა­დას ხე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. სო­ფელ­ში 15 მაშ­ვე­ლი გა­ემ­გზავ­რა.


ამა­ვე დღეს, წკე­რე­ში­ და­კარ­გუ­ლე­ბის მან­ქა­ნა და პი­რა­დი ნივ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტრში კი, ალა­ვერ­დის ჩანჩქერ­ში ლორა სმი­ტის ცხე­და­რი იპო­ვეს.




7 ივ­ლი­სი

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნახ­ლდა. მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე­ში, ჩანჩქე­რი­დან 800 მეტ­რის და­შო­რე­ბით რა­ი­ან სმი­ტის ცხე­დარს მი­აკ­ვლი­ეს.


შსს საქ­მე­ზე პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სს კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. შსს-ის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, "პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, არც ერთ გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა".


ჯერ კი­დევ ვერ ხერ­ხდე­ბა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის პოვ­ნა.


8 ივ­ლი­სი

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არ იყო და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 19 წლის მწყემ­სი და­ა­კა­ვეს. მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 4 წლის ბი­ჭის ცხედ­რი­სა და მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღის­ სა­მა­ლავ­ზეც მი­უ­თი­თა.


9 ივ­ლი­სი

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა საქ­მე­ზე - და­კა­ვე­ბუ­ლია 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი, რო­მელ­მაც ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. ნა­პოვ­ნია 4 წლის ბავ­შვის ცხე­და­რი, რომ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი 19 წლის მწყემსმა თა­ვად აჩ­ვე­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.



პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სია:

"4 ივ­ლისს მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი ხა­დას ხე­ო­ბა­ში შეხ­ვდა სმი­ტებს, რომ­ლებ­მაც მას სთხო­ვეს, ჩანჩქე­რამ­დე მის­ვლა­ში დახ­მა­რე­ბო­და. კო­ბა­უ­რი და­თან­ხმდა და გაჰ­ყვა მათ ერთ-ერთი ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად.


ვი­ნა­ი­დან დიდი გზა იყო გა­სავ­ლე­ლი, შე­ის­ვე­ნეს და ცოლ-ქმარ­მა კო­ბა­უ­რი სა­დილ­ზე მი­იწ­ვია. რო­დე­საც ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ, რა­ი­ან სმიტ­მა­ მწყემსს შე­ნიშ­ვნა მის­ცა ცე­ცხლსას­რო­ლი იარ­აღის (ორ­ლუ­ლი­ა­ნი თო­ფის) და­უ­დევ­რად­ პყრო­ბის გამო და მი­უ­თი­თა, ვი­ნა­ი­დან იქ პა­ტა­რა ბავ­შვი იყო, მას მო­რი­დე­ბო­და. ამა­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა კო­ბა­ურ­მა თოფს დამ­ცვე­ლი მოხ­სნა და რა­ი­ან მა­იკლ სმიტს და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა ზურ­გის არე­ში.­ სა­ბო­ლო­ოდ, გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა მა­შინ, როცა მას მე­ო­რე ტყვია სა­ხის არე­ში ეს­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი­ ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.




და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვის მიზ­ნით, კო­ბა­ურ­მა გა­და­წყვი­ტა გარ­დაც­ვლი­ლის ცო­ლი­სა და ბავ­შვის მოკ­ვლაც - ია­რაღ­ში ჩა­ა­ლა­გა ვაზ­ნე­ბი და მათ და­უ­მიზ­ნა. თუმ­ცა, ლორა სმი­ტი გა­იქ­ცა­ და ამ დროს კო­ბა­ურ­მა ბავ­შვს ეს­რო­ლა. კო­ბა­უ­რი, იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ქა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რა დრო­საც ქალი ჩანჩქერ­ში გა­და­ვარ­და. ამის შემ­დეგ, კო­ბა­ურ­მა ბავ­შვის ცხე­და­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ თოვ­ლის ზვა­ვის ქვეშ, ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მო­შო­ბილ მცი­რე ზო­მის ქვა­ბულ­ში მათ კუთ­ვნილ ნივ­თებ­თან ერ­თად გა­და­მა­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ტო­ვა".



სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ვერ­სია:

"უთ­ქვამს თოფი ვეს­რო­ლეო, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო... ცოლი გა­და­ვურ­ჩი­ნე, სუ­რა­თებს რომ იღებ­დნე­ნო, კლდი­დან ვარ­დე­ბო­და და მი­ვეშ­ვე­ლე ქალ­სო, კაც­მა კი და­მარ­ტყაო. ვი­თომ თავს იმარ­თლებს, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დაო. რომ კი­თხეს ბავ­შვმა რა და­გი­შა­ვაო, ტი­რო­და და მა რას ვი­ზამ­დი, იმა­საც ვეს­რო­ლეო - აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ამ­ბობს, რომ მარ­ტო­კა იყო..."


"ჯერ კაცი ჰყავს მოკ­ლუ­ლი, ქალ­ზე იძა­ლა­და და მერე ბავ­შვიც მოკ­ლა. რო­გორც ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მოკ­ლულ კაცს სა­ხე­ში აქვს ნას­რო­ლი, თვა­ლე­ბიც არ აქვს... ბავ­შვის ზურგჩან­თაც გახ­ვრე­ტი­ლია, რო­მე­ლიც მოკ­ლულს ზურ­გზე ეკე­თა. მერე ცხე­ნის ძუ­ა­ზე მო­უ­ბამს ეს კაცი და ისე გა­მო­უთ­რე­ვია“ - ყვე­ბიან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში.


ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის ვერ­სია:

კო­ბა­უ­რის დედა, მა­რი­ამ მარ­ტი­აშ­ვი­ლი: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­გას ჩემი შვი­ლი არ ჩა­ი­დენ­და. ვთხოვ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გა­მო­იკ­ვლი­ონ წე­სი­ე­რად და გა­მა­გე­ბი­ნონ რა ხდე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეგ ჩემი შვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის. 7 ივ­ლისს და­მი­რე­კა დი­ლით, ვე­სა­უბ­რე, მო­ვი­კი­თხე რო­გორ ხარ-მეთ­ქი, მი­თხრა მე ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, მაგ­რამ დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ტუ­რის­ტე­ბი და­ხო­ცე­სო... აჭი­კ­ჭი­კეს, რო­გორც უნ­დო­დათ ისე და მერე აუყ­ვა­ნეს ად­ვო­კა­ტი. ჩემი შვი­ლი არის შან­ტა­ჟის ქვეშ. ვი­ღაც უდ­გას უკან, არ ვიცი სხვა არა­ფე­რი. თქვა, ა­შან­ტა­ჟებ­დნენ და ოჯა­ხის ამო­ხოც­ვით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.



ამო­ნა­რი­დე­ბი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ჩვე­ნე­ბი­დან:

"ბავ­შვის მა­მამ მი­თხრა, რომ თოფი ცუ­დად მქონ­და მიშ­ვე­რი­ლი და უმ­ჯო­ბე­სი იყო, მო­შო­რე­ბით გა­და­მე­დო. ამ შე­ნიშ­ვნა­ზე­ ძა­ლი­ან გავ­ღი­ზი­ან­დი და ხმა­მაღ­ლა მივ­მარ­თე, რომ ის ვერ მას­წავ­ლი­და თო­ფის მხარ­ზე გა­და­კი­დე­ბას და მოხ­მა­რე­ბას. ამა­ზე­ ტანსრუ­ლი მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა­ თა­ვად გა­ღი­ზი­ანე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ამის და­ნახ­ვა­ზე­ მეც ავ­დე­ქი და ავი­ღე თოფი. მან მარ­ჯვე­ნა მკლავ­ში მომ­კი­და ხელი, მე მყი­სი­ე­რად გა­ვუსხლტი ხე­ლი­დან და გა­ვე­დი რამ­დე­ნი­მე მეტ­რით უკან, მო­ვი­მარ­ჯვე ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი თოფი, სა­დაც მედო ორი ცალი ტყვია, დავ­მუხ­ტე სას­რო­ლად, სას­ხლეტს გა­მოვ­კა­რი ხელი და ვეს­რო­ლე­ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც უკვე გარ­ბო­და.



გას­რო­ლის შე­დე­გად, რო­გორც მახ­სოვს, ტყვია­ გა­ვარ­ტყი ზურ­გის არე­ში და მან ხმა­მაღ­ლა და­ი­წყო ყვი­რი­ლი. მის ყვი­რილ­ზე ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და­ და რამ­დე­ნი­მე წამ­ში ისევ ვეს­რო­ლე. რო­გორც­ მახ­სოვს, მოხ­ვდა თა­ვის არე­ში. ის მყი­სი­ე­რად­ და­ე­ცა სა­ხით მი­წა­ზე­ და უკვე აღარ ამო­უ­ღია ხმა.


ამის შემ­დეგ,­ ჯი­ბი­დან­ ამო­ვი­ღე კი­დევ ერთი ტყვია და ჩავ­დე თოფ­ში­. ქალ­მა ამის და­ნახ­ვა­ზე ჩანჩქე­რის­კენ­ ჩა­ირ­ბი­ნა. ასე­ვე, და­ვი­ნა­ხე იქვე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, რო­მე­ლიც იდგა და ტი­რო­და...­ მე მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით და ვეს­რო­ლე ერთი ტყვია, რო­მე­ლიც მოხ­ვდა თა­ვის არე­ში და და­ვარ­და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩემ მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, გას­რო­ლი­ლი სა­მი­ვე მას­რა ავ­კრი­ფე და გა­დავ­ყა­რე მდი­ნა­რე­ში. ამის შემ­დეგ ბავ­შვის გვამს მოვ­კი­დე ფეხ­ში ხელი და გა­ვათ­რიე თოვ­ლის გა­ყი­ნუ­ლი მა­სის გვერ­დით, სა­დაც შე­ვე­ცა­დე, და­მე­მა­ლა­ გვა­მი,­ რათა გამ­ვლე­ლებს ად­ვი­ლად არ შე­ე­ნიშ­ნათ..."


11 ივ­ლი­სი

სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალს არ აღი­ა­რებს.



"ისი­ნი მე არ და­მი­ხო­ცავს. ორი უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცი იყო და იმათ და­ხო­ცეს. მე და­მე­მუქრნენ, რომ ოჯახს ამო­მი­წყვეტ­დნენ"


- თქვა კო­ბა­ურ­მა მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი­ს დროს. პრო­ცე­სის და­სას­რულს მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და - მალ­ხაზ კო­ბა­ურს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.


ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბას FBI გა­უ­წევს. ამე­რი­კე­ლე­ბი ტექ­ნი­კურ ექ­სპერ­ტი­ზა­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე ნა­პოვ­ნი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ექ­სპერ­ტი­ზას გუ­ლის­ხმობს.


12 ივ­ლი­სი

მარ­ნე­ულ­ში სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თა. სმი­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მათი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ ამე­რი­კე­ლი ოჯა­ხის სახ­ლთან ყვა­ვი­ლე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი და სან­თლე­ბი მი­ი­ტა­ნეს.


სმი­ტე­ბის ოჯა­ხის ახლო მე­გო­ბარ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­ძი­მარ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს რა­ი­ა­ნის მშობ­ლე­ბის წე­რი­ლიც წა­უ­კი­თხა:


"მარ­ნე­უ­ლი რა­ი­ა­ნის, ლო­რას და კა­ი­ლე­ბის ნამ­დვი­ლი სახ­ლი იყო. ამ ზამ­თარს რა­ი­ან­მა, ლო­რამ და კა­ი­ლებ­მა სამი თვე ამე­რი­კა­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ მათ უნ­დო­დათ, რომ მარ­ნე­ულ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ მე­გობ­რებ­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. მათ მარ­ნე­ულ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სახ­ლი აა­შე­ნეს და უნ­დო­დათ კა­ი­ლე­ბი, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯე­ნე­ლი, მარ­ნე­ულ­ში ისე აღე­ზარ­დათ.


ჩვენც, თქვენ­სა­ვით რა­ი­ა­ნის, ლო­რა­სა და კა­ი­ლე­ბის და­კარ­გვის გამო ვწუხ­ვართ. ჩვენ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა მათი სიყ­ვა­რუ­ლი. ახლა ისი­ნი სა­მო­თხე­ში ალ­ბათ იე­სოს შეხ­ვდნენ. მე და ბა­ი­რო­ნი მომ­დევ­ნო თვეს მარ­ნე­ულ­ში, თქვენ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებთ. ყვე­ლას ოჯახს სიყ­ვა­რულს ვუ­სურ­ვებთ - რა­ი­ა­ნის ამა­ყი მშობ­ლე­ბი და საყ­ვა­რე­ლი კა­ი­ლე­ბის ბე­ბია-ბა­ბუა - ლინი და ბა­ი­რო­ნი"




12 ივ­ლი­სი

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­ი და­ვით გირ­გვლი­ან­ი ამ­ბობს, რომ კო­ბა­ურ­მა უამ­ბო, რო­გორ გახ­და სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბის მოწ­მე და აღ­წე­რა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მკვლე­ლო­ბის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იყ­ვნენ:


"ბრალ­დე­ბუ­ლი მის­თვის ბრა­ლად წარ­დგე­ნილ ქმე­დე­ბას არ აღი­ა­რებს. მან მო­მიყ­ვა სი­ნამ­დვი­ლე­ში თუ რა მოხ­და და რას შე­ეს­წრო. მისი სა­უ­ბა­რი იყო ლო­გი­კუ­რი და სწო­რი, ასე­ვე ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი. მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "უცხო­ე­ლებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოჰ­ყვა, თით­ქოს უცხო­ე­ბი თქვა და არა უცხო­ე­ლე­ბიო. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო­ე­ბიც იყ­ვნენ და უცხო­ე­ლე­ბიც. ერთი მე­ო­რეს არ გა­მო­რი­ცხავს. ანუ რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და­ახ­ლო­ე­ბით ორი მეტ­რის, შავგვრემ­ნე­ბი. აქ­ცენ­ტით სა­უბ­რობ­დნენ ქარ­თუ­ლად. მალ­ხაზ კო­ბა­ურ­მა მი­თხრა, რომ აქ­ცენ­ტით მი­ამ­სგავ­სა უფრო ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებს, აღ­ნიშ­ნა, რომ უფრო ლე­კებს ჰგავ­დნე­ნო. მან ასე­ვე თქვა რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოსებს არ ჰგავ­დნე­ნო.


კო­ბა­უ­რი ამ­ბობს, რომ თვი­თონ იყო შემ­სწრე იმი­სა, თუ რო­გორ მოკ­ლა ამ ორმა ადა­მი­ან­მა სმი­ტე­ბის ოჯა­ხი და შე­სა­ბა­მი­სად და­ე­მუქრნენ მას, რომ მოკ­ლავ­დნენ მა­საც და მის ოჯახ­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იგი ხმას ამო­ი­ღებ­და.


ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ორი უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა იქ მი­ვი­და შავი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლით. მარ­კა, მო­დე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ნო­მე­რი ვერ გა­არ­ჩია, რად­გან ძა­ლი­ან შო­რი­დან და­ი­ნა­ხა. თუმ­ცა, და­ი­ნა­ხა, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 მეტ­რის და­შო­რე­ბით გა­ჩერ­და სმი­ტე­ბის ავ­ტო­მო­ბილ­თან, იქი­დან გად­მო­ვი­და ორი უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა. ეს ორი პი­როვ­ნე­ბა მალე მათ გზა­ზე წა­მო­ე­წია. ასე­ვე, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხის უფ­რო­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ადა­მი­ა­ნებს იც­ნობ­და, რად­გან მათი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ეს ადა­მი­ა­ნი აღელ­და, ნა­ბიჯს აუჩ­ქა­რა, თით­ქოს შე­ე­შინ­და.


...ნამ­დვი­ლად ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ იმის დაშ­ვე­ბა­საც კი, რომ მათ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ეს ბიჭი ცო­ცხა­ლი, რათა თვი­თონ გამ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბის მსხვერ­პლი" - გა­ნა­ცხა­და და­ვით გირ­გვლი­ან­მა.

13 ივ­ლი­სი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ლორა სმი­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მო­ლო­დინ­შია.



სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2018 წლის 4 სექ­ტემ­ბერს მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა.



ავ­ტო­რე­ბი: ტექ­სტი - ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე; ილუსტრა­ცია - გელა ბე­რი­ა­ნი­ძე; ვიქ­ტორ წიკ­ლა­უ­რი; ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე



სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები

სმიტების მკვლელობა - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია და ვერსიები

ამერიკელი ოჯახის სასტიკმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. 43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან კაილებთან ერთად, მარნეულიდან ხადას ხეობაში დასასვენებლად გაემგზავრნენ...


4 ივლისს, ოჯახმა კარავი სოფელ წკერეს სიახლოვეს გაშალა და სოფლის ჩანჩქერის სანახავად გეგმავდნენ წასვლას. ამ დღეს მათთან კავშირი გაწყდა...


მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ, როგორ განვითარდა ტრაგიკული მოვლენები, რა ვერსიები აქვს გამოძიებას, ადგილობრივებს და მკვლელობაში ბრალდებულის მხარეს...




6 ივლისი

"112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სოფელში 15 მაშველი გაემგზავრა.


ამავე დღეს, წკერეში დაკარგულების მანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს, ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში კი, ალავერდის ჩანჩქერში ლორა სმიტის ცხედარი იპოვეს.




7 ივლისი

სამძებრო სამუშაოები განახლდა. მაშველებმა მდინარეში, ჩანჩქერიდან 800 მეტრის დაშორებით რაიან სმიტის ცხედარს მიაკვლიეს.


შსს საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ის პირველი განცხადების მიხედვით, "პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება".


ჯერ კიდევ ვერ ხერხდება მცირეწლოვანი ბავშვის პოვნა.


8 ივლისი

"კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზეც მიუთითა.


9 ივლისი

შსს-ს ოფიციალური განცხადება საქმეზე - დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ნაპოვნია 4 წლის ბავშვის ცხედარი, რომლის ადგილსამყოფელი 19 წლის მწყემსმა თავად აჩვენა სამართალდამცველებს.



პროკურატურის ვერსია:

"4 ივლისს მალხაზ კობაური ხადას ხეობაში შეხვდა სმიტებს, რომლებმაც მას სთხოვეს, ჩანჩქერამდე მისვლაში დახმარებოდა. კობაური დათანხმდა და გაჰყვა მათ ერთ-ერთი ჩანჩქერის სანახავად.


ვინაიდან დიდი გზა იყო გასავლელი, შეისვენეს და ცოლ-ქმარმა კობაური სადილზე მიიწვია. როდესაც ადგილზე მივიდნენ, რაიან სმიტმა მწყემსს შენიშვნა მისცა ცეცხლსასროლი იარაღის (ორლულიანი თოფის) დაუდევრად პყრობის გამო და მიუთითა, ვინაიდან იქ პატარა ბავშვი იყო, მას მორიდებოდა. ამაზე განაწყენებულმა კობაურმა თოფს დამცველი მოხსნა და რაიან მაიკლ სმიტს დამიზნებით ესროლა ზურგის არეში. საბოლოოდ, განზრახვა სისრულეში მოიყვანა მაშინ, როცა მას მეორე ტყვია სახის არეში ესროლა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.




დანაშაულის დამალვის მიზნით, კობაურმა გადაწყვიტა გარდაცვლილის ცოლისა და ბავშვის მოკვლაც - იარაღში ჩაალაგა ვაზნები და მათ დაუმიზნა. თუმცა, ლორა სმიტი გაიქცა და ამ დროს კობაურმა ბავშვს ესროლა. კობაური, იმაში დარწმუნებული, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ქალის მიმართულებით წავიდა, რა დროსაც ქალი ჩანჩქერში გადავარდა. ამის შემდეგ, კობაურმა ბავშვის ცხედარი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ, ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა".



სოფლის მაცხოვრებლების ვერსია:

"უთქვამს თოფი ვესროლეო, იძულებული გამხადაო... ცოლი გადავურჩინე, სურათებს რომ იღებდნენო, კლდიდან ვარდებოდა და მივეშველე ქალსო, კაცმა კი დამარტყაო. ვითომ თავს იმართლებს, იძულებული გამხადაო. რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო, ტიროდა და მა რას ვიზამდი, იმასაც ვესროლეო - აღიარა დანაშაული. ამბობს, რომ მარტოკა იყო..."


"ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“ - ყვებიან ადგილობრივები "იმედთან" საუბარში.


ბრალდებულის ოჯახის ვერსია:

კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი: "დარწმუნებული ვარ, მაგას ჩემი შვილი არ ჩაიდენდა. ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიკვლიონ წესიერად და გამაგებინონ რა ხდება. დარწმუნებული ვარ, ეგ ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. 7 ივლისს დამირეკა დილით, ვესაუბრე, მოვიკითხე როგორ ხარ-მეთქი, მითხრა მე ძალიან კარგად ვარ, მაგრამ დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო... აჭიკჭიკეს, როგორც უნდოდათ ისე და მერე აუყვანეს ადვოკატი. ჩემი შვილი არის შანტაჟის ქვეშ. ვიღაც უდგას უკან, არ ვიცი სხვა არაფერი. თქვა, აშანტაჟებდნენ და ოჯახის ამოხოცვით ემუქრებოდნენ.



ამონარიდები მალხაზ კობაურის ჩვენებიდან:

"ბავშვის მამამ მითხრა, რომ თოფი ცუდად მქონდა მიშვერილი და უმჯობესი იყო, მოშორებით გადამედო. ამ შენიშვნაზე ძალიან გავღიზიანდი და ხმამაღლა მივმართე, რომ ის ვერ მასწავლიდა თოფის მხარზე გადაკიდებას და მოხმარებას. ამაზე ტანსრული მამაკაცი წამოდგა თავად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ამის დანახვაზე მეც ავდექი და ავიღე თოფი. მან მარჯვენა მკლავში მომკიდა ხელი, მე მყისიერად გავუსხლტი ხელიდან და გავედი რამდენიმე მეტრით უკან, მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი, სადაც მედო ორი ცალი ტყვია, დავმუხტე სასროლად, სასხლეტს გამოვკარი ხელი და ვესროლე მამაკაცს, რომელიც უკვე გარბოდა.



გასროლის შედეგად, როგორც მახსოვს, ტყვია გავარტყი ზურგის არეში და მან ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მის ყვირილზე ძალიან შემეშინდა და რამდენიმე წამში ისევ ვესროლე. როგორც მახსოვს, მოხვდა თავის არეში. ის მყისიერად დაეცა სახით მიწაზე და უკვე აღარ ამოუღია ხმა.


ამის შემდეგ, ჯიბიდან ამოვიღე კიდევ ერთი ტყვია და ჩავდე თოფში. ქალმა ამის დანახვაზე ჩანჩქერისკენ ჩაირბინა. ასევე, დავინახე იქვე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იდგა და ტიროდა... მე მას მივუახლოვდი რამდენიმე ნაბიჯით და ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მოხვდა თავის არეში და დავარდა უგონო მდგომარეობაში. ჩემ მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ, გასროლილი სამივე მასრა ავკრიფე და გადავყარე მდინარეში. ამის შემდეგ ბავშვის გვამს მოვკიდე ფეხში ხელი და გავათრიე თოვლის გაყინული მასის გვერდით, სადაც შევეცადე, დამემალა გვამი, რათა გამვლელებს ადვილად არ შეენიშნათ..."


11 ივლისი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო პროცესზე ბრალს არ აღიარებს.



"ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ"


- თქვა კობაურმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს. პროცესის დასასრულს მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა - მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ცნობილი ხდება, რომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI გაუწევს. ამერიკელები ტექნიკურ ექსპერტიზაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ფოტოაპარატისა და ტელეფონის ექსპერტიზას გულისხმობს.


12 ივლისი

მარნეულში სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები და ნაცნობები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ამერიკელი ოჯახის სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.


სმიტების ოჯახის ახლო მეგობარმა სამოქალაქო სამძიმარზე შეკრებილებს რაიანის მშობლების წერილიც წაუკითხა:


"მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ კაილები, როგორც აზერბაიჯენელი, მარნეულში ისე აღეზარდათ.


ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ახლა ისინი სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვაპირებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ - რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა - ლინი და ბაირონი"




12 ივლისი

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი ამბობს, რომ კობაურმა უამბო, როგორ გახდა სმიტების ოჯახის მკვლელობის მოწმე და აღწერა ადამიანები, ვინც მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იყვნენ:


"ბრალდებული მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან მომიყვა სინამდვილეში თუ რა მოხდა და რას შეესწრო. მისი საუბარი იყო ლოგიკური და სწორი, ასევე ერთმანეთთან კავშირში მყოფი. მის მიერ გაკეთებულ განცხადებას "უცხოელებთან" დაკავშირებით არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს უცხოები თქვა და არა უცხოელებიო. ეს ადამიანები სავარაუდოდ, უცხოებიც იყვნენ და უცხოელებიც. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ანუ როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ეს ადამიანები იყვნენ დაახლოებით ორი მეტრის, შავგვრემნები. აქცენტით საუბრობდნენ ქართულად. მალხაზ კობაურმა მითხრა, რომ აქცენტით მიამსგავსა უფრო ჩრდილოკავკასიელებს, აღნიშნა, რომ უფრო ლეკებს ჰგავდნენო. მან ასევე თქვა რომ ეს ადამიანები ოსებს არ ჰგავდნენო.


კობაური ამბობს, რომ თვითონ იყო შემსწრე იმისა, თუ როგორ მოკლა ამ ორმა ადამიანმა სმიტების ოჯახი და შესაბამისად დაემუქრნენ მას, რომ მოკლავდნენ მასაც და მის ოჯახსაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმას ამოიღებდა.


ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ეს ორი უცნობი პიროვნება იქ მივიდა შავი ფერის ავტომობილით. მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩია, რადგან ძალიან შორიდან დაინახა. თუმცა, დაინახა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა სმიტების ავტომობილთან, იქიდან გადმოვიდა ორი უცნობი პიროვნება. ეს ორი პიროვნება მალე მათ გზაზე წამოეწია. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ოჯახის უფროსი სავარაუდოდ, ამ ადამიანებს იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე ეს ადამიანი აღელდა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს შეეშინდა.


...ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ იმის დაშვებასაც კი, რომ მათ სპეციალურად დაეტოვებინათ ეს ბიჭი ცოცხალი, რათა თვითონ გამხდარიყო ბრალდების მსხვერპლი" - განაცხადა დავით გირგვლიანმა.

13 ივლისი

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს. უწყების განმარტებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.



სმიტების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.



ავტორები: ტექსტი - ნარიტა ჩხაიძე; ილუსტრაცია - გელა ბერიანიძე; ვიქტორ წიკლაური; ლევან ტაბატაძე



"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს