პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ივანიშვილი - არჩილ თალაკვაძე
საზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ივანიშვილი - არჩილ თალაკვაძე

რა თქმა უნდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და არის სურ­ვი­ლი, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გარ­და, მმარ­თველ გუნდში სხვა ძლი­ე­რი კან­დი­და­ტე­ბიც არი­ან.

„ჩვენს გუნდში ასე­ვე სხვა ძლი­ე­რი კან­დი­და­ტე­ბი არი­ან. მე და­ვა­სა­ხე­ლებ­დი და­ვით სერ­გე­ენ­კოს, სო­ზარ სუ­ბარს, მაია ცქი­ტიშ­ვილს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვა და არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, ის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა.

„მინ­და გულ­წრფე­ლად ვთქვა, რომ ის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს პარ­ლა­მენ­ტში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ასე­ვე ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ და თუ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ჩა­ერ­თოს საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში, ნამ­დვი­ლად, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

საზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ივანიშვილი - არჩილ თალაკვაძე

საზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ივანიშვილი - არჩილ თალაკვაძე

რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის გარდა, მმართველ გუნდში სხვა ძლიერი კანდიდატებიც არიან.

„ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც კონსულტაციები დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება.

„მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები