მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზეს­ტა­ფონ­ში ძაღ­ლის მოკ­ვლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 259-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტიკ მო­პყრო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მომ­ხდარ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ძაღ­ლის სა­დის­ტუ­რად მოკ­ვლის შე­სა­ხებ ზეს­ტა­ფო­ნე­ლი ზვი­ად ზა­ლი­კი­ა­ნი ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, უპა­ტო­ნოდ დარ­ჩე­ნილ ძაღლს მისი ოჯა­ხი უვ­ლი­და, რაც მე­ზობ­ლებს არ მოს­წონ­დათ და ამის გამო კონ­ფლიქ­ტი ბევ­რჯერ ჰქო­ნი­ათ.

"ზეს­ტა­ფონ­ში ერთი ძაღ­ლი გვყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი ეზო­ში. ჩავ­დი­ო­დი, ძაღ­ლის საკ­ვებს ვყი­დუ­ლობ­დი და ვპატ­რო­ნობ­დი. ჩემი არ­ყოფ­ნის დროს კი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უვ­ლიდ­ნენ. მე­ზობ­ლებს არ მო­წონ­დათ და ას­ჯერ ვე­ჩხუ­ბე, ვე­რა­ფე­რი გა­ვა­გე­ბი­ნე. პატ­რულ­ში და­რე­კეს და წა­იყ­ვა­ნეს ძაღ­ლი ქუ­თა­ი­სის თავ­შე­სა­ფარ­ში. იქ ყურ­ზე სა­ყუ­რე და კას­ტრა­ცია გა­უ­კე­თეს და რო­გორც იქნა, და­ვიბ­რუ­ნეთ როკი.

მერე ცე­მეს კი­დეც მე­ზობ­ლებ­მა, ჩე­მებ­მა მო­უ­ა­რეს და ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს. ჩემს დას ნა­ნა­ხი აქვს, პატ­რულ­თან ერ­თად და­ა­პი­რა ცემა მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ამ დიდი გარ­ჩე­ვის მერე, მაგ­რამ პატ­რულს არც შე­უმ­ჩნე­ვია, აქეთ გვაწ­ვე­ბო­და. ვინც ცემა, იმის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და როკი, თუმ­ცა არას­დროს არა­ვის­თვის უკბე­ნია. დღეს ბე­ბია მი­რე­კავ­და და ვერ ვუ­პა­სუ­ხე. მომ­წე­რა, როკი მოკ­ლე­სო. ვი­ღაც არა­კაც­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც ცნო­ბი­ლია, მოკ­ლა როკი, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ბავ­შვებს აცი­ლებ­და სკო­ლა­ში და არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. პატ­რუ­ლი ჩე­მებს ეუბ­ნე­ბა, ხალ­ხს კბენ­და და მო­საკ­ლა­ვი­აო" - ყვე­ბა ზვი­ად ზა­ლი­კი­ა­ნი.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზესტაფონში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მომხდარზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ინფორმაციას ძაღლის სადისტურად მოკვლის შესახებ ზესტაფონელი ზვიად ზალიკიანი ავრცელებს. მისი თქმით, უპატონოდ დარჩენილ ძაღლს მისი ოჯახი უვლიდა, რაც მეზობლებს არ მოსწონდათ და ამის გამო კონფლიქტი ბევრჯერ ჰქონიათ.

"ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი.

მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად დააპირა ცემა მერიის თანამშრომელმა, ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმჩნევია, აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა როკი, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს ბებია მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაც არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო" - ყვება ზვიად ზალიკიანი.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო