პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდა - რა ქონებას ფლობს ახალი მთავარი პროკურორი?
კიდევ ერთი მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდა - რა ქონებას ფლობს ახალი მთავარი პროკურორი?

პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შალ­ვა თა­დუ­მა­ძე აირ­ჩია. თა­დუ­მა­ძემ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტი 6-წლის ვა­დით და­ი­კა­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის 12 აპ­რი­ლი­დან თა­დუ­მა­ძე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას; მა­ნამ­დე კი მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. აღ­ნიშ­ნულ პოსტზე მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 94 500 ლარი იყო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის იმ მო­ხე­ლე­ებს შო­რის არის, რო­მელ­თაც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­ზე მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დათ. ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 51 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას ამ პოსტზე ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ 2017 წელს 117 360 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­და­ტის ქო­ნე­ბას, 2018 წლის 29 მა­ისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, თა­დუ­მა­ძე ფლობს 93 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს 55 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: 70 კვ. მეტ­რის ოფი­სი დე­და­ქა­ლაქ­ში; 80 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში და 1100 კვ. მეტ­რის აგა­რა­კი ნა­ტახ­ტარ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე - 9 179 ლარი; 9 083 ლარი და 514 დო­ლა­რი ჰქონ­და. ამას­თან, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­სულ წელს თა­დუ­მა­ძემ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის სა­ხით 18 900 ლარი გა­და­ი­ხა­და. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კიდევ ერთი მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდა - რა ქონებას ფლობს ახალი მთავარი პროკურორი?

კიდევ ერთი მოხელე, რომელსაც პრემიერზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდა - რა ქონებას ფლობს ახალი მთავარი პროკურორი?

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. თადუმაძემ მთავარი პროკურორის პოსტი 6-წლის ვადით დაიკავა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 აპრილიდან თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას; მანამდე კი მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციას იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე მისი ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 94 500 ლარი იყო. როგორც აღმოჩნდა, ის იმ მოხელეებს შორის არის, რომელთაც მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურება ჰქონდათ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა 2017 წლის განმავლობაში 51 ათასი ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.

რაც შეეხება ახალ, მთავარი პროკურორის თანამდებობას ამ პოსტზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2017 წელს 117 360 ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატის ქონებას, 2018 წლის 29 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თადუმაძე ფლობს 93 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე: 70 კვ. მეტრის ოფისი დედაქალაქში; 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში და 1100 კვ. მეტრის აგარაკი ნატახტარში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 9 179 ლარი; 9 083 ლარი და 514 დოლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს თადუმაძემ საშემოსავლო გადასახადის სახით 18 900 ლარი გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები