პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბნელებების კორიდორში" ვიმყოფებით - რას ურჩევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ
"დაბნელებების კორიდორში" ვიმყოფებით - რას ურჩევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ

ას­ტრო­ლო­გე­ბი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რთულ პე­რი­ო­დებს აა­ნონ­სე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რად­გა­ნაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთვა­რის და მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი, რაც ამა თუ იმ ას­ტრო­ლო­გი­ურ ნი­შანს სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნის. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად რა სირ­თუ­ლე­ე­ბია გა­და­სა­ლა­ხი და რო­გორ უნდა გა­და­ი­ლა­ხოს, ამა­ზე ას­ტრო­ლო­გი სო­ფია ბზე­კა­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ყო­ველ­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რა ქმნის ამ სირ­თუ­ლეს?

- პლა­ნე­ტე­ბი ყო­ველ წელს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ას­პექ­ტებს და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ებს ქმნი­ან ცაზე, ამი­ტომ ყო­ვე­ლი ზა­ფხუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუმ­ცა ივ­ლის-აგ­ვის­ტოს უწევს ხოლ­მე ლო­მის ზო­დი­ა­ქოს პე­რი­ო­დი, ლომი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცე­ცხლის ნი­შა­ნია, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის "ღვი­ვის" სხვა­დას­ხვა ტი­პის კონ­ფლიქ­ტი და ემო­ცი­ე­ბი ძლი­ერ­დე­ბა.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ადა­მი­ა­ნებს ამ პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად აფრ­თხი­ლებთ, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და ნუ აყ­ვე­ბი­ან ემო­ცი­ებს. ამ­ჯე­რად, რას უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა?

- წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლია იმი­ტომ, რომ ე.წ. "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის კო­რი­დორ­ში" ვიმ­ყო­ფე­ბით - 13, 27 ივ­ლი­სი და 11 აგ­ვის­ტო მზის დაბ­ნე­ლე­ბის თა­რი­ღე­ბია. 13 ივ­ლისს და 11 აგ­ვის­ტოს მზის, ხოლო 27 ივ­ლისს - მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბი კი ყო­ველ­თვის ააქ­ტი­უ­რებს ძა­ლი­ან დიდ ენერ­გე­ტი­კას, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან მო­ე­დი­ნე­ბა. ამ ენერ­გე­ტი­კას თა­ვის მხრივ კულ­მი­ნა­ცი­ამ­დე მიჰ­ყავს ემო­ცი­უ­რი ფონი რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში, ისე პრო­ცე­სე­ბი მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც თა­ვის ლო­გი­კურ და­სას­რულს ან გარ­და­ტე­ხის ეპი­ცენ­ტრს მი­აღ­წია. ამი­ტო­მაც არის, რომ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, ამ­ბე­ბი ხდე­ბა, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რად, ისე ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბა­ში. ასეთ დღე­ებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მეტი სიმ­შვი­დე (იმი­ტომ, რომ აგ­რე­სი­ულ-ემო­ცი­უ­რი ფონი ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­დე­ბა), ასე­ვე კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, დიპ­ლო­მა­ტია და ყვე­ლა ნა­ბი­ჯის აწონ-და­წო­ნა. წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი კირჩხი­ბის, მერ­წყუ­ლის და ლო­მის ნიშ­ნებს ემ­თხვე­ვა. ეს წინ წა­მოს­წევს ოჯა­ხუ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პე­რი­პე­ტი­ებს, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვის თე­მებს.

- დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ფონ­ზე კი­დევ რა არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კუ­თხით. ძი­რი­თა­დად ოჯა­ხურ-პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შე­საძ­ლოა, მო­მა­ტე­ბუ­ლი იყოს აგ­რე­სია, მოგ­ვი­წევს სა­კუ­თარ ში­შებს და კომ­პლექ­სებს ღრმად ჩავ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში და შე­ვიც­ვა­ლოთ. სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა გვმარ­თებს ასე­ვე სა­ჭეს­თან. ეს ნე­გა­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან თით­ქმის აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე გრძელ­დე­ბა. გა­ცი­ლე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი სექ­ტემ­ბრის 6 რი­ცხვის მერე იწყე­ბა.

- სირ­თუ­ლე­ე­ბი უმე­ტე­სად რო­მელ ნიშ­ნებს უშ­ლის ხელს?

- გან­სა­კუთ­რე­ბულ წინ­და­ხე­დუ­ლე­ბას ვურ­ჩევ კირჩხი­ბებს, მერ­წყუ­ლებს, ლო­მებს. ასე­ვე მო­რი­ე­ლებს, თხის რქებს, ვერ­ძებ­სა და კუ­რო­ებ­საც. იმუ­შა­ვეთ ოჯა­ხურ და პარტნი­ო­რულ კავ­ში­რებ­ზე, და­ა­ფა­სეთ მე­გობ­რე­ბი, არ შე­ზღუ­დოთ სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აკონ­ტრო­ლეთ ეგო­ცენ­ტრიზ­მი. ნუ გა­მო­ავ­ლენთ არა­ჯან­საღ ამ­ბი­ცი­ებს. დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში არ მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, არ იჩხუ­ბოთ, ნუ გა­ი­კე­თებთ ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს და ნუ და­ი­წყებთ სა­სა­მარ­თლო და­ვებს, რომ შე­და­რე­ბით მშვი­დად გა­ი­ა­როთ ეს პე­რი­ო­დი.

ავტორი:

"დაბნელებების კორიდორში" ვიმყოფებით - რას ურჩევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ

"დაბნელებების კორიდორში" ვიმყოფებით - რას ურჩევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოსალოდნელი მძიმე დღეების შესახებ

ასტროლოგები ზაფხულის განმავლობაში რთულ პერიოდებს აანონსებენ და ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგანაც მოსალოდნელია მთვარის და მზის დაბნელებები, რაც ამა თუ იმ ასტროლოგიურ ნიშანს სირთულეებს უქმნის. ასტროლოგიურად რა სირთულეებია გადასალახი და როგორ უნდა გადაილახოს, ამაზე ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გვესაუბრება.

- როგორც ვიცი, ზაფხულის პერიოდი ასტროლოგიურად ყოველთვის რთული პერიოდებით გამოირჩევა და რა ქმნის ამ სირთულეს?

- პლანეტები ყოველ წელს ინდივიდუალურ ასპექტებს და კონფიგურაციებს ქმნიან ცაზე, ამიტომ ყოველი ზაფხული განსხვავებულია. თუმცა ივლის-აგვისტოს უწევს ხოლმე ლომის ზოდიაქოს პერიოდი, ლომი კი მოგეხსენებათ, ცეცხლის ნიშანია, ამიტომ ამ პერიოდში ყოველთვის "ღვივის" სხვადასხვა ტიპის კონფლიქტი და ემოციები ძლიერდება.

- ასტროლოგები ადამიანებს ამ პერიოდში მუდმივად აფრთხილებთ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ნუ აყვებიან ემოციებს. ამჯერად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება?

- წლევანდელი ზაფხული საკმაოდ რთულია იმიტომ, რომ ე.წ. "დაბნელებების კორიდორში" ვიმყოფებით - 13, 27 ივლისი და 11 აგვისტო მზის დაბნელების თარიღებია. 13 ივლისს და 11 აგვისტოს მზის, ხოლო 27 ივლისს - მთვარის დაბნელებაა მოსალოდნელი. დაბნელებები კი ყოველთვის ააქტიურებს ძალიან დიდ ენერგეტიკას, რომელიც კოსმოსიდან მოედინება. ამ ენერგეტიკას თავის მხრივ კულმინაციამდე მიჰყავს ემოციური ფონი როგორც ადამიანებში, ისე პროცესები მსოფლიოში, რომელმაც თავის ლოგიკურ დასასრულს ან გარდატეხის ეპიცენტრს მიაღწია. ამიტომაც არის, რომ დაბნელების პერიოდში მუდმივად მნიშვნელოვანი მოვლენები, ამბები ხდება, როგორც გლობალურად, ისე ადამიანთა ცხოვრებაში. ასეთ დღეებში აუცილებელია მეტი სიმშვიდე (იმიტომ, რომ აგრესიულ-ემოციური ფონი ძალიან აქტიურდება), ასევე კეთილგონიერება, დიპლომატია და ყველა ნაბიჯის აწონ-დაწონა. წლევანდელი ზაფხულის დაბნელებები კირჩხიბის, მერწყულის და ლომის ნიშნებს ემთხვევა. ეს წინ წამოსწევს ოჯახური და მეგობრული ურთიერთობების პერიპეტიებს, ასევე პიროვნული თავისუფლებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის თემებს.

- დაბნელებების ფონზე კიდევ რა არის მოსალოდნელი?

- ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოხდება კარდინალური ცვლილებები სხვადასხვა კუთხით. ძირითადად ოჯახურ-პარტნიორულ ურთიერთობებში და შემოქმედებით საქმიანობაში. შესაძლოა, მომატებული იყოს აგრესია, მოგვიწევს საკუთარ შიშებს და კომპლექსებს ღრმად ჩავხედოთ თვალებში და შევიცვალოთ. სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს ასევე საჭესთან. ეს ნეგატიური პერიოდი ივლისის შუა რიცხვებიდან თითქმის აგვისტოს მეორე ნახევრამდე გრძელდება. გაცილებით პოზიტიური და ნაყოფიერი პერიოდი სექტემბრის 6 რიცხვის მერე იწყება.

- სირთულეები უმეტესად რომელ ნიშნებს უშლის ხელს?

- განსაკუთრებულ წინდახედულებას ვურჩევ კირჩხიბებს, მერწყულებს, ლომებს. ასევე მორიელებს, თხის რქებს, ვერძებსა და კუროებსაც. იმუშავეთ ოჯახურ და პარტნიორულ კავშირებზე, დააფასეთ მეგობრები, არ შეზღუდოთ სხვისი თავისუფლება და აკონტროლეთ ეგოცენტრიზმი. ნუ გამოავლენთ არაჯანსაღ ამბიციებს. დაბნელების პერიოდში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ წამოიწყოთ ახალი პროექტები, არ იჩხუბოთ, ნუ გაიკეთებთ ქირურგიულ ოპერაციებს და ნუ დაიწყებთ სასამართლო დავებს, რომ შედარებით მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ