შტატ მისურის ქალაქ სენტ-ლუისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია Johnson & Johnson-ს 4,69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლოში სარჩელი ქალებმა შეიტანეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კომპანიის საბავშვო პროდუქცია აზბესტს შეიცავს. კომპანიამ 22 მომჩივან ქალს 550 მილიონი დოლარი მატერიალური ზარალისთვის, ხოლო 4 მილიარდი მორალური ზიანისთვის უნდა გადაუხადოს.
მომჩივანი მხარის განცხადებით, აღნიშნული ტალკის გამოყენებამ გამოიწვია მათში სიმსივნური დაავადებების პროვოცირება. ძირითადად კი მომჩივანი მხარე კომპანიას ბრალს დებს იმაში, რომ მან არ გააფრთხილა მომხმარებელი საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკზე ინტიმური ჰიგიენისთვის მისი გამოყენების შემთხვევაში. მომჩივანი მხარის ადვოკატის განცხადებით, კომპანიამ იცოდა აზბესტის შემცველობის შესახებ და ამ ინფორმაციას მალავდა.
კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. ისინი უარყოფენ, რომ მათი პროდუქცია აზბესტს შეიცავს და აცხადებენ პროდუქციის ფალსიფიცირებაზე. განაგრძეთ კითხვა