სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?
ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

რო­გორ აპი­რებთ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, რო­დე­საც ყვე­ლა ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია უნ­დობ­ლო­ბას გი­ცხა­დებთ? - ამ კი­თხვით მი­მარ­თა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა ოთარ კა­ხი­ძემ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს თეა წუ­ლუ­კი­ანს.

ოთარ კა­ხი­ძის თქმით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თეა წუ­ლუ­კი­ანს არ ენ­დო­ბი­ან იმ ჩა­ვარ­დნე­ბის გამო, რაც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უწყე­ბამ გა­ნი­ცა­და.

„ჩვენ შევ­ქმე­ნით ღია მმარ­თვე­ლო­ბის ფო­რუ­მი, რო­მელ­შიც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლი არი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ამ მო­მენ­ტის­თვის ამ ფო­რუ­მის თავ­მჯდო­მა­რე არის „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო.“ დღეს ასე­თი რე­ა­ლო­ბა გვაქვს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე და სა­ხელ­მწი­ფოს პარტნი­ო­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან სრულ უნ­დობ­ლო­ბას გი­ცხა­დებთ, ქალ­ბა­ტო­ნო თეა. ისი­ნი ითხო­ვენ თქვენს გა­დად­გო­მას, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან: „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“, საია, „ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“, „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ და სხვა. ამ ფონ­ზე, რო­გორ აპი­რებთ გაგ­რძლე­ბას მუ­შო­ბის მა­შინ რო­დე­საც ყვე­ლა ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი უნ­დობ­ლო­ბას გი­ცხა­დებთ?

რო­დე­საც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­მო­გი­ცხა­დეს უნ­დობ­ლო­ბა იმ ჩა­ვარ­დნე­ბის გამო, რო­მე­ლიც გვაქვს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, იმის გამო, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბა არის სულ უფრო გა­უმჭვირ­ვა­ლე, მო­სა­მარ­თლე­თა 2/3 ყო­ველ­გვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გა­რე­შე გამ­წეს­და უვა­დოდ, მა­შინ რო­დე­საც თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შე­სარ­ჩე­ვი სხდო­მაც ჩა­ტარ­და და­ხუ­რუ­ლად, ამ ფონ­ზე, რო­გორ „შე­ძე­ლით“, რომ ასე­თი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რის მი­მართ და რა პა­სუ­ხი გაქვთ გარ­და იმი­სა, რომ ეს მო­თხოვ­ნე­ბი არის ფსი­ქო­ზი“,- მი­მარ­თა ოთარ კა­ხი­ძემ.

კა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წარ­დგე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ცინ­ვა და მას­ხრად აგ­დე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე მისი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ რამ­დე­ნი­მე გა­და­მოწ­მე­ბა­დი ტყუ­ი­ლი თქვა.

"მე მას და­ვუს­ვი ერთი კი­თხვა, თუ რო­გორ აპი­რებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, როცა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი უცხა­დებს სრულ უნ­დობ­ლო­ბას. მან ამ კი­თხვას უწო­და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და რამ­დე­ნი­მე გა­და­მოწ­მე­ბა­დი ტყუ­ი­ლი თქვა. თქვა, რომ ის ორი წელი ცდი­ლობ­და ლადო ჭან­ტუ­რი­ას გაყ­ვა­ნას მო­სა­მარ­თლედ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში, ეს მტკნა­რი სიც­რუ­ეა, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­საბ­ჭომ მას ორი კონ­კურ­სი ჩა­უგ­დო და გა­მო­ა­ყო­ლა სა­შე­მოდ­გო­მო ორი­ა­ნი. ამ ორ კონ­კურ­სში ლადო ჭან­ტუ­რია სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მან კი­დევ არა­ერ­თი ტყუ­ი­ლი თქვა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტია და მარ­თავს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­მი­ნის­ტროს. მისი მმარ­თვე­ლო­ბის თი­თო­ე­უ­ლი დღე ამ სფე­რო­ში უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ამით ზი­ან­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, თო­რემ მისი რე­მარ­კე­ბი მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს", - გა­ნა­ცხა­და ოთარ კა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" მთავ­რო­ბას მხარს არ და­უ­ჭერს.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ოთარ კა­ხი­ძეს უპა­სუ­ხა, რომ მის შე­კი­თხვას სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს.

პარ­ლა­მენ­ტში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მებ­ზე მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მე­ნენ. გან­ხილ­ვის თემა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო: ოთარ კა­ხი­ძე თეა წუ­ლუ­კი­ანს - რო­გორ "შე­ძე­ლით", რომ ასე­თი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა თქვენს მი­მართ?

ასე როგორ შეგვაძულე თავი
0

ოთო კახიძე როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი სიძულვილია ,თქვენი და თქვენი შაიკის მიმართ?

ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას, როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია უნდობლობას გიცხადებთ? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს.

ოთარ კახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანს არ ენდობიან იმ ჩავარდნების გამო, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უწყებამ განიცადა.

„ჩვენ შევქმენით ღია მმართველობის ფორუმი, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარმოდგენილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მომენტისთვის ამ ფორუმის თავმჯდომარე არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“ დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომ პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთამაშე და სახელმწიფოს პარტნიორი ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორიდან სრულ უნდობლობას გიცხადებთ, ქალბატონო თეა. ისინი ითხოვენ თქვენს გადადგომას, ეს ორგანიზაციები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საია, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“, „ღია საზოგადოება - საქართველო“ და სხვა. ამ ფონზე, როგორ აპირებთ გაგრძლებას მუშობის მაშინ როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი უნდობლობას გიცხადებთ?

როდესაც ამ ორგანიზაციებმა გამოგიცხადეს უნდობლობა იმ ჩავარდნების გამო, რომელიც გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში, იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა არის სულ უფრო გაუმჭვირვალე, მოსამართლეთა 2/3 ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე გამწესდა უვადოდ, მაშინ როდესაც თქვენი მონაწილეობით მთავარი პროკურორის შესარჩევი სხდომაც ჩატარდა დახურულად, ამ ფონზე, როგორ „შეძელით“, რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენი კანდიდატურის მიმართ და რა პასუხი გაქვთ გარდა იმისა, რომ ეს მოთხოვნები არის ფსიქოზი“,- მიმართა ოთარ კახიძემ.

კახიძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის წარდგენა საზოგადოების დაცინვა და მასხრად აგდებაა. მისივე თქმით, წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მისი კითხვის საპასუხოდ რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა.

"მე მას დავუსვი ერთი კითხვა, თუ როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, როცა არასამთავრობო სექტორი უცხადებს სრულ უნდობლობას. მან ამ კითხვას უწოდა არასერიოზული და რამდენიმე გადამოწმებადი ტყუილი თქვა. თქვა, რომ ის ორი წელი ცდილობდა ლადო ჭანტურიას გაყვანას მოსამართლედ სტრასბურგის სასამართლოში, ეს მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან ევროსაბჭომ მას ორი კონკურსი ჩაუგდო და გამოაყოლა საშემოდგომო ორიანი. ამ ორ კონკურსში ლადო ჭანტურია საერთოდ არ მონაწილეობდა. მან კიდევ არაერთი ტყუილი თქვა. ეს ქალბატონი ივანიშვილის ფავორიტია და მართავს უმნიშვნელოვანეს სამინისტროს. მისი მმართველობის თითოეული დღე ამ სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყანა, თორემ მისი რემარკები მე არ მაინტერესებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

თეა წულუკიანმა ოთარ კახიძეს უპასუხა, რომ მის შეკითხვას სერიოზულად არ აღიქვამს.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. განხილვის თემა სამთავრობო ცვლილებებია.

იხილეთ ვიდეო: ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ "შეძელით", რომ ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობაა თქვენს მიმართ?

LIVE "ნიუსრუმიდან" - დავით უსუფაშვილი

"360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია; რა ჩვენება მისცა "კაწრომ"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"