მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული..." - უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები
"აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული..." - უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში უამ­რავ გან­სხვა­ვე­ბულ საფ­ლა­ვის ქვას წა­ა­წყდე­ბით - უჩ­ვე­უ­ლო წარ­წე­რე­ბით თუ ფორ­მით... ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა ელ­დარ ნა­დი­რა­ძემ პირ­ველ­მა გა­მო­იკ­ვლია სა­ქარ­თვე­ლოს მე­მო­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა - მო­ახ­დი­ნა ძეგ­ლე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია, ქრო­ნო­ლო­გია, შე­ის­წავ­ლა მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა, რომ­ლე­ბიც დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

საფ­ლა­ვის ქვებ­სა და გლო­ვის ტრა­დი­ცი­ებ­ზე ელ­დარ ნა­დი­რა­ძემ AMBEBI.GE-ს უამ­ბო:

- ბა­ტო­ნო ელ­დარ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი საფ­ლა­ვია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბით, მა­გა­ლი­თად სო­ფელ გოს­ტი­ბე­ში საფ­ლა­ვის ქვა­ზე ვკი­თხუ­ლობთ - "აქ გა­ნის­ვე­ნებს სი­ძის ნას­რო­ლი ტყვი­ის­გან მკვდა­რი წიკ­ლა­უ­რი..."

- გოს­ტი­ბე სო­ფე­ლია შიდა ქარ­თლში, სა­დაც ადრე ხევ­სუ­რე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლეს... იქ საფ­ლა­ვის ქვე­ბი ქარ­თლუ­რი წე­სი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და ხევ­სუ­რუ­ლი ტრა­დი­ცია ნაკ­ლე­ბად სჩანს. ზო­გა­დად, ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ასე­თი წარ­წე­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა მხო­ლოდ ჩვენ­თან. საფ­ლა­ვის ქვა­ზე წარ­წე­რის ში­ნა­არსში ჩა­დე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლის პრო­ფე­სი­ის, ხე­ლო­ბის, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი: მწყემ­სი, გუთ­ნის დედა, ქვი­თხუ­რო, კა­ლა­ტო­ზი, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, სა­ე­რო მოღ­ვა­წე და ა. შ.

რო­გორც წესი, გა­მორ­ჩე­უ­ლია ტრა­გი­კულ ნი­ა­დაგ­ზე გარ­დაც­ვლილ­თა საფ­ლა­ვე­ბი და ეს გა­მო­ხა­ტუ­ლია, რო­გორც ძეგლ­თა შემ­კუ­ლო­ბა­ში, ასე­ვე წარ­წე­რა­თა ში­ნა­არსში. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი და შე­და­რე­ბით პომ­პე­ზუ­რი ტი­პის საფ­ლა­ვის ძეგ­ლე­ბი გვხვდე­ბა ქვი­თხუ­რო­ო­ბით გან­თქმულ ცენ­ტრებ­ში მაგ. იმე­რეთ­ში. ასე­თია: ჭოგ­ნა­რი, ჭი­ლო­ვა­ნი და კურ­სე­ბი.

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი წარ­წე­რე­ბი სად შეგ­ხვდათ?

- ასე ვერ გა­მოვ­ყოფ, რად­გან ესაა ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვა და ასე­თი წარ­წე­რა ძი­რი­თა­დად ჭი­რი­სუფ­ლის გან­წყო­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს წარ­წე­რის ხა­სი­ათს. სევ­და და წარ­მავ­ლო­ბის მძაფ­რი გან­ცდა სა­ერ­თო ფო­ნად გას­დევს ეპი­ტა­ფი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას. ამ მო­მენ­ტი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა გან­ცდა - რაც შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს მათი საყ­ვა­რე­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ძეგლი.

ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ და­ვა­სა­ხე­ლებ მე­მო­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ტო­ტებ­შეჭ­რი­ლი ხის ეგ­ზემპლა­რებს, რომ­ლე­ბიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ ადა­მი­ა­ნის შე­წყვე­ტილ ცხოვ­რე­ბას. ამ ფაქ­ტში მოს­ჩანს ასე­ვე უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ის ნაკ­ვა­ლე­ვი ხის თაყ­ვა­ნის­ცე­მი­სა, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოდ და ეს მა­რა­დი­უ­ლო­ბა ამ ფორ­მი­თაა გა­და­ტა­ნი­ლი საფ­ლა­ვის ძეგლ­ში.

- კი­დევ რა ფორ­მის საფ­ლა­ვის ქვე­ბი იყო ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

- ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის ქან­და­კე­ბა­ნი, ტაძ­რის ფორ­მის ძეგ­ლე­ბი, ლო­დე­ბის აუ­ა­რე­ბე­ლი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, ზო­ო­მორ­ფუ­ლი ძეგ­ლე­ბი, მა­ტუ­რე­ბი (ფეხ­ზემ­დგო­მი ძეგ­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი ნი­მუ­ში), ერთი ლოდი ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის, სახ­ლის ტი­პის ძეგ­ლე­ბი, რო­ტონ­დე­ბი­თა და კო­ლო­ნა­დე­ბით აგე­ბუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, ესაა უმ­დიდ­რე­სი მა­სა­ლა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში შეხ­ვდე­ბით, ამ ძეგ­ლებ­ში ასა­ხუ­ლია ქვი­თხუ­რო­ე­ბის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი, ხალ­ხუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ანა­რეკ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, სახ­ლი­სა და ტაძ­რის ფორ­მე­ბის გა­და­ტა­ნა საფ­ლა­ვის ძეგლ­თა შემ­კუ­ლო­ბა­ში რი­თია გა­მოწ­ვე­უ­ლი?

- ბიბ­ლი­ა­ში ტა­ძა­რი და სახ­ლი გა­ი­აზ­რე­ბა, რო­გორც ღვთი­უ­რი სამ­ყა­როს მიკ­რო­კოს­მო­სი. ეს გახ­ლავთ არა მხო­ლოდ ბიბ­ლი­ის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი რე­ლი­გი­ე­ბის მო­ნა­პო­ვა­რი. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ით, ტა­ძა­რი ის ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ეზი­ა­რე­ბა ღვთის სა­ი­დუმ­ლოს, სუ­ლი­ერ შო­ბა­სა და გან­სპე­ტა­კე­ბას. სახ­ლი, რო­გორც ტაძ­რის პირ­ველ­სა­ხე იგი­ვე ფუნ­ქცი­ი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი და ორი­ვეს გა­აჩ­ნია სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა - და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნის სულს, რო­გორც სა­ა­ქაო, ისე­ვე სა­ი­ქიო ცხოვ­რე­ბა­ში. ხალ­ხურ­მა აზ­როვ­ნე­ბამ გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე გა­მო­ხა­ტა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფორ­მით.

სა­საფ­ლაო სო­ფელ ფა­ხუ­ლან­ში, წა­ლენ­ჯი­ხა. ფოტო: „ლა­ივპ­რე­სი“

- დღეს სად გვხვდე­ბა ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი საფ­ლა­ვე­ბი?

- მსოფ­ლიო მე­მო­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რას აქვს გან­საც­ვიფ­რებ­ლად დიდი მას­შტა­ბე­ბი. ეგ­ვიპ­ტუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სი­თა და ჩვე­ნი დრო­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ესაა გრან­დი­ო­ზუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის უბრწყინ­ვა­ლე­სი ნი­მუ­შე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზოგ­ჯერ უკ­ვირთ ჩვე­ნე­ბუ­რი საფ­ლა­ვე­ბის პომ­პე­ზუ­რო­ბა და ავი­წყდე­ბათ მსოფ­ლიო მე­მო­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის დონე, რო­მე­ლიც აო­ცებს ადა­მი­ანს თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­მხრი­ო­ბით.

თბი­ლის­ში ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია მთაწ­მინ­და, დი­დუ­ბე, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლაო... მარ­თა­ლია მათ­ში არ ჩანს პომ­პე­ზუ­რი სახ­ლე­ბი­სა და ტაძ­რე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, მაგ­რამ რა­ღაც დე­ტა­ლებ­ში მა­ინც არის მი­ნიშ­ნე­ბა ასე­თის შე­სა­ხებ.

- სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თქვე­ნი აზრი სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორი­გი­ნა­ლუ­რი საფ­ლა­ვის ტი­პის შე­სა­ხებ

- ასე­თე­ბად მი­მაჩ­ნია ზო­ო­მორ­ფუ­ლი ძეგ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სამ­ხრეთ და სამ­ხრეთ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზო­ო­მორ­ფუ­ლი ნიშ­ნავს ცხე­ნი­სა და ცხვრის ქან­და­კე­ბებს საფ­ლა­ვებ­ზე. ცხვა­რი სა­ერ­თოდ წმინ­და ცხო­ვე­ლია და ადა­მი­ა­ნის­თვის მის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ამი­ტომ გა­და­ვი­და მისი ფორ­მა საფ­ლა­ვის ძეგლ­ში, ის რაც ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც თა­ვი­სე­ბურ ასახ­ვას ჰპო­ვებს. მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ცხვრი­სა და ცხე­ნის ქან­და­კე­ბე­ბი მხო­ლოდ მწყემ­სე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე იყო, მაგ­რამ არაა მარ­თა­ლი...

ასე­თი ტი­პის ძეგ­ლე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, ირან­ში, თურ­ქეთ­ში და გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ იგი მხო­ლოდ თურ­ქმან­თა სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა რაც არ და­ა­დას­ტუ­რა ამ ძეგლ­თა კომ­პლექ­სურ­მა შეს­წავ­ლამ. დღეს გარ­კვე­ვით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­ო­მორ­ფუ­ლი ძეგ­ლე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლია ქარ­თველ ხე­ლო­სან­თა მიერ და ისი­ნი დგა­ნან ქარ­თველ­თა საფ­ლა­ვებ­ზე. საფ­ლავ­სა და სა­საფ­ლა­ოს ზო­გა­დად დიდი დატ­ვირ­თვა გა­აჩ­ნია. სა­დაც არის ადა­მი­ა­ნი, პრე­ტენ­ზი­აც აქვს იმ მი­წა­ზე!

სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს მო­გახ­სე­ნებთ: აბ­რა­ამს რომ ცოლი – სარა გარ­და­ეც­ვა­ლა, მას უთხრეს, მოგ­ცემთ მი­წას და შენი ცოლი და­ა­საფ­ლა­ვეო. აბ­რა­ამ­მა იუ­ა­რა, მან ფული გა­და­ი­ხა­და, რად­გან ნა­ჩუ­ქა­რი მუ­დამ დაყ­ვედ­რე­ბის სა­გა­ნია... მას სურ­და თა­ვის ცო­ლის საფ­ლა­ვით ეს ქვე­ყა­ნა თა­ვის სამ­შობ­ლოდ გა­ე­ხა­და, ფული გა­და­ი­ხა­და და საფ­ლა­ვი და­ა­კა­ნო­ნა. საფ­ლა­ვით და­ი­კა­ნო­ნეს თა­ვი­სი პირ­ვე­ლო­ბა ქსნის ხე­ო­ბა­ში მო­სულ­მა ერის­თა­ვებ­მა და ქსნის სა­ე­რის­თა­ოს ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი. რო­დე­საც ძველ ქარ­თულ წყა­რო­ებ­ში ფე­ო­და­ლის ქო­ნე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ – მისი ციხე, სახ­ლი და სა­საფ­ლაო... ამი­ტომ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ სა­საფ­ლა­ოს და მის კულ­ტუ­რას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს!

მთა­ვა­რი ფოტო: გია გა­გო­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაზი
0

თერჯოლის რაიონის სოფ. ნახშირღელეში არის ბევრი სხვადასხვა ტიპის ქვის საფლავები, საინტერესო იქნებოდა მათი შესწავლა, რადგან ნელ-ნელა ნადგურდება!

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
27

საბრალო სონას, ძლივს ეღირსა საფლლავის ქვა და ისიც სიძისგან. ზედ წარწერაა;,

“““ ნუ ფართხალებ და წყნარად იწექი, ლამაზო სონა!

ამ ქვას, თუ ასწევ და ამოხტები, თოფს დაგახლი და მეორედ მაგკლავ. 

წყნარად იწექი და ნუ ფართხალობ, საბრალო სონა.“““

სონას დაადო ძვირფასმა სიძემ. ... მადლობ უფალო! ამ დროს მავესწარ და დავისვენე. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული..." - უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები

"აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიით მოკლული..." - უჩვეულო საფლავის ქვების ისტორიები

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავ განსხვავებულ საფლავის ქვას წააწყდებით - უჩვეულო წარწერებით თუ ფორმით... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელდარ ნადირაძემ პირველმა გამოიკვლია საქართველოს მემორიალური კულტურა - მოახდინა ძეგლების კლასიფიკაცია, ქრონოლოგია, შეისწავლა მათზე არსებული სიმბოლიკა, რომლებიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საფლავის ქვებსა და გლოვის ტრადიციებზე ელდარ ნადირაძემ AMBEBI.GE-ს უამბო:

- ბატონო ელდარ საქართველოში ბევრი საფლავია განსხვავებული წარწერებით, მაგალითად სოფელ გოსტიბეში საფლავის ქვაზე ვკითხულობთ - "აქ განისვენებს სიძის ნასროლი ტყვიისგან მკვდარი წიკლაური..."

- გოსტიბე სოფელია შიდა ქართლში, სადაც ადრე ხევსურები ჩამოასახლეს... იქ საფლავის ქვები ქართლური წესითაა გაფორმებული და ხევსურული ტრადიცია ნაკლებად სჩანს. ზოგადად, ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული ასეთი წარწერები გავრცელებული იყო მთელს საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენთან. საფლავის ქვაზე წარწერის შინაარსში ჩადებულია გარდაცვლილის პროფესიის, ხელობის, წარმომავლობისა და განათლების აღმნიშვნელი მონაცემები: მწყემსი, გუთნის დედა, ქვითხურო, კალატოზი, სასულიერო პირი, საერო მოღვაწე და ა. შ.

როგორც წესი, გამორჩეულია ტრაგიკულ ნიადაგზე გარდაცვლილთა საფლავები და ეს გამოხატულია, როგორც ძეგლთა შემკულობაში, ასევე წარწერათა შინაარსში. საგულისხმოა, რომ ორიგინალური და შედარებით პომპეზური ტიპის საფლავის ძეგლები გვხვდება ქვითხუროობით განთქმულ ცენტრებში მაგ. იმერეთში. ასეთია: ჭოგნარი, ჭილოვანი და კურსები.

- ყველაზე უცნაური წარწერები სად შეგხვდათ?

- ასე ვერ გამოვყოფ, რადგან ესაა ცალკეული შემთხვევა და ასეთი წარწერა ძირითადად ჭირისუფლის განწყობასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ტრაგიკული მოვლენა ბევრად განაპირობებს წარწერის ხასიათს. სევდა და წარმავლობის მძაფრი განცდა საერთო ფონად გასდევს ეპიტაფიათა უმრავლესობას. ამ მომენტითაა განპირობებული ადამიანთა განცდა - რაც შეიძლება განსხვავებული იყოს მათი საყვარელი მიცვალებულის ძეგლი.

ამის საილუსტრაციოდ დავასახელებ მემორიალურ კულტურაში გავრცელებულ ტოტებშეჭრილი ხის ეგზემპლარებს, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ადამიანის შეწყვეტილ ცხოვრებას. ამ ფაქტში მოსჩანს ასევე უძველესი ტრადიციის ნაკვალევი ხის თაყვანისცემისა, რომელიც აღიარებულია მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ და ეს მარადიულობა ამ ფორმითაა გადატანილი საფლავის ძეგლში.

- კიდევ რა ფორმის საფლავის ქვები იყო ყველაზე მეტად გავრცელებული?

- ნატურალური ზომის ქანდაკებანი, ტაძრის ფორმის ძეგლები, ლოდების აუარებელი ნაირსახეობა, ზოომორფული ძეგლები, მატურები (ფეხზემდგომი ძეგლების ორიგინალური ნიმუში), ერთი ლოდი ორი მიცვალებულისათვის, სახლის ტიპის ძეგლები, როტონდებითა და კოლონადებით აგებული სასაფლაოები, ესაა უმდიდრესი მასალა, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით, ამ ძეგლებში ასახულია ქვითხუროების დახვეწილი სტილი, ხალხური წარმოდგენების ანარეკლი და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ქრისტიანული მსოფლმხედველობა.

- საინტერესოა, სახლისა და ტაძრის ფორმების გადატანა საფლავის ძეგლთა შემკულობაში რითია გამოწვეული?

- ბიბლიაში ტაძარი და სახლი გაიაზრება, როგორც ღვთიური სამყაროს მიკროკოსმოსი. ეს გახლავთ არა მხოლოდ ბიბლიის, არამედ მსოფლიოს უდიდესი რელიგიების მონაპოვარი. ქრისტიანული რელიგიით, ტაძარი ის ადგილია, სადაც ადამიანი ეზიარება ღვთის საიდუმლოს, სულიერ შობასა და განსპეტაკებას. სახლი, როგორც ტაძრის პირველსახე იგივე ფუნქციითაა დატვირთული და ორივეს გააჩნია სიმბოლური დატვირთვა - დაეხმაროს ადამიანის სულს, როგორც სააქაო, ისევე საიქიო ცხოვრებაში. ხალხურმა აზროვნებამ გარდაცვლილის სულიერი მდგომარეობა ასე გამოხატა მატერიალური ფორმით.

სასაფლაო სოფელ ფახულანში, წალენჯიხა. ფოტო: „ლაივპრესი“

- დღეს სად გვხვდება ყველაზე გრანდიოზული საფლავები?

- მსოფლიო მემორიალურ კულტურას აქვს განსაცვიფრებლად დიდი მასშტაბები. ეგვიპტური ხელოვნებიდან მოკიდებული იტალიური რენესანსითა და ჩვენი დროის არქიტექტურული ნაგებობებით დამთავრებული. ესაა გრანდიოზული მემკვიდრეობა ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუშებით. საქართველოში ზოგჯერ უკვირთ ჩვენებური საფლავების პომპეზურობა და ავიწყდებათ მსოფლიო მემორიალური კულტურის დონე, რომელიც აოცებს ადამიანს თავისი არქიტექტურული მრავალმხრიობით.

თბილისში ამ მხრივ გამორჩეულია მთაწმინდა, დიდუბე, საბურთალოს სასაფლაო... მართალია მათში არ ჩანს პომპეზური სახლებისა და ტაძრების ნაირსახეობა, მაგრამ რაღაც დეტალებში მაინც არის მინიშნება ასეთის შესახებ.

- საინტერესო იქნება თქვენი აზრი საქართველოში გავრცელებული განსაკუთრებულად ორიგინალური საფლავის ტიპის შესახებ

- ასეთებად მიმაჩნია ზოომორფული ძეგლები, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ საქართველოში. ზოომორფული ნიშნავს ცხენისა და ცხვრის ქანდაკებებს საფლავებზე. ცხვარი საერთოდ წმინდა ცხოველია და ადამიანისთვის მის პრაქტიკულ გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ გადავიდა მისი ფორმა საფლავის ძეგლში, ის რაც ადამიანს ჭირდება ცხოვრებაში, სიკვდილის შემდეგაც თავისებურ ასახვას ჰპოვებს. მეცნიერებაში გამოითქვა ვარაუდი, რომ ცხვრისა და ცხენის ქანდაკებები მხოლოდ მწყემსების საფლავებზე იყო, მაგრამ არაა მართალი...

ასეთი ტიპის ძეგლები გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანში, თურქეთში და გამოითქვა ვარაუდი, რომ იგი მხოლოდ თურქმანთა სახელს უკავშირდება რაც არ დაადასტურა ამ ძეგლთა კომპლექსურმა შესწავლამ. დღეს გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ზოომორფული ძეგლები დამზადებულია ქართველ ხელოსანთა მიერ და ისინი დგანან ქართველთა საფლავებზე. საფლავსა და სასაფლაოს ზოგადად დიდი დატვირთვა გააჩნია. სადაც არის ადამიანი, პრეტენზიაც აქვს იმ მიწაზე!

საინტერესო რამეს მოგახსენებთ: აბრაამს რომ ცოლი – სარა გარდაეცვალა, მას უთხრეს, მოგცემთ მიწას და შენი ცოლი დაასაფლავეო. აბრაამმა იუარა, მან ფული გადაიხადა, რადგან ნაჩუქარი მუდამ დაყვედრების საგანია... მას სურდა თავის ცოლის საფლავით ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ გაეხადა, ფული გადაიხადა და საფლავი დააკანონა. საფლავით დაიკანონეს თავისი პირველობა ქსნის ხეობაში მოსულმა ერისთავებმა და ქსნის საერისთაოს ჩაუყარეს საფუძველი. როდესაც ძველ ქართულ წყაროებში ფეოდალის ქონებაზეა ლაპარაკი, ასე მოიხსენიებენ – მისი ციხე, სახლი და სასაფლაო... ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სასაფლაოს და მის კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

მთავარი ფოტო: გია გაგოშიძე