Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის “თბილისის სტარტაპ-ბიურო” და რა ღონისძიებებს ახორციელებს ის?
რა არის “თბილისის სტარტაპ-ბიურო” და რა ღონისძიებებს ახორციელებს ის?

„თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო“ - ეს ამ­ჟა­მად სამი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნონ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპი­კე­რე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბელ ბიზ­ნესს და საქ­მი­ან ის­ტო­რი­ებს, მო­ის­მი­ნონ იმპრო­ვი­ზა­ცი­ით წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ფე­ი­ო­ნა­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია, „სტარ­ტაპ ბი­უ­როს“ პრო­ექ­ტე­ბი სტარ­ტა­პებს და დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტე­ბის ფარ­გლებ­ში თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა და პრო­ექ­ტე­ბი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ხა­დონ.

„თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი Fuckup Nights Tbilisi აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აუ­დი­ტო­რი­ას თა­ვი­ან­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სტარ­ტა­პე­ბის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია Leavingstone-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვახო ვახ­ტან­გიშ­ვილ­მა, Taxify Georgia-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ბესო პა­პი­აშ­ვილ­მა, ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მა AT.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნინო და­რა­სელ­მა, ჟურ­ნალ Playboy Georgiaს ყო­ფილ­მა რე­დაქ­ტორ­მა ნიკო ნერ­გა­ძემ გა­აც­ნეს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო შემ­დე­გი სე­რი­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თვე­ში ერთხელ ფაბ­რი­კა­ში იმარ­თე­ბა.

რო­გორც „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გური ქო­ი­ა­ვა გან­მარ­ტავს, „სტარ­ტაპ ბი­უ­როს“ მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თიც Fuckup Nights-ია, რომ­ლის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 20 ივ­ლისს, „ფაბ­რი­კა­ში“ 19:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად, რას მო­ი­ცავს “თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და რო­გორ ეხ­მა­რე­ბა ის დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს, ამის შე­სა­ხებ Allnews.ge კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, გური ქო­ი­ა­ვას ესა­უბ­რა.

რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით და­ი­წყო „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რომ“ ოპე­რი­რე­ბა და რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ის?

- ჩვე­ნი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რი­ამ აი­ტა­ცა, არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბა Fuckup Nights,რო­მე­ლიც 2012 წელს მექ­სი­კა­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ბარ­ში შეკ­რე­ბილ­მა მე­გობ­რებ­მა მეს­კა­ლის და­ლე­ვის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სტარ­ტა­პე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბეს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი გა­და­წყვი­ტეს, რომ მათი ახა­ლი სტარ­ტა­პი სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნა გამ­ხდა­რი­ყო. სა­ბო­ლო­ოდ, Fuckup Nights იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ დღეს უკვე მსოფ­ლი­ოს 252 ქა­ლაქ­სა და 80 ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბა.

Fuckup Nights-ის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 3-4 სპი­კერს ვე­პა­ტი­ჟე­ბით და მათი სტარ­ტა­პე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბელ ის­ტო­რი­ებს ვის­მენთ. ეს მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 აპ­რილს და­ი­წყო და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე 12 სპი­კე­რის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი მო­ის­მი­ნა, შე­კი­თხვე­ბის დას­მი­სა და ახა­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცა.

ჩვენ რა­საც ვა­კე­თებთ, ერ­თდრო­უ­ლად, რთუ­ლიც არის და მარ­ტი­ვიც, რად­გან არ გვინ­და, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა წა­ვა­ხა­ლი­სოთ, მაგ­რამ ასე­ვე არ გვსურს,შე­იქ­მნას ისე­თი გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც სტარ­ტა­პე­ბის წა­მო­წყე­ბას პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. კერ­ძოდ, არ გვსურს, ზო­გი­ერ­თმა თა­ვი­სი იდეა მხო­ლოდ იმი­ტომ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შე­ე­შინ­დეს.

ჩვენ გვინ­და, რომ ერთი მხრივ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არ წა­ვა­ხა­ლი­სოთ და მე­ო­რე მხრივ, თუნ­დაც სპი­კე­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბის მოს­მე­ნით გა­ვა­ჩი­ნოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ საქ­მი­ა­ნი ან ბიზ­ნესს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არ არის ტრა­გე­დია და ფა­ტა­ლუ­რი, ამით ყვე­ლა­ფე­რი არ მთავ­რდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს მე­ო­რე პრო­ექტს, Power Point Karaoke-ს, რო­მე­ლიც კვი­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეს, ორ­შა­ბათს, ბევ­რის­თვის გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბად იქცა, რას გუ­ლის­ხმობს ის და რო­გორ გაჩ­ნდა მისი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ნერგვის იდეა?

- რად­გან Fuckup Nights ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, გა­დავ­წყვი­ტეთ, მე­ო­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა დაგ­ვე­წყო - Power Point Karaoke, რო­მელ­საც ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. ყვე­ლა­ფე­რი 2006 წელს ბერ­ლინ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი მოგ­ზა­უ­რი წყვი­ლი ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­ვი­და და საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისე­თი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მოს­მე­ნა მო­უ­წია, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დის­თვის ცოტა მო­სა­წყე­ნია. სწო­რედ ამი­ტომ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბა მო­ინ­დო­მეს და მო­ი­ფიქ­რეს მო­ი­ფიქ­რეს შემ­დე­გი ფორ­მა­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბა: ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე Power Point-ით ამ­ზა­დებ­დნენ პრე­ზენ­ტა­ცი­ას, რომ­ლის თე­მაც პრე­ზენ­ტა­ტორ­მა არ იცო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­სას ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი იღებ­და მიკრო­ფონს, ირ­თვე­ბო­და პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც მას იმ მო­მენ­ტამ­დე ნა­ნა­ხი არ ჰქონ­და და უწევ­და სა­კი­თხის იმ­რო­ვი­ზა­ცი­ით წარ­მო­ჩე­ნა.

Power Point Karaoke-ს ჩვენც სწო­რედ ამა­ვე ფორ­მა­ტით ვა­ტა­რებთ. ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ კი აუ­დი­ტო­რი­ი­დან პრე­ზენ­ტა­ტო­რის­თვის სამი კი­თხვის დას­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ნა­წი­ლი კი უკვე და­ჯილ­დო­ვე­ბაა, რო­მელ­შიც ჟი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობს და სპი­კე­რებს აჯილ­დო­ვებს.

რო­გორც ვი­ცით, „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო“ მხო­ლოდ ორ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ჩე­რე­ბას არ გეგ­მავს და ივ­ლის­ში კი­დევ ერთი ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბა იგეგ­მე­ბა, რით იქ­ნე­ბა ის გა­მო­ჩე­უ­ლი?

- ჩვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტი არის PechaKucha, რო­მე­ლიც ტო­კი­ო­დან მო­დის და ორი წი­ნა­მორ­ბე­დი პრო­ექ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რია აქვს. კერ­ძოდ, ეს პრო­ექ­ტი უფრო ეხე­ბა ხე­ლო­ვა­ნებს - არ­ქი­ტექ­ტო­რებს, დი­ზა­ი­ნე­რებს, მუს­კო­სებს, მომ­ღერ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცე­ებ­ში იკ­რი­ბე­ბი­ან და სა­უბ­რო­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი არის ისიც რომ, ღო­ნის­ძი­ე­ბა პირ­ვე­ლად „ფაბ­რი­კის“ სა­ხუ­რავ­ზე ზუს­ტად 20:20 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, სწო­რედ ისე, რო­გორც ტო­კი­ო­ში, მზის ჩას­ვლის დროს იმარ­თე­ბა ხოლ­მე და პრე­ზენ­ტა­ტორს ექ­ნე­ბა 20 „სლა­ი­დი“ და 20 წამი, რომ­ლი­თაც თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

გარ­და უცხო­უ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა, თუ გეგ­მავთ, რომ ქარ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბაც შექ­მნათ, რო­მე­ლიც ასე­თი­ვე პო­პუ­ლა­რო­ბას მო­ი­პო­ვებს?

ჩვენ უკვე ვფიქ­რობთ ქარ­თულ ფორ­მატ­ზე. გვინ­და, რომ ახა­ლი პრო­ექ­ტით როცა ის დასრლ­დე­ბა, ქარ­თუ­ლი ბრენ­დის და კულ­ტუ­რუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის მქო­ნე ფორ­მა­ტი გა­ვი­ტა­ნოთ მთელს მსოფ­ლი­ო­ში და გლო­ბა­ლურ მოძ­რა­ო­ბათ ვაქ­ცი­ოთ.

ამა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მისი ლი­ცენ­ზი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან მოხ­დე­ბა, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ბერ­ლინ­ში, ტო­კი­ო­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­შიც წა­ი­ღონ. ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბაა, რომ გვქონ­დეს ქარ­თუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში გლო­ბა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხეს შე­ი­ძენს. გარ­და ამი­სა, „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ ამო­ცა­ნაა, რომ სტარ­ტა­პე­ბის­თვი­სა და ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ტი­პის ჰა­კა­თო­ნე­ბი გა­ა­კე­თოს, ჩარ­თუ­ლი თბი­ლი­სის სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა არის “თბილისის სტარტაპ-ბიურო” და რა ღონისძიებებს ახორციელებს ის?

რა არის “თბილისის სტარტაპ-ბიურო” და რა ღონისძიებებს ახორციელებს ის?

„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ - ეს ამჟამად სამი სხვადასხვა პროექტის ერთობლიობაა, რომელიც აუდიტორიას საშუალებას აძლევს, გაეცნონ წარმატებული სპიკერების წარუმატებელ ბიზნესს და საქმიან ისტორიებს, მოისმინონ იმპროვიზაციით წარმოდგენილი პრეზენტაციები და შემოქმედებითი პროფეიონალების საინტერესო ისტორიები. რაც მთავარია, „სტარტაპ ბიუროს“ პროექტები სტარტაპებს და დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და განსხვავებული ფორმატების ფარგლებში თავიანთი საქმიანობა და პროექტები უფრო წარმატებული გახადონ.

„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ პირველი წარმატებული პროექტი Fuckup Nights Tbilisi აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას თავიანთი წარუმატებელი სტარტაპების შესახებ კომპანია Leavingstone-ის თანადამფუძნებელმა ვახო ვახტანგიშვილმა, Taxify Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო პაპიაშვილმა, ონლაინ-პლატფორმა AT.ge-ს დამფუძნებელმა ნინო დარასელმა, ჟურნალ Playboy Georgiaს ყოფილმა რედაქტორმა ნიკო ნერგაძემ გააცნეს, წარმატებული იყო შემდეგი სერიებიც, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული, თვეში ერთხელ ფაბრიკაში იმართება.

როგორც „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელი, გური ქოიავა განმარტავს, „სტარტაპ ბიუროს“ მიზანია, საქართველოში, კერძოდ, თბილისში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყოს ხელი და შესაბამისი პროექტები განახორციელოს, რისი წარმატებული მაგალითიც Fuckup Nights-ია, რომლის პირველი სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება 20 ივლისს, „ფაბრიკაში“ 19:00 საათზე გაიმართება.

კონკრეტულად, რას მოიცავს “თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ ღონისძიებები და როგორ ეხმარება ის დამწყებ ბიზნესმენებს, ამის შესახებ Allnews.ge კომპანიის დამფუძნებელს, გური ქოიავას ესაუბრა.

რომელი ღონისძიებით დაიწყო „თბილისის სტარტაპ-ბიურომ“ ოპერირება და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ის?

- ჩვენი პირველი წარმატებული ღონისძიება, რომელიც აუდიტორიამ აიტაცა, არის საერთაშორისო მოძრაობა Fuckup Nights,რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო, როდესაც ბარში შეკრებილმა მეგობრებმა მესკალის დალევის შემდეგ ერთმანეთს თავიანთი წარუმატებელი სტარტაპების შესახებ უამბეს. უახლოეს პერიოდში კი გადაწყვიტეს, რომ მათი ახალი სტარტაპი სწორედ ეს მოვლენა გამხდარიყო. საბოლოოდ, Fuckup Nights იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეს უკვე მსოფლიოს 252 ქალაქსა და 80 ქვეყანაში იმართება.

Fuckup Nights-ის ყველა ღონისძიებაზე 3-4 სპიკერს ვეპატიჟებით და მათი სტარტაპების წარუმატებელ ისტორიებს ვისმენთ. ეს მოძრაობა საქართველოში 10 აპრილს დაიწყო და დამსწრე საზოგადოებამ უკვე 12 სპიკერის საინტერესო ისტორიები მოისმინა, შეკითხვების დასმისა და ახალი მეგობრებისა და პარტნიორების შეძენის საშუალებაც მიეცა.

ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ერთდროულად, რთულიც არის და მარტივიც, რადგან არ გვინდა, წარუმატებლობა წავახალისოთ, მაგრამ ასევე არ გვსურს,შეიქმნას ისეთი განწყობა, რომელიც სტარტაპების წამოწყებას პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, არ გვსურს, ზოგიერთმა თავისი იდეა მხოლოდ იმიტომ არ განახორციელოს, რომ წარუმატებლობის შეეშინდეს.

ჩვენ გვინდა, რომ ერთი მხრივ წარუმატებლობა არ წავახალისოთ და მეორე მხრივ, თუნდაც სპიკერების მაგალითების მოსმენით გავაჩინოთ შესაძლებლობა, რომ საქმიანი ან ბიზნესს შეცდომის დაშვება არ არის ტრაგედია და ფატალური, ამით ყველაფერი არ მთავრდება, შეიძლება, პირიქით, ყველაფერი დაიწყოს.

რაც შეეხება თქვენს მეორე პროექტს, Power Point Karaoke-ს, რომელიც კვირის ყველაზე მძიმე დღეს, ორშაბათს, ბევრისთვის განტვირთვის საშუალებად იქცა, რას გულისხმობს ის და როგორ გაჩნდა მისი ჩვენს ქვეყანაში დანერგვის იდეა?

- რადგან Fuckup Nights ასეთი წარმატებული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, მეორე ღონისძიება დაგვეწყო - Power Point Karaoke, რომელსაც ასევე საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2006 წელს ბერლინში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ხელოვანი მოგზაური წყვილი ქალაქში საცხოვრებლად ჩავიდა და საქმიან ურთიერთობებზე ისეთი პრეზენტაციების მოსმენა მოუწია, რომელიც შემოქმედისთვის ცოტა მოსაწყენია. სწორედ ამიტომ პრეზენტაციების გახალისება მოინდომეს და მოიფიქრეს მოიფიქრეს შემდეგი ფორმატის ღონისძიება: ორგანიზატორები სხვადასხვა თემაზე Power Point-ით ამზადებდნენ პრეზენტაციას, რომლის თემაც პრეზენტატორმა არ იცოდა. ღონისძიების დაწყებისას ნებისმიერი მსურველი იღებდა მიკროფონს, ირთვებოდა პრეზენტაცია, რომელიც მას იმ მომენტამდე ნანახი არ ჰქონდა და უწევდა საკითხის იმროვიზაციით წარმოჩენა.

Power Point Karaoke-ს ჩვენც სწორედ ამავე ფორმატით ვატარებთ. ღონისძიების შემდეგ კი აუდიტორიიდან პრეზენტატორისთვის სამი კითხვის დასმაა შესაძლებელი, შემაჯამებელი ნაწილი კი უკვე დაჯილდოვებაა, რომელშიც ჟიური მონაწილეობს და სპიკერებს აჯილდოვებს.

როგორც ვიცით, „თბილისის სტარტაპ-ბიურო“ მხოლოდ ორ ღონისძიებაზე გაჩერებას არ გეგმავს და ივლისში კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყება იგეგმება, რით იქნება ის გამოჩეული?

- ჩვენი ახალი პროექტი არის PechaKucha, რომელიც ტოკიოდან მოდის და ორი წინამორბედი პროექტისგან განსხვავებული ისტორია აქვს. კერძოდ, ეს პროექტი უფრო ეხება ხელოვანებს - არქიტექტორებს, დიზაინერებს, მუსკოსებს, მომღერლებს, რომლებიც საინტერესო სივრცეებში იკრიბებიან და საუბრობენ საინტერესო თემებზე. მნიშვნელოვანი ასპექტი არის ისიც რომ, ღონისძიება პირველად „ფაბრიკის“ სახურავზე ზუსტად 20:20 საათზე ჩატარდება, სწორედ ისე, როგორც ტოკიოში, მზის ჩასვლის დროს იმართება ხოლმე და პრეზენტატორს ექნება 20 „სლაიდი“ და 20 წამი, რომლითაც თავისი სათქმელი უნდა წარმოაჩინოს.

გარდა უცხოური წარმატებული პროექტებისა, თუ გეგმავთ, რომ ქართული მოძრაობაც შექმნათ, რომელიც ასეთივე პოპულარობას მოიპოვებს?

ჩვენ უკვე ვფიქრობთ ქართულ ფორმატზე. გვინდა, რომ ახალი პროექტით როცა ის დასრლდება, ქართული ბრენდის და კულტურული კომპონენტის მქონე ფორმატი გავიტანოთ მთელს მსოფლიოში და გლობალურ მოძრაობათ ვაქციოთ.

ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მისი ლიცენზირება საქართველოდან მოხდება, ანუ შესაძლებელი იქნება, ეს ღონისძიება ბერლინში, ტოკიოში და სხვა ქალაქებშიც წაიღონ. ჩვენი სურვილი და ოცნებაა, რომ გვქონდეს ქართული მოძრაობა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გლობალური ღონისძიების სახეს შეიძენს. გარდა ამისა, „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ ამოცანაა, რომ სტარტაპებისთვისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის სხვადასხვა ტიპის ჰაკათონები გააკეთოს, ჩართული თბილისის სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ