პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მშენებლობისას მტვრისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ"
"უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მშენებლობისას მტვრისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ"

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვამ­კაც­როთ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში დამ­ტვერ­ვის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის სვე­ლი მე­თო­დით და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. კა­ლა­ძემ ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის მტვე­რი და­ა­სა­ხე­ლა.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, თბი­ლის­ში ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა არის ჰა­ე­რის მტვრით და­ბინ­ძუ­რე­ბა. მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა და მას­შტა­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბი სჭირ­დე­ბა. ჩვენ და­ვი­წყეთ პარ­კე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი და არ­სე­ბუ­ლი სკვე­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის შექ­მნა, რაც რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ უნდა ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტრან­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის პარ­კის ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე. პრობ­ლე­მა გვაქვს მშე­ნებ­ლო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ეს არის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი მტვე­რი და ასე­ვე, გრუნ­ტის მტვე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვამ­კაც­როთ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში დამ­ტვერ­ვის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის სვე­ლი მე­თო­დით და­მუ­შა­ვე­ბას. ალ­ბათ, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა გვი­ნა­ხავს, რო­დე­საც ქვის და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ი­ა­რო, ისე­თი დამ­ტვე­რი­ა­ნე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვამ­კაც­როთ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და უნდა მოხ­დეს სვე­ლი მე­თო­დით და­მუ­შა­ვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მაა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კუ­თხი­თაც.

„ასე­ვე, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და გან­თავ­სე­ბის კუ­თხი­თაც უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ცვლი­ლე­ბე­ბი. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც დიდი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან სა­შე­ნი მა­სა­ლით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიად, დამ­ცა­ვე­ბის გა­რე­შე და ესეც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს და იწ­ვევს ქა­ლა­ქის და­ბინ­ძუ­რე­ბას, დამ­ტვე­რი­ა­ნე­ბას და ამ ყვე­ლა­ფერს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი სუნ­თქავს. მე მინ­და ვთხო­ვო ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს, და­ა­მუ­შა­ოთ კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი და წა­რუდ­გი­ნოთ პარ­ლა­მენტს, რათა კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი. პარ­ლა­მენ­ტი მზად არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, რომ ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მშენებლობისას მტვრისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ"

"უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მშენებლობისას მტვრისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ"

აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებისა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ ქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად სამშენებლო მასალის მტვერი დაასახელა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს არსებული მდგომარეობით, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები და არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტის განახლებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ჩანაცვლებაზე. პრობლემა გვაქვს მშენებლობების მიმართულებითაც, ეს არის მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ასევე, გრუნტის მტვერი. შესაბამისად, მგონია, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას. ალბათ, არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლებელია გაიარო, ისეთი დამტვერიანებაა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეს რეგულაციები და უნდა მოხდეს სველი მეთოდით დამუშავება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების კუთხითაც.

„ასევე, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების და განთავსების კუთხითაც უნდა განვახორციელოთ ცვლილებები. არაერთი შემთხვევაა, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან საშენი მასალით, აბსოლუტურად ღიად, დამცავების გარეშე და ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და იწვევს ქალაქის დაბინძურებას, დამტვერიანებას და ამ ყველაფერს თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, დაამუშაოთ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარუდგინოთ პარლამენტს, რათა კანონში განხორციელდეს ცვლილებები. პარლამენტი მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ამგვარი ცვლილებები განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები