პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს" -  ექსპერტი
"ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს" -  ექსპერტი

სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის (GSAC) დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, „წლე­ვან­დე­ლი სა­მი­ტი, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ცუდი სა­მი­ტია ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ა­ში“.

„პირ­ვე­ლი სა­მი­ტია, სა­დაც მი­ვი­ღებთ არა­ფერს. ზო­გა­დად, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ნატო-სთან 2008 წლის მერე მარ­ტივ ლო­გი­კას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ყო­ვე­ლი სა­მი­ტის წინ სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობ­და, რა­ღაც მი­ე­ღო პო­ლი­ტი­კუ­რად, ნატო ვერ გვაძ­ლევ­და და სა­მა­გი­ე­როდ ვი­ღებ­დით რა­ღა­ცას პრაქ­ტი­კუ­ლად: ახალ პა­კეტს, საწ­ვრთნელ ცენ­ტრს და ა.შ. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გვეხ­მა­რე­ბო­და, გაგ­ვეღრმა­ვე­ბი­ნა ნატო-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და თავ­სე­ბა­დო­ბა. ამ სა­მიტ­ზე სა­ჩუქ­რად მოგ­ვცეს არა ახა­ლი ცენ­ტრი ან პა­კე­ტი, არა­მედ შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნას­თან და­წყვი­ლე­ბით - ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც ჩვენ­ზე ბევ­რად ცუ­დად აქვს საქ­მე, რად­გან მას ღიად ბლო­კავს უნ­გრე­თი და ამ ეტაპ­ზე პროგ­რე­სის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ აქვს“, - აცხა­დებს ხარ­ში­ლა­ძე.

„არ არის საკ­მა­რი­სი მარ­ტო სა­ელ­ჩო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა ბრი­უ­სელ­ში და ვა­შინგტონ­ში, სა­მუ­შა­ოა ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, თან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფონ­ზე, ქარ­თუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და დიპ­ლო­მა­ტია ამა­ყად გა­უ­თა­ნას­წორ­და ქარ­თულ ფეხ­ბურთს თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე“, - აცხა­დებს ხარ­ში­ლა­ძე.

"ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს" -  ექსპერტი

"ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში - პირველი, სადაც მივიღებთ არაფერს" -  ექსპერტი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, „წლევანდელი სამიტი, ალბათ, ყველაზე ცუდი სამიტია ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში“.

„პირველი სამიტია, სადაც მივიღებთ არაფერს. ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან 2008 წლის მერე მარტივ ლოგიკას ექვემდებარებოდა. ყოველი სამიტის წინ საქართველო ცდილობდა, რაღაც მიეღო პოლიტიკურად, ნატო ვერ გვაძლევდა და სამაგიეროდ ვიღებდით რაღაცას პრაქტიკულად: ახალ პაკეტს, საწვრთნელ ცენტრს და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნული გვეხმარებოდა, გაგვეღრმავებინა ნატო-სთან თანამშრომლობა და თავსებადობა. ამ სამიტზე საჩუქრად მოგვცეს არა ახალი ცენტრი ან პაკეტი, არამედ შეხვედრა უკრაინასთან დაწყვილებით - ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენზე ბევრად ცუდად აქვს საქმე, რადგან მას ღიად ბლოკავს უნგრეთი და ამ ეტაპზე პროგრესის თეორიული შანსიც არ აქვს“, - აცხადებს ხარშილაძე.

„არ არის საკმარისი მარტო საელჩოების მუშაობა ბრიუსელში და ვაშინგტონში, სამუშაოა ევროპის დედაქალაქებში, თან ძალიან აქტიურად და უმაღლეს დონეზე. მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ქართული საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია ამაყად გაუთანასწორდა ქართულ ფეხბურთს თავისი წარმატებებით საერთაშორისო არენაზე“, - აცხადებს ხარშილაძე.